ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

3. არ ეწევი? o_O არა! ^_^ რა მაგარია >_<

თუ შეგიმჩნევიათ, ამ ბოლო დროს ერთი ცუდი ტენდენცია უკეთესობისკენ შეიცვალა: მოწევა. რამდენიმე წლის წინ მაგრად ტეხავდა, თუ ყველა ეწეოდა და შენ-არა. დღეს თითქმის პირიქითაა: ძალიან ხშირად მოვხვედრილვარ მსგავს სიტუაციაში და ყველა მე შემომნატრის, რომ არ ვეწევი და სიგარეტზე დამოკიდებული არ ვარ. შეიძლება, ეს ადამიანები მოწევისთვის თავის დანებებას სულაც არ აპირებენ და, უბრალოდ, სიტყვებით შემოიფარგლებიან, მაგრამ ყინული უკვე დაძრულია. პრობლემის გადასაჭრელად პირველი ნაბიჯის გადადგმა ხომ მისი აღიარებაა! მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მოკლედ ვიტყვი და მეასედ გავიმეორებ უკვე ყველასთვის ნაცნობ ფრაზას, რომ მოწევა მავნებელია. შეიძლება არ მოგკლათ, არც ფილტვების კიბო დაგმართოთ და არც სასუნთქი გზების, მაგრამ უარყოფით გავლენას უდაოდ ახდენს:

  • გიჩნდებათ საშინელი, სპეციფიური სუნი პირში;
  • გიბოხდებათ ხმა;
  • გიყვითლდებათ თითები და სპეციფიური სუნი მანდაც ინაცვლებს (თუმცა, ეს უფრო სტაჟიან მწეველებს ემართებათ, ალბათ);
  • ბიუჯეტს ერხევა (მსოფლიოში სიგარეტი საკმაოდ ძვირი ღირს. პრინციპში, აქაც).
  • მალე იღლებით, გიტყდებათ ქოშინი (რა ცუდი სიტყვაა, არა?).
 ახლა სხვა მიზეზები არც მახსენდება.
თუკი მწეველი ხართ ვინმე აქ, როგორ ფიქრობთ? არის თუ არა სიტუაცია რეალურად ასე, თუ მე მეჩვენება?

21 thoughts on “3. არ ეწევი? o_O არა! ^_^ რა მაგარია >_<

  1. მე როგორც ყოვლად არამწეველი [გასინჯულიც არ მაქვს არასდროს], კომპეტენტური არ ვიქნები ამ საკითხში, მაგრამ ერთი ის ვიცი, ხანდახან სიზმარში ვეწევი ხოლმე და ძალიან მაგარია :დ

    ნატ, ბოდიში ამ ჯანმრთელი პოსტის გაფუჭებისთვის :დ იცი რა გამახსენდა, love actually-ში ის მომღერალი რომ არის, ვიღაც სკანდალური კაცი და პირდაპირ ეთერში ბავშვებს რომ მიმართავს: ბავშვებო, არ იყიდოთ ნარკოტიკები, გახდით პოპ ვარსკვლავები და ისინი უფასოდ გექნებათ!
    მეც ასეთი კამპანია გავუწიე ეხლა სიგარეტს :დ

  2. ვეწევი და ისეთ ექსტრემალურ პირობებშჳ დავდივარ, ბევრი არამწეველი ვერ გაქაჩავს.

    ჩემი კომენტარი ქოშინზე😀

  3. სურვილი არასდროს მქონია, რამდენჯერმე ინტერესის გულისთვის გავსინჯე და ნაფაზს ვერ ვარტყამ ვერაფრით, მაშინვე მახრჩობს🙂

  4. სუნი! ნამდვილად არის და საშინელებაა : ( P :

    და ერხევა ბიუჯეტს! : (

    ხო და ფილტვის დაზიანება (ბევრნაირია) ესეც ნამდვილია : )

    თუმცა მეც ასევე ჯიმ ჯარმუშის ”ყავა და სიგარეტ”ს რომ ვუყურე … მდააჰ : )))

    კინოინდუსტრია და პროპაგანდაა ეგ (c) ”99 ფრანკი” ; ))

  5. ეგ იმიტომ, რომ აქტიურ ცხოვრების წესს მისდევ🙂 ჩვეულებრივი, რიგითი დატვირთვის მქონე ადამიანებს ემართებათ გულის ამოვარდნები, იმჰო

  6. ისე კარგ სიგარას არაჩვეულებრივი არომატი აქვს.
    მე არ ვეწევი, მაგრამ როცა სიგარას აფუილებენ, სუნზე ვკაიფობ🙂

  7. ისე, ნეტა სიგარაც ისეთივე მავნებელია როგორც სიგარეტი? სუნი მართლა კარგი აქვს. ვისკი+სიგარა ^_^

  8. როგორც ის სიგარის მწეველი ამტკიცებს – ნაკლებად საზიანოა. ექიმისგან დღეში 1 სიგარის უფლება მივიღეო, ამბობს🙂
    ისე, ხანდახან 2-აც ეწევა.

  9. სიგარაზე როგორც ვიცი ”ნაფაზს არ არტყამენ” ხო? ა, ნუ თუ ძალიან გიჟი მწეველი არ ხარ :დ და სუგარეტზე უკვე ვეღარ კაიფობ..

  10. თქვენ ვერაფერს გირჩევთ, მაგრამ ჩემებიდან ვინც ეწევა, მაგათზე ნამდვილად შემტკივა გული და ჩემი ოცნებაა, რომ დაანებონ თავი…
    +ცუდია, როცა ვიღაცას შენი სიგარეტის კვამლის სუნთქვას აიძულებ

  11. მაგის აღნიშვნა დამავიწყდა. ნამდვილად ცუდია, როცა ადამიანებს პასიურ მწველებად აქცევ, შენ გამო : (

  12. ყველაზო ცნობილი სიგარომანი ჩერჩილია, ალბათ, ჰოდა ერთხელ, თურმე, თანაშემწის აყვანა უნდოდა. ბევრი ეძება თუ ცოტა, ნახა შესაფერისი კანდიდატურა. გაესაუბრა. გამოკითხა იქეთური-აქეთური… ბოლოს ჰკითხა – ცოლი გყავთო? კიო – იმან. შვილიო? თორმეტიო.
    ჩერჩილი ჩაფიქრდა, თურმე, და უთხრა:
    – მთელმა ინგლისმა იცის, როგორ მიყვარს მე სიგარა, მაგრამ, იცით, ხანდახან უნდა გამოიღოთ ხოლმეო.

  13. არა და მოწევა როგორ ასწორებს )))

  14. აბაა, ნატა, გაუ-ში, შესვენებაზე მტელი ჯგუფი რომ გაიკრიფებოდა ხოლმე აივანზე და მარტო მე, შენ, მარეხი, ლელა და რუსო ვრჩებოდით – ამაყები : )))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s