პრობლემური პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

წიგნი vs კომპიუტერი

წიგნი ვერსუს კომპიუტერი ოცდამეერთე საუკუნეში ყველაზე ბანალურ დაპირისპირებად იქცა. ვინ აღარ საუბრობს ამაზე: ბებიაჩემიდან დაწყებული  “იმედით” დამთავრებული, რომელიც ყოველ კვირა გვანებივრებს მსგავსი ტიპის სიუჟეტებით.  რა ხდება რეალურად? მართლა ჩაანაცვლა წიგნმა კომპიუტერი? მართლა აღარავინ აღარ კითხულობს? თავისუფალ დროს მართლა ყველა კომპიუტერთან ატარებს?

ვერც კვლევას ჩაგიტარებთ და ვერ სიუჟეტს ვერ გაგიშანშალებთ. საკუთარ მაგალითს მოგითხრობთ, რომელიც, შესაძლოა, თქვენსას ემთხვევა.

კითხვა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ისეთი ბავშვი ვიყავი, უფროსები თავზე სიამაყით რომ გადაუსვამენ ხელს და ეს კარგი ბავშვია, სულ მეცადინეობს და  კითხულობსო, რომ ამბობენ. მეცადინეობაზე აზვიადებდნენ, კითხვით კი ნამდვილად ბევრს ვკითხულობდი.  ძილის წინ, დილით ადგომამდე, ჭამის დროს, თავისუფალ დროს…

სკოლის პერიოდში ყველაზე მეტს რაჭაში, არდადეგებზე ვკითხულობდი. აბა, რა უნდა მეკეთებინა ორი-სამი თვე? ჩემს სახლთან რამდენიმე კილომეტრში ძველი, ჩრჩილებიანი და დასანგრევად გამზადებული ბიბლიოთეკა იყო, სადაც წასვლა მთელ რიტუალს შეადგენდა.  მოვემზადებოდით, გავიპრანჭებოდით, სიტყვას დავაგდებდით, თუ სად მივდიოდით და დავეშვებოდით ჭალისკენ.  ბიბლიოთეკარს ნატო ერქვა და   მის სახლთან  ხმის ჩახლეჩამდე უნდა გეყვირა, რომ გამოსულიყო და წიგნების კარი გაეღო. ვიტვირთებოდით წიგნებით და მოვდიოდით უკან, ბედნიერები. ჩემი მამიდაშვილი ყოველთვის წაუკითხავ წიგნებს აბარებდა, მე კი არცერთს არ ვტოვებდი-მიყვარდა, რა…

მერე ამბროლაურის ბიბლიოთეკაზე გადავედი, რომელიც, მგონი, გურამ ფანჯიკიძის სახელობისაა. მაგრამ იქ ვერ მოვიკიდე ფეხი-ისე გემრიელად ვერ ვკითხულობდი იქაურ წიგნებს. გარემოც რაღაცნაირი იყო, ცივი.  რახან თბილისელი ვიყავი არ მენდობოდნენ და მთელი ამბებით მატანდნენ წიგნებს, აქაოდა, დაგვიკარგავსო.  ეს ყველაფერი ორიათასხუთ წლამდე ხდებოდა. მაგ პერიოდში ვიყიდეთ კომპიუტერი და ჩავრთეთ ინტერნეტი. აბიტურიენტიც იმავე წელს გავხდი და წიგნმა ჩემთვის იძულების მნიშვნელობა შეიძინა. იმდენი სამეცადინო და საკითხავი მქონდა, რომ დამატებით კითხვა არანაირად არ მინდოდა და თავისუფალ დროს ველოდი.

თავისუფალი დრო პირველ კურსზე დამიდგა, რომელსაც კურსელებსა და ინტერნეტს ვუთმობდი. მოგეხსენებათ ხამი ბავშვის ამბავი, როგორ იტაცებს ინტერნეტის ხლართები და როგორ დაძვრება სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა(http://www.hi5.com)  და მესინჯერებში (yahoo). მეც ჭკუაზე არ ვიყავი და კარგადაც ვერთობოდი. მერე სამეცადინოც მომემატა, ისევ წიგნები და ქსეროქსები. და ასე ნელ-ნელა დავანებე თავი მასშტაბურ კითხვას.

წინა დღეს კი ოფიციალურად აღმოვაჩინე, რომ წიგნის წაკითხვას კომპიუტერთან ჯდომას ვამჯობინებ. და ძალიან შემრცხვა. სასწრაფოდ გამოვაქვეყნე ფეისბუქზე (ჰმ, ისევ ინტერნეტში) სტატუსი, სადაც საინტერესო წიგნებს ვეძებდი და მეგობრებს რჩევას ვთხოვდი. არ მაქვს იმის ილუზია, რომ წიგნი ჩაანაცვლებს კომპიუტერს. რა სისულელეა. ორივეს თავისი ადგილი აქვს და არ არის საჭირო რომელიმემ რომელიმე განდევნოს. უბრალოდ, ჩვენ ის დრო, რაც კითხვას უნდა დავუთმოთ, კომპიუტერს გადავულოცეთ და ეგ არის. ახლა კი მინდა, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგეს.

რა წავიკითხო? 

2 thoughts on “წიგნი vs კომპიუტერი

  1. წაიკითხე ”სემიჩკა” წიგნები – ასე ვეძახი წიგნებს, რომლბიც მსუბუქად და საინტერესოდ იკითხება. მაგალითად, ამელი ნოტომი, ერიკ-ემანუელ შმიტი :))

  2. სერიოზული წიგნები მინდა, ეგენი წავიკითხე და არ მომეწონა :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s