პრობლემური პოსტები

მე და კომპანია “მილანგი”

Here’s a story:

“მილანგი” არის მინის ტარისა და ეგეთი რაღაცების მწარმოებელი კომპანია გორიდან, კერძოდ კი შინდისის გზატკეცილიდან.  მათ მომხმარებლებთან უკვე ორი წელია ინტენსიური კონტაქტი მაქვს და შეძლებისდაგვარად ვაკვალიანებ.

რატომ?

იმიტომ, რომ მუდმივად მირეკავენ.

რატომ?

იმიტომ, რომ ამ მილანგს საკონტაქტო ინფორმაციაში ჩემი ნომერი აქვთ მითითებული.

რატომ?

აბა, მე რა ვიცი?!

ტელეფონის ხსენებული ნომერი 2001-2003 წლიდან ჩემი საკუთრებაა, შესაბამისად, გამორიცხულია ის გარემოება, რომ ნომერი მათ ეკუთვნოდათ ადრე და ძველი ჩანაწერია შემორჩენილი. საერთოდაც, იმ პერიოდში მეეჭვება მილანგი არსებულიყო.

ჩემი აზრით, ვიღაცას საკონტაქტო ინფორმაციის დაწერისას შეეშალა ერთი ან ორი ციფრი და ჩემი ნომერი მიიღო, რის მერეც დევს ეს ინფორმაცია  და დევს, მირკეავენ და მირეკავენ, კვირაში რამდენჯერმე და კითხულობენ მილანგს.

თავიდან ვბრაზდებოდი, მერე მეცინებოდა. ახლა მეცინება და თან გულდასმით ვუხსნი, რომ სხვაგან მოხვდნენ და ეს ნომერი საიტზე შეცდომით წერია. მათაც უკვირთ-იშვიათად, რომ სხვაგან მოხვდე და ასე შემზადებული ტექსტით დაგხვდნენ.

ალბათ იკითხავთ, რატომ  არ ვაცვლევინებ ნომერს. ვის დავურეკო, საკუთარ თავს? მართალია, გორის ნომერიც აქვთ მითითებული, მაგრამ რა გამორიცხულია, რომ ვინმე გორელს არ დავურეკავ და იგივე კითხვით არ შევაღონებ, რასაც მე მისვამენ აგერ უკვე ორი წელია?🙂

მეილი კი მივწერე, მაგრამ აქაც ვიმეორებ: თუკი რომელიმე მილანგელი დაგუგლავთ თქვენს კომპანიას და ამ პოსტს ნახავთ, შეცვალეთ ის ინფორმაცია და თქვენი ნომერი ჩაწერეთ. მე რა, არ მეზარება თქვენი კლიენტების გადამისამართება, სერვის პლიუსიც ხუთიანზე ვიცი, მაგრამ რამდენ მომხმარებელს კარგავთ, არ იცით.

ისე, ეს მინის ტარა მომგებიანი ბიზნესი ყოფილა, ზარების რაოდენობით დავადგინე.

2 thoughts on “მე და კომპანია “მილანგი”

  1. :ლოლ: ნატ რამდენი ხანია ასე არ მიცინია, გაგახარებს ღმერთი :დდ

    ძალიან მეცინება :დ შენ და დაყენებულტექსტიანი გორელი რომ წარმოგიდგინეთ :დდდდდდდდდდდ

  2. სახალისოა ძალიან🙂 ჩვენ კვირაში ერთხელ მაინც გვირეკავენ ხოლმე სახლში ანგარიშიც გახსნის და თანხის გატანის მსურველები, როგორც ჩანს ჩემი და საქართველოს ბანკის ნომრები ემთხვევა ერთმანეთს :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s