უაზრო პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

Murtaugh list (список муртао)

ვინ არის როჯერ მურტაო? მურტაო არის 1987 წელს გამოსული “სასიკვდილო იარაღის” ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პერსონაჟი. ხომ გახსოვთ, ახალგაზრდა მელ გიბსონი და მთელი ამბები? მარჯვენა არის მურტაო.

ჰოდა, ამ ფილმში თურმე მელ გიბსონის გმირის რისკიანი და ახალგაზრდული საქციელებისგან შეწუხებული მისტერ როჯერი ხშირად იმეორებს ერთ ფრაზას: I’m too old for this. დავბერდიო, რა. ამდენი აღარ შემიძლიაო.

ეს ისტორია გამოიყენეს How I met your mother-ის უნიჭიერესმა სცენარისტებმა და დაამკვიდრეს ტერმინი “მურტაოს სია”. მურტაოს სიაში შედის ყველაფერი ის, რისი გაკეთებისთვისაც უკვე დაბერდი, ასაკი აღარ გიწყობს ხელს და წარსულს ჩაბარდა. ბარნის murtaugh list ასეთნაირად გამოიყურება:

ყველას გირჩევთ ეს სერია ნახოთ🙂 ზუსტად რომ მახსოვდეს რომელ სეზონშია, უეჭველი დაგილინკავდით. ჰმ, ისე უაზრო რაღაცების დამახსოვრებაც ხომ არ მიმეთითებინა ჩემს მურტაოში?

მოკლედ, რას ჩაწერდით თქვენს სიაში? რისთვის “დაბერდით?”

1 ) პირსინგი: არასდროს მქონია, მაგრამ ვიცოდი, რომ შემეძლო გამეკეთებინა და უნივერსიტეტში ამაყად წარბაწეულს მევლო. ახლა კი პირსინგის დრო წავიდა, სამსახურში გახვრეტილი წარბ-ჭიპ-ტუჩით ვერ გამოვცხადდები.

2 ) ღამეების თენება: მილიონჯერ დარჩენილან ჩემი დაქალები ჩემთან (ან პირიქით) და მთელი ღამე ჭორაობაში გაგვიტარებია. შეგვეძლო არ დაგვეძინა და ათას სისულელეზე გვეცინა. ახლა კი, დაღლილებს,  დაწოლიდან ორ საათში ყველას ღრმად გვძინავს და დილით შერცხვენილები ვიღვიძებთ, რომ ღამის გათენება ვერ შევძელით.

3 ) უსაქმურობა: მთელი დღეები სახლში რომ ხარ და უაზროდ დაბოდიალობ აქეთ-იქით. არც ლექციაზე წახვალ, არც გაკვეთილზე და ხარ ასე. ახლა სამსახურს ვერ გააცდენ, ლექციებმაც სხვა მნიშვნელობა შეიძინა. რომც გააცდინო და სახლში დარჩე, მაინც გამოგიჩნდება რაიმე საქმე და გული არ მოგითმენს, გააკეთებ.

4 ) ახალგაზრდული ფორუმები: რამდენიმე წლის წინ მათი აქტიური მომხმარებელი ვიყავი. ახლა შესვლაც კი არ მახსენდება, რაღა დროს ჩემი ეგეთებია : ))

5 ) ჭამა: იყო დრო, როდესაც ძალიან გამხდარი ვიყავი. ამ ბედნიერებას არად დაგიდევდით და ახლა ძველ ფოტოებს ცრემლიანი თვალებით ვათვალიერებ. რაც უფრო იზრდები და წლები გადის, წონის დაგდება მით უფრო ჭირს. ამიტომ, “რასაც მინდა ვჭამ” ფენომენიც წარსულში დარჩა.

6 ) გიტარაზე დაკვრა: ადრე ვსწავლობდი, მერე თავი დავენებე იმ იმედით, რომ ისევ დავიწყებდი. ახლა კი ამის დრო, უბრალოდ, არ მაქვს.

7 ) თმების წითლად შეღებვა:  წარმოდგენაც კი აღარ მინდა🙂

8 ) ზოოლოგობა: პრინციპში, ამაზე არც ახლა ვიტყოდი უარს, მაგრამ წლები გავიდა და რაღა დროს ჩემი ზოოლოგობაა.

9) Open air: ვეღარ ვამუღამებ. მთვრალი ტინეიჯერობა და მეტალისტების ღრიანცელით ჭიდაობა არ შემიძლია რა.

და ასე შემდეგ. მეტი ამ ეტაპზე არ მახსნდება.

როგორც ტედი ამბობს, მურტაო კი წუწუნებდა, ამისთვის დავბერდიო, მაგრამ ძალებს მაინც პოულობდა და ყველაფერს აკეთებდა. იქნებ ჩვენს მურტაოს სიაშიც ბევრი ისეთი რამაა, რაც ჯერ კიდევ გვიანი არ არის და შანსები ისევ გვაქვს?

თქვენი სია როგორ გამოიყურება?

11 thoughts on “Murtaugh list (список муртао)

  1. რამდენი ვიცინე მაგ სერიაზე🙂 საწყალი ნეილ პატრიკი, რა ცუდ დღეში ჩავარდა🙂 უაზროდ მენატრება უკვე, როდის მეღირსება მეშვიდე სეზონი😦 ლეგენ (მოიცადეთ) დარული სერიალია🙂

  2. ლეგენდარულ გამონათქვამს ნუ ამახინჯებ, ფლიზ🙂
    I’m too old for this shit! – ასე ამბობს.🙂
    ანუ ზოგადად რაღაც-რაღაცეებისთვის კი არ დავბერდი – აი ამ შითის თავი არ მაქვსო. ცოტა დრო დამრჩა და მინდა ეს დრო კაი პონტებს მოვახმარო და არა ამ მ@ში ვიქექოო.🙂
    ვოტ.

    უმაგრესი ფილმია ისე. თან სიქუელებიც ძალიან მაგარია – რაც ზოგადად იშვიათობაა.

  3. ისე, ეს ისეთი პოსტია ბლოგერები ერთმანეთს რომ თაგავენ – და მერე საერთო ბლოგოსფერული სიაც შეჯერდება.

  4. სულ ტედის ბრალია, ან ჩემი მახსოვრობის, შითი როგორ გამომრჩა😦

  5. მეც გამახსენდა ტაგ თამაშები🙂🙂 მაგრამ როგორც არაპოპულარულმა ბლოგერმა ვერ ავიღე თავზე ეს დიადი საქმე🙂

  6. ვერაფერი მოვიფიქრე ნატ, უსაქმურობაში პრინციპში გეთანხმები, დროის ფასს უფრო ვიგებ,
    ჰაჰაა, რაც ახლა გამახსენდა – კრიხში სიარულია ღამით : )))
    და კიდევ – რადიოშიც აღარ დავრეკავ ხოლმე : დდდდდ

  7. რადიოში რეკავდი?:)))) აი, ეგეთი რაღაცები უნდა ჩაიწეროს მურტაოს სიაში :))

  8. 1) სულ მინდოდა იაპონურის სწავლა, მაგრამ მგონი დავბერდი მაგისთვის;
    2) ბავშვობაში და თინეიჯერობაში დილით ადრე ვდგებოდი :დ სულელი ვიყავი, ეხლა დილის ძილი ყველაფერს მირჩევნია;
    3) უაზრო ხალხთან ლაპარაკისთვის, ადრე მეხალისებოდა ეხლა დრო მენანება :დ :დ

  9. გამომრჩა ეს, კამათი მეც მეზარება უკვე, რაღაცების მტკიცება და ნერვების შლა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s