უაზრო პოსტები

პატარა სასწაული

ერთ მზიან დღეს მე და გაუს ჯგუფელებს შეხვედრა გვქონდა. ვცდილობდით, ჩვენი ფინალური პროექტი მაქსიმალურად კრეატიული და მინიმალურად დილეტანტური ყოფილიყო. რაღაც ეტაპზე გავიჭედეთ, დროშიც ვიწვებოდით და ყველას ერთად წინასაგამოცდო დეპრესიამ დაგვრია ხელი. გვეჩვენებოდა, რომ ვერაფერს ვერ მოვასწრებდით და ა.შ. და ა.შ.

სახლში ცუდ ხასიათზე დავბრუნდი, ძალიან ცუდზე. კარზე ზარი რომ უნდა დამერეკა, ფურცელი შევნიშნე, რომელზეც კონვერტი ეხატა და სახელურთან იყო მიმაგრებული.

 გამოვაძრე და გადავშალე:

 წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოხვდა იქ, ვინ დატოვა და რატომ. მაგრამ ფაქტია, რომ ამ სიტყვებმა სტიმული შემმატა და ძალა მომცა. მომდევნო დღეს პროექტიც დავასრულეთ და იდეებითაც დავტვირთეთ, მე კმაყოფილი დავრჩი. და არც პრეზენტაციაზე მინერვიულია: უცნობი კეთილისმსურველის მიხედვით ხომ, როცა ნერვიულობ, ყველაფერი ორმაგად ცუდად გამოდის, ამიტომ არ ინერვიულო, იყავი ბედნიერი : )

6 thoughts on “პატარა სასწაული

  1. ვაიმე, ნეტავ ვინ დატოვა? ნაცნობმა, უცნობმა, შემთხვევით შეარჩია კარი თუ.. დამაინტერესდა ბიჰაინდ ზი სინს :დ

    პ.ს ეხლა გამახსენდა, ადრე მქონდა იდეა, მეზობლებისთვის კარის სახელურზე ტკბილეულით სავსე პარკების დატოვების. მაგრამ ჩემი არც ერთი მეზობელი არ იმსახურებს და სხვა დროისთვის გადავდე, როცა შესაფერის ადგილზე ვიცხოვრებ :დ

  2. მეც მაგრად მაინტერესებს ვინ იყო, თან ისე ჩაჯდა თემატურად, ზუსტად ის სიტყვები იყო, რაც იმ მომენტში მჭირდებოდა🙂

  3. Natalia says:ნეტავ ჩემი მეზობელი იყო….
    Dissolved Girl-მომწონს ძალიან, თქვენი აზროვნება…

  4. როცა ნერვიულობ, ყველაფერი ორმაგად ცუდად გამოდის, ამიტომ არ ინერვიულო, იყავი ბედნიერი : )
    მეც ვუერთდები ამ აზრს.

  5. ასეთი რაღაცები ისე მიყვარს და ისე მახალისებს, ჩემზე ბედნიერი არავინაა ხოლმე. ჩემი ოთახი აჭრელებული მაქვს მსგავსი “ნოუთებით”, ჩემი საერთო საცხოვრებლის გოგოები რომ მიტოვებენ.

    რა ცოტაა საჭირო, ადამიანს გული რომ გაუთბო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s