ყველაფერი ჩემ შესახებ

შვებულების მოლოდინში

როდესაც ვინმე წუწუნებდა, შვებულება არ მაქვს და მთელი ზაფხული თბილისში მიწევს ყოფნაო, ძალიან მიკვირდა და მეცინებოდა. ვფიქრობდი, მთავარია მარტო არ დარჩე ქალაქში და თუ მეგობრებიც აქ იქნებიან რა მოხდა, თუ ზაფხულსაც ისე გაატარებ, როგორც მთელ წელს-თქო.

თურმე სასტიკად ვცდებოდი. არა, შვებულება არ გაუუქმებიათ ჩემთვის, ისევ მეკუთვნის ნანატრი ოცდაოთხი სამუშაო დღე. უბრალოდ, ახლა ვიგრძენი, თუ როგორ დავიღალე და როგორ მინდა თბილისიდან სადმე გასვლა, დასვენება. ყოველდღიური საქმე ორმაგა დამღლელი ხდება, ენერგია იკლებს, ღამეც ვერ იძინებ წესიერად და სწორედ ასეთ დროს არის საჭირო შვებულება.

მალე მოვიდეს აგვისტო, რომ ხელახლა დავიმუხტო ძალებით. თან-რაჭული ძალებით. ერთი სული მაქვს, როდის შევაღებ ჩემი სახლის ჭიშკარს და როდის ჩამოვჯდები ჩემს ზამბარებიან საწოლზე. მერე ბარგს ამოვალაგებ, სარაფანს გადავიცვამ და მდინარეზე ჩავალ. გავივლი ათასჯერ გადათელილ ბილიკებს და ქვიდან ქვაზე ხტუნვით მივაღწევ ჩვენს ამოჩემებულ ადგილს. ჩამოვჯდები სიმწვანეში და გავიფიქრებ: აი, ზაფხულიც მოვიდა!

მანამდე კი…

აუ, რა მაგრად დავიღალე😦

3 thoughts on “შვებულების მოლოდინში

  1. ნეტა მეც მალე დამიმთავრდეს სწავლა😦
    მეც მინდა თბილისიდან წასვლა

    რა ლამაზად აღწერე, მეც მომინდა რაჭაში🙂

  2. ზუსტად ასე ვიყავი მეც, ერთ დროს. ახლა შენსავით ვფიქრობ/ვარ, ერთი განსხვავებით – მე შვებულებაც არ მაქვს და სასოწარკვეთილებისგან ლამის ვიტირო:/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s