ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

5. ძუნძული a.k.a ჯოგინგი

ერთხელ, ექიმი ჰაუსის რომელიღაც სეზონის რომელიღაც სერიას ვუყურებდი, რომელიც მოძუნძულე კადით დაიწყო. პრინსტონ პლეინსბოროს მთავარი ექიმი თავის დილას საკმაოდ ადრე იწყებდა, ვარჯიშით. შემდეგ, სირბილით დაღლილი წყალს გადაივლებდა და სამსახურშიც თავის დროზე ცხადდებოდა.

აი, შედეგიც:

  ისე კი, ვისაც ეს სერიალი ნანახი გაქვთ, ნამდვილად გექნებათ შემჩნეული კადის არაჩვეულებრივი ფიგურა-სულ კარგად გამოიყურება, სულ ფორმაშია. არ ვიცი, რამდენად მისდევს ცხოვრების იგივე წესს მსახიობი ლიზა ედელშტეინი, მაგრამ კადის აქტიურმა სტილმა მაშინ ძალიან მომხიბლა და გადავწყვიტე, მეც მეცადა.

დილით ვდგები შვიდ საათზე. რვის ნახევრისთვის უკვე ქუჩაში ვარ. დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში სწრაფი ნაბიჯით დავდივარ,  ხან კი-დავრბივარ. დიდხანს ძუნძულს საკმაოდ დიდი ენერგია და ძალა სჭირდება, რაც, ალბათ, დროის შემდეგ გამომუშავდება. მეც, როცა სირბილით ვიღლები, სიარულზე გადავდივარ. ცხრისთვის სახლში მოვდივარ, წყალს გადავივლებ და სამსახურისთვის ვემზადები.

ვერც კი წარმოიდგენთ, რა სასიამოვნოდ დამუხტული ვარ მთელი დღე. სცადეთ ერთხელ და იგრძნობთ, თუ როგორი აუცილებელია დილის გამამხნევებელი ვარჯიში ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის.

2 thoughts on “5. ძუნძული a.k.a ჯოგინგი

  1. ეჰ, სკოლის პერიოდში მე და ჩემი დაქალი დავრბოდით ხოლმე, მაგრამ ახლა იარაღი რომ დამიმიზნო 11 საათამდე თავს არ ავწევ, ვერ ველევი ძილს და რა ვქნა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s