ყველაფერი ჩემ შესახებ

ბლოგის რემონტი

ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ ბლოგის დიზაინის შეცვლა ასეთი რთული იქნებოდა. აქამდე რენდომ თემით ვსარგებლობდი, რომელსაც არც ჰედერი და არც სხვა პრიბამბასები არ უყენდებოდა. მაგრამ, ამ მზიან და საზაფხულო დღეებს ის ნაცრისფერი ბლოგი საერთოდ არ უხდებოდა. ამიტომ, რეორგანიზაცია გადავწყვიტე.

ბლოგის რემონტი ბინის რემონტისგან დიდად არ განსხვავდება. ყველაფრის შენს გემოზე მოწყობა საკმაოდ რთულია.  თუკი ბინის ამბებში ფინანსებში ხარ შეზღუდული, აქ დიზაინი და სასურველი რეზოლუციის ფოტოები ჭირს. არჩევ, არჩევ, ჩასვამ და ცუდად გამოიყურება. შლი და ისევ თავიდან იწყებ, სანამ ისეთ გარემოს არ შექმნი, სადაც თავს საკუთარ ოთახში, საკუთარ სახლში არ  იგრძნობ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ახალ ბლოგზე, სადაც ყველაფერია, რაც მიყვარს და მყუდროებას მიქმნის.

ჰედერის გარდა, ვერ ავარჩიე😦

3 thoughts on “ბლოგის რემონტი

  1. მომწონს ეს თემა ლამაზია, წინა თემას რაც შეეხება, ნაცრისფერს, რატომღაც ვორდპრესსთან ვერ ვაიგივებდი და სულ ბლოგსპოტის თემად წარმომედგინა🙂

  2. ძალიან კარგი გარემოა შენს ახალგარემონტებულ ბლოგზე ნატ❤ ფოტოები, ფერები.. ყველაფერი კარგია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s