ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

6. და თქვენ რომელ საათზე იღვიძებთ, სერ?

ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც ბევრს არ უყვარს და ყოველ დილით ამაზე წუწუნებს: ადრე ადგომა ძალიან კარგია🙂

ზოგადად, დილის ძილი ყველაზე სასიამოვოა. რა ჯობია, ნებივრად რომ გადაბრუნდები ერთი გვერდიდან მეორეზე და იცი, რომ მაღვიძარას დარეკვამდე ამდენი და ამდენი დრო გაქვს დარჩენილი. მეც ასე ვიყავი. სამსახურში ათ საათზე უნდა ვიყო, შესაბამისად, ცხრა საათზე რომ ავდგე და გამზადება დავიწყო, ამ პირობას უპრობლემოდ ვასრულებ. ბოლო პერიოდში კი უფრო ადრე დავიწყე ადგომა, შვიდ საათზე.

რვის ნახევრისთვის უკვე გამოფხიზლებული ვარ და სარბენად გავდივარ. ყურსასმენები, დილის სუფთა ჰაერი და წყნარი ქუჩები: დღე ამაზე უკეთ როგორ უნდა დაიწყოს. ხან სწრაფად დავდივარ, ხან დავრბივარ, როგორც შემიძლია. ნახევარი საათის მერე სახლში ვბრუნდები, წყალს ვივლებ და ცხრა საათისთვის უკვე გამზადებული ვარ.

სამსახურამდე ერთი საათია დარჩენილი. ყავას ვიდუღებ, წიგნს ვიღებ და მშვიდად ვსვამ. დილის სასიამოვნო რიტუალია. ნელ-ნელა მოდის ათის ნახევარი და მეც ნელ-ნელა გავდივარ სახლიდან, სრულიად გამოფხიზლებული, მშვიდი და კარგ გუნებაზე მყოფი.

ახლა, რა ხდება, თუ ცხრაზე ვიღვიძებ და ადრე არ ვდგები: როგორც წესი, ზუსტად ცხრა საათზე ვერ ვეშვები ძილს და ათის წუთებზე წამოვვარდები. ბარბაცით გავდივარ აბაზანაში და იქიდან უკვე კისრისტეხით ვბრუნდები ოთახში, რადგან მაგვიანდება და ვეღარაფერს ვერ ვასწრებ. საუზმეზე ლაპარაკიც ზედმეტია, შეიძლება ყავის მოდუღებაც ვერ მოვასწრო და ოფისში დავლიო ერთჯერადი მაკკოფე, რომელიც მძულს. ხასიათი-საშინელი, განწყობა-მძინარე, ორგანიზმი-მოდუნებული. ის საყვარელი დილის ძილი არ ღირს ამდენად, ჩემთვის.

და თქვენ რომელ საათზე დგებით, სერ?

 

5 thoughts on “6. და თქვენ რომელ საათზე იღვიძებთ, სერ?

  1. და ღამე რომელ საათზე წვები? ადრე ადგომაში ყველაზე ძალიან ის არ მიყვარს რომ ასევე ადრე უნდა დავწვე, ადრე დაწოლას კიდევ ვერ ვიტან. არადა 8–9 საათი თუ არ მეძინა, ნერვოზი დამეწყება.

  2. მე მახსოვს ზაფხულში მიწევდა 7 საათზე ადგომა გარკვეული მიზეზების გამო და მერე ვეღარც ვიძინებდი.. ახლაც მახსოვს ის რამდენიმე დილა.. მზის ამოსვლა ყოველდღე, სითბო, ცხელი ყავა რომელიც ჯერ არ გაწუხებს რომ ცხელია, და იდეალური სიმშვიდე..❤
    მართლა, და რომელზე წვები?😕 : )

  3. თორმეტზე, პირველზე. მაგრამ, ადრე რომ დგები, მერე ადრეც გეძინება და სიამოვნებით წვები🙂

  4. მე 8–ზე ვდგები ყოველ დილით და საუზმის რიტუალი ჩემთვის ყველაზე წმინდაა🙂 აუცილებლად უნდა მოვასწრო მშვიდად დაჯდომა, საყვარელი რძის და მარწყვისჯემიანი კარაქიანი პურის მირთმევა… რაც სადღაც ნახევარ საათს მართმევს, მაგრამ ნამდვილად ღირს.

    ზაფხულში სიამოვნებით ვდგები მეც ადრე, 6 საათზეც ავმდგარვარ, მაგრამ 7 მაინც ლიმიტია და ძილი კიდევ გემრიელი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s