ყველაფერი ჩემ შესახებ

ჩემი ახალი წიგნები

დღეს ჩემს წიგნების თაროს რამდენიმე ახალი ბინადარი შეემატება. წიგნების ფესტივალიდან არიან. დახვდებათ რამდენიმე ძველი თანამემამულე, შარშანდელი ფესტივალის წიგნები და სხვები, რომლებსაც მე უკვე რამდენიმე წელია რუდუნებით ვაგროვებ. არ მიყვარს წიგნების თხოვება. ანუ, მე რომ მთხოვნიან. კი, კარგია უცხო წიგნების კითხვა, მაგრამ მერე დაბრუნება მიჭირს. ამიტომ, მირჩევნია ჩემი მქონდეს. ჩემი პატარა თარო❤

საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია” სავსე იყო. უამრავი ადამიანი ირეოდა. დახლთან მისვლაც კი ჭირდა, გამყიდველებიც გაფაციცებულნი იყვნენ, რადგან ერთდროულად ათი ადამიანის მომსახურება უხდებოდათ.  ძალიანაც კარგი: რაც მეტი ადამიანი იყიდის წიგნებს და წაიკითხავს, მით უკეთესი. ჰოდა, ამ სიტუაციით აჟიტირებულმა და ეიფორიაში მყოფმა პირველივე წიგნი ვიყიდე, რაც ხელში მომხვდა. ეს არის ჰარი ნიუკანენის დეტექტივი “რაიდისა და ბიჭის ამბავი”. ჩემმა ამ არჩევანმა, მოგვიანებით, ბალასა და ანუკიში ძალიან ხალისიანი განწყობა გამოიწვია და, დარწმუნებული ვარ, ამ ფინურ დეტექტივს ხშირად წამომაძხებენ🙂 იმედი მაქვს, რომ ძალიან მაგარი წიგნი აღმოჩნდება და ორივე ერთად შემევედრება, გვათხოვეო🙂 ჩემდა სამწუხაროდ, წიგნს “წლის მავთულის” ჯილდო ორჯერ აქვს აღებული, რამაც მათი ღადაობა გააძლიერა და შეუბრალებელი გახადა🙂

მეორე წიგნი, რომელიც უკვე სავსებით საღ გონებაზე მყოფმა შევიძინე, არის მიშელ უელბეკის “ელემენტარული ნაწილაკები”.  რამდენიმე კვირის წინ დავამთავრე “პლატფორმა” და ამ წიგნის შიგთავსიც ძალიან მაინტერესებს. თან სქელი ყდითაა, ხარისხიან ფურცლებზე დაბეჭდილი, რაც კითხვის პროცესს ორმაგად სასიამოვნოს გახდის❤ მიუხედავად იმისა, რომ სნობი არ ვარ და წიგნის შინაარსს ხარისხზე მეტად ვაფასებ, ვერაფრით ვერ ვეგუები ამ ბოლო დროს მასიურად გამოშვებულ უხარისხო, ბნელ ფურცლებზე დაბეჭდილ გამოცემებს.

მესამე წიგნი დიბისი პიერს ეკუთვნის: “ვერნონ გენიოს ლითლი”.  აი, წარმოდგენა არ მაქვს ამ წიგნის შესახებ. არც ავტორზე გამიგია რაიმე, არც ნაწარმოებზე. უბრალოდ, რომ დავინახე, ძალიან მომინდა ყიდვა. თითქოს წიგნი მეძახდა, წამიყვანეო. თან, ზუმის ამბავში ფასდაკლებაც მეკუთვნოდა. ბევრი არ მიფიქრია და ვიყიდე. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ჩემს იმედებს ბატონი დიბისი (ან ქალბატონი, რა ვიცი).

ჩემი მეოთხე წიგნი რეი ბრედბერის “ბაბუაწვერას ღვინოა”. ბრედბერი აქამდე არ წამიკითხავს და ძალიან მაინტერესებს. თან ანუკიმაც ძალიან მიქო, მერე მათხოვეო. ის კი არ იცის, რომ სანამ იმ ფინურ დეტექტივს არ წაიკითხავს, ბაბუაწვერას ვერ მიიღებს🙂

სულ ეს იყო.  წინ რამდენიმე თვის სასიამოვნოდ გატარება მელის. ახლა კი წავედი, კომპიუტერზე უფრო საინტერესო წიგნი უნდა წავიკითხო  : )

7 thoughts on “ჩემი ახალი წიგნები

  1. ვერნონ გენიოს ლითლი ჩემმა კურსელმა თარგმნა, თავის ბლოგზეც აქვეყნებდა, მაგრამ მისამართი აღარ მახსოვს : )))
    დამთავრდაუკვე ”წიგნის ფესტივალი”?
    შარშან ფილარმონიაში იყო და უცებ ჩავირბინე, წელს კი, ჩემი ზოზინა ხასიათიდან გამომდინარე, მგონი, გამომეპარა😦

  2. ჰოო, ზუსტად ახლა დავბრუნდი სახლში დატვირთული❤ ”გენიოს ლითლში” მოგბაძე : ))) ვნახოთ, აბა ^_^

  3. arvici vin xar , magram exla wavikitxe mesame wignatan dakavshirebit “vernon genios litli” shesaxeb_ tvalebi gamipartovda radgan erti winadadeba sheni “rom davinaxe zalian mominda yidva, titqos wigni mezaxda wamiyvaneo” am prazam gadamawyvetina rom shentvis damewera, radgan zustad 8 wlis win , mashin albat 15 wlis viqnebodi pavlovis quchaze, exla rom yazbegis quchaa, “tbilisi” aris sakancelario magazia, iq shemxvda eg wigni taroze, saertod didad wignebis moyvarul;i pirovneba ar viyavi rom zebna damewyo, ubralod shevtrialdi da rom davinaxe wignma mitxra wamiyvaneo. puli ar medo, 12 lari girda, pirvelad damwyda guli cxovrebashi, rom ragacis sayidlad puli ar mqonda, gamovedi da yazbegis bolomde pexi movdiodi da im wignze vpiqrobdi, axali gaxsnili iyo pekinze lit_kafe, romelis stumaric exlac xshirad var, xoda shevedi iq, im imedit rom iqneb iqac menaxa is wigni, ubralod menaxa, radgan puli ar mqonda, xoda zevit agmochnda rom bibliotekac qondat, avedi da mitxres rom qondat dibisi pieris “vernon genios litli” exla piradoba damchirda , rac ar mqonda tan, iqve vchxovrob, saxlshi davbrundi da dedachemis piradobit gamovitane, 3 dgeshi wavikitxe, radgan ar mshivdeboda da ar mezineboda, ubralod xan vtirodi da xanac vicinodi, udidesi adrenalini ganvicade am wignis kitxvis dros, albat chemi asakic shesabamisi iyo, sisxli midugda da personajs shesanishnavad gavuge, es wigni imdenad didi energiis matarebelia rom, ramdenime dgis win tavshi amekviata, 3 dge ver vixsenebdi wignis saxelwodebas, bolos sizmrshi vnaxe bolo >>>>>genios litli, davjeqi googlshi avkripe da vipovne_ vernon genios litli. minda es wigni shevidzino da kidev ertxel ganvicado, mainteresebs 23 wlis asakshi ra shtabechdilebas damitovebs, xolo akviateba iyo is rom tavad dibisi pieri biograpia minda movnaxo, da iqneba msgavsi saocari energiis literatura kidev qondes dawerili, simovnebit wavikitxavdi, exla vedzeb da jer verapers wavawydi, mxolod aq shen nawers, :))))))arc vici vin xar

  4. პირველ რიგში, დიდი მადლობა ასეთი ვრცელი კომენტარისთვის : ) ასაკით ვემთხვევით, 22 წლისამ წავიკთხე მე ვერნონი. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან მომეწონა. იშვიათად, რომ ასე გამმართლებოდეს წიგნზე პირველად შექმნილი შთაბეჭდილება. ვერნონიც არ არის ბოლომდე ტინეიჯერი, ნაადრევად დაბერებული ბავშვია, რომელსაც ძალიან ბევრი რამის გაგება პატარა ასაკში მოუწია. რაც შეეხება დიბისი პიერის სხვა ნაწარმოებებს, არც ვიცი თუ არის მისი თარგმნილი რაიმე. მეც სიამოვნებით გავეცნობოდი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s