ყველაფერი ჩემ შესახებ

ჩემი ყველაზე დიდი შიში

რამდენიმე დღის წინ ჩემს  ფობიებზე დაწერა გადავწყვიტე. ამოვქექე ინტერნეტი და მოვიძიე უამრავი უცნაური სახელწოდების შიში (მაგ.: კლინოფობია, ნოქტიფობია, ლიგოფობია) და მათი გაანალიზება დავიწყე. და სწორედ ამ დროს ამენთო თავში ნათურა და მივხვდი: ამქვეყნად ყველაზე მეტად კბილის ექიმების მეშინია: სტომატოლოგიური კაბინეტი, დაბჟენა, დაპლომბვა, ექსტრაქცია თუ შმექსტრაცია, ნემსი, ნერვი, ღრძილი და კარიესი… მოკლედ, გული მისკდება.

არადა, რამდენიმე უწყინარი პლომბი მაშორებს ჩემს საოცნებო ღიმილს. უფრო სწორედ, ბრეკეტებს. არც ის მაშინებს, რომ როგორც კი ჩავბრეკეტდები, ეგრევე აგლი ბეტიდ გადავიქცევი:

მზად ვარ წარბებიც კი მოვუშვა ასე, ოღონდ კი დაპლომბვას გადავრჩე😦

ყველაფერი კი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. რომელიღაც პოლიკლინიკაში. ვიღაც საზიზღარმა ბებომ სარძევე კბილი ამომაძრო და ის დიდი ჩაქუჩი თუ კლუჩი დღემდე თვალწინ მიდგას (სავარაუდოდ, წლებთან ერთად ჩემმა ფანტაზიამ მისი ზომები გაზარდა). სკამის უკან კი ექთანი იდგა, რომელსაც ხელები ჰქონდა გაკავებული. მოკლედ, რას მერჩოდნენ-არ ვიცი. ფაქტია, რომ ჩემი პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან მაინცდამაინც კარგად არ მახსენდება.

მერე წავიდა პლომბების სერია. ისე მოხდა, რომ ჩემს მაშინდელ ექიმს ნემსის ხმარება არ უყვარდა🙂 და ისე გიკეთებდა ყველაფერს, თავისი ტექნიკის იმედზე. ტექნიკა, კიდევ კარგი, მართლაც კარგი ჰქონდა და, რეალურად,  დაბჟენის დროს არაფერი არ მტკენია, მაგრამ სულ იმას ველოდი, რომ მეტკინებოდა: ან ახლა, ან ცოტა მერე, დაძაბული და აკანკალებული ვიჯექი. ესეც მეორე ვიზიტი.

მესამედ კი ახლა მჭირდება მისვლა და ფეხს ვითრევ. ამ წუთასაც, პოსტისთვის რომ ვგუგლავდი სურათებს ხელში ბურღმომარჯვებული  სტომატოლოგი გამეჩითა და სასწრაფოდ გამოვრთე. იმ პატარა ბურღის დანახვას მირჩევნია ბრმა ნაწლავი ამომაჭრან.

ნორმალურია ახლა ეს? არა.

თქვენ რისი გეშინიათ? 

P.s. კბილის ექიმების შიშს დენტოფობია ეწოდება. 

9 thoughts on “ჩემი ყველაზე დიდი შიში

  1. უშიშარი რაინდია ვარ😀 arafris ar meSinia, დიდ, მსუქან გველებს თუ არ ჩავთლით, თორემ პაწუკუნებს კარგ დღეში არ ვაგდებ :))))

  2. უჰ.. რა დათვლის.. :დ ყველაზე ძალიან მაინც გველის, კატის და ძაღლის მეშინია.. :დ

  3. კიდევ კარგი დედაჩემი სტომატოლოგია და ის მიკეთებს ხოლმე🙂 წარმომიდგენია რა საშჳნელებაა კბილის ექიმის შიში

  4. ისე პირველი გამოცდილება მეც ცუდი მქონდა, ბავშვობაში ჩამიტეხეს ამოღების დროს კბილი, მაგრამ ფობია არ დამრჩენია, საკმაოდ თამამად დავდივარ კბილის ექიმთან, რამდენჯერმე საკმაოდ რთული პროცედურის ჩატარებაც კი მომიწია, მაგრამ რეაქცია ნული მქონდა.

  5. მომკალი და ვერ დავიჯერებ, რომ შენ წარბების მომშვები ხარ :დ

  6. გუშინ მითხრეს, რომ ნემსის გაკეთების შემდეგ ბურღსაც კი ვეღარ გრძნობ და მანდ დავეჭვდი, მოვუშვებდი წარბებს თუ არა-თქო🙂

  7. რა მაგარი ფოტოა პირველი😀😀 დღეს აღმოვაშინე შენი ბლოგი , თუ უკვე მოხსნილი არ აქვს დენტოფობია აუცილებლად გამოიარე ჩემთან, პირველივე დღეს მოგეხსნება გპირდები :* წარმატებები

  8. მომეხსნა, უკვე, გმადლობთ მოწვევისთვის : ) არა, რისი მეშინოდა🙂🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s