პრობლემური პოსტები

რა სარგებლობა მოაქვს დიდობას

“წადით, მომწყდით თავიდან,

დაბერება არ მინდა!”

ასე ამბობდა პეპი გრძელიწინდა და მე მისი ყოველთვის მიკვირდა. დაბერება არასდროს მდომებია, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი უფრო დიდი: სკოლის პერიოდში უფროსკლასელებს შევნატროდი, ბოლო ზარი მინდოდა. მერე სტუდენტების მშურდა. სტუდენტობის დროს კი მათი, ვინც უკვე მუშაობდა.

ყველა ეტაპი გამოვიარე და ახლა უკვე ვხვდები, თუ რატომ არ უნდოდა პეპის გაზრდა. მეტი ასაკი მეტ პრობლემებს უდრის. ისეთს კი არა, ბავშვობაში რომ გაწუხებს და გულის სიღრმეში იცი, რომ დიდი არაფერია. არა, რაც უფრო დიდი ხარ, მით მეტ შარში ყოფ თავს. ყოველ ახალ ნაბიჯს ახალი პასუხისმგებლობები მოყვება. თან ჩვენთან! არ ვიცი, სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, მაგრამ საქართველოში ყველაფერი დაჩქარებული ტემპით მიდის, თითქოს სადღაც გავრბივართ და რაღაცის მოსწრება გვინდა. მაგალითად, სწავლა. ჩვიდმეტი წლის რომ ვიყავი აზრად არ მომდიოდა, რომ ბავშვს სკოლის მერე შეიძლებოდა გამოცდები არ ჩაებარებინა და იმავე წელს სტუდენტი არ გამხდარიყო. არასდროს მიფიქრია, რომ სკოლის შემდეგ რამდენიმე თავისუფალი წელი კარგად გააზრებულ გადაწყვეტილებას და სწორ არჩევანს ნიშნავდა. ახლა ოცდაორის ვარ და მაგისტრატურაში ჩაბარებას არ ვჩქარობ. მინდა, რომ ამჯერად მაინც გამოვიყენო წლები, გავიხედ-გამოვიხედო და მერე ავირჩიო ფაკულტეტი. სამწუხაროდ, ასე არ ფიქრობენ ჩემ გარეშემო ადამიანები და პანტა-პუნტით აბარებენ ბაკალავრიატიდან მაგისტრატურაზე, პრინციპით “დიპლომი და ხარისხი ხომ მაინც მექნება?”

გექნება, აბა სად წავა? მაგრამ რატომ გარბიხარ, ადამიანო, რატომ? რატომ გვეჩქარება გაზრდა და გადიდება?

ცოტა ავურიე. ერთის დაწერა მინდოდა და მეორე გამომივიდა. მომავალში პეპის თემას აუცილებლად მივუბრუნდები.

2 thoughts on “რა სარგებლობა მოაქვს დიდობას

  1. მანდ ყველაფერი მართლა ძალიან დაჩქარებული ტემპით მიდის ისე, რომ ვიცნობ მეგობრებს, 25 წლისები რომ არიან და თავს ისეთ დაჩაჩანაკებულებად თვლიან, არ ვიცი, რომელ ფსიქოლოგთან გავაგზავნო.😦
    სამწუხაროა ძალიან. აბა, აქ უნდა ნახო, ხალხი სულ რაღაც 30 წლიდან იწყებს კარიერას და ზოგი 35 წლის ამთავრებს ხარისხს, მერე იწყებს მუშაობას და ამის გამო, თავში არავინ ურაკუნებს, if u know what I mean.

  2. ზუსტად მაგას ვამბობ! რამდენიმე ადამიანი ვიცი, 25 წლის ასაკში დოქტორის ხარისხიც რომ აქვთ უკვე:/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s