პრობლემური პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

ტაქტისა და უტაქტობის შესახებ

ტაქტი:

ზომიერების გრძნობა, რომელიც ადამიანს უკარნახებს ყველაზე უფრო სწორ მიდგომას, ყველაზე უფრო თავაზიან მოქცევას ვისიმე ან რისამე მიმართ.

ეს განმარტება N რაოდენობით უნდა ამობეჭდო და ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს აქეთ-იქით დაურიგო. აღარაფერს ვამბობ სანაცნობო წრეზე-ყველაზე მეტი უტაქტობა სწორედ მათ ახასიათებთ. ზოგი ამას გაუცნობიერებლად აკეთებს, ზოგი მიზანმიმართულად და მერე მოჭუტული თვალებით ელოდებიან შენგან პასუხს.

ადამიანებს სიგიჟემდე უყვართ სხვის ცხოვრებაში ხელების ფათური. ერთი სული აქვთ, რაიმე ისეთი დეტალი დაგცანცლონ, რომელსაც მერე მეზობელს ან სხვა ნაცნობს მოუყვებიან და ყველანი ირონიულად გაიოცებენ. მიუხედავად იმისა, რომ ესა თუ ის ფაქტი საერთოდ არ ეხებათ და არანაირ კავშირში არაა მათთან, მაინც დიდი სიამოვნებით გეკითხებიან. მაგალითად, რამდენი წლის ხარ, რატომ არ გყავს შეყვარებული? 

და თუ გყავს, რატომ არ თხოვდები? არ მოყავხარ?

ან, თუ გათხოვდი და ერთად ცხოვრობთ, ორსულად რატომ არ ხარ აქამდე?

დარმწუნებული ვარ, ამ რიგით სამ უტაქტო შეკითხვას ძალიან ბევრი ადამიანისთვის აქვს ნერვები მოშლილი. ხომ არ ჩამოუჯდები და სათითაოდ აუხსნი, რომ მარტო ყოფნა შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ცხოვრების ხსნას კაცში არ ეძებ;

ან არ გინდა ეს დაქორწინება, რადგან  პასუხისმგებლობის აღების გეშინია. თანაც, წოდება “ცოლი” მთელი ცხოვრება მოკერებული გექნება არ ჯობია ცოტა ხნით “შეყვარებული” იყო?

ან ჯერ ბავშვის გაჩენას არ გეგმავთ, ერთმანეთს გინდათ რომ შეეთვისოთ და ა.შ და ა.შ….

ისე, შეიძლება მეც დამისვამს უტაქტო შეკითხვა და არ დავფიქრებულვარ?  

 

 

 

 

 

 

 

 

2 thoughts on “ტაქტისა და უტაქტობის შესახებ

  1. როგორ ვერ ვიტან უტაქტობას… ადრე პოსტიც დავწერე ამაზე. აი ”რატომ არ გყავს შეყვარებული?”-ით ადრე მიბურღავდნენ ტვინს, ახლა ”როდის თხოვდები?”-ით შეცვალეს. არადა მსგავსს არაფერს ვაპირებ, სამაგიეროდ ნერვებზე მოქმედებენ ზოგიერთები. ზოგადად უტაქტობა მაღიზიანებს ძალიან. აზრის გამოთქმა სხვაა, მაგრამ როცა პირადად გეხებიან და თან ვერც ხვდებიან, რომ ზედმეტი მოსდით, საშინლად ვღიზიანდები. უტაქტოებს შენც უტაქტოდ უნდა მოექცე, მე ასე ვფიქრობ. სხვაგვარად ვერ გააგებინებ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s