უაზრო პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

დილა

შაბათი მშვიდობისა ყველას.

ყველაზე მყუდრო პოსტები შაბათ დილას იწერება, ასე მგონია. მთელი კვირის დაღლა, სტრესი, ნერვიულობა, ნეგატივი უკან რჩება და ძალების აღსადგენად ორი ძვირფასი დღე გაქვს მარაგში.

ამ ორი დღიდან მე შაბათი მირჩევნია.

ჩემი დილა გრილი შხაპით, ყავით, დოჩანაშვილითა და ბეთჰოვენის სიმფონიებით დაიწყო. როგორც არ უნდა გაგრძელდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ეს სიმშვიდე მთელი კვირა გამყვება და ყველაზე გამთიშველ წუთებში გამახსენდება. ასეთები კი, ბოლო დროს, საჭიროზე მეტია.

დებო და ძმებო  ( მაპატიეთ ეს ამოჩემებული მიმართვა), მოუსმინეთ ჩემს ლინკს, დახუჭეთ თვალები და დააგროვეთ მთელი კვირის სამყოფი პოზიტივი!

3 thoughts on “დილა

  1. გამოდი ჩემთან და დაგიკრავ მაგას და სიმშვიდესთან ერთად სასაცილოსთანაც ასოცირდება მაგის მერე
    :DDD

  2. ჩემი უუუსაყვარლესი ნაწარმოები ყველა დროის კლასიკას შორის🙂 ჰო, მეც მესტუმრე და შეგისრულებ, ბავშვობიდან მაგაზე ვარ გადამკვდარი, ყოველდღე მაგას ვუკრავ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s