მედია პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

ტიუდორები და ნანატრი ბაგრატიონები

გული მწყდება, რომ ვერასდროს ვერ ვნახავ ქართულ ისტორიულ სერიალს დავით აღმაშენებლის ან სხვა მეფის ზეობის ხანის შესახებ. შეიძლება ვნახო კიდევაც, მაგრამ  ის არასდროს არ იქნება ისეთი კარგი და ხარისხიანი, როგორიც ჩემი პოსტოს სათაურია. რატომ?

1) ფილმში იქნებიან დუტა, ნანკა, რუსკა, მუსკა და ყველა ის ადამიანი, ვისი დანახვაც აღარ შეგვიძლია. თან მე მეჩვენება თუ მართლა ასეა, არ ვიცი-ყველა როლში ერთნაირი არიან. განსაკუთრებით ნანკა, ან განსაკუთრებით დუტა, ან განსაკუთრებით ნებისმიერი მათგანი.

2) ფილმი შეიძლება გადაიღოს არაქართველმა რეჟისორმა, არაქართველი, მოუბეზრებელი მსახიობების  მონაწილეობით. ამას მგონი ისევ ზემოთა ვარიანტი ჯობია: ქართულ ხასიათს და მომენტებს ვერ დაიჭერს უცხოელი კარგად, თან ინგლისურად ამეტყველებული თამარ მეფე ცოტა უცნაურია, მსუბუქად რომ ვთქვათ.

რატომ მომწონს ტიუდორები ასე ძალიან? ნებისმიერ ბრიტანელს შეუძლია გადაშალოს ისტორიის წიგნი, წაიკითხოს, გაეცნოს, მერე ჩართოს სერიალი და უყუროს იგივეს, დეტალებით, კოსტიუმირებით, მეთხუთმეტე საუკუნის ინგლისის აღწერით, პლიუსებით და მინუსებით.

ვაღიარებ, რომ მსოფლიო ისტორია კარგად არ ვიცი (ნანა მას, ამ პოსტს თუ კითხულობთ, თქვენი ბრალია, იცოდეთ). მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამ საკითხში კარგად ერკვევიან ამბობენ, რომ სერიალი არ ცდება ისტორიულ ფაქტებს და არაფერი არ არის დიდად დამახინჯებული.

ერთადერთი, მეფე ჰენრი მერვე გაცილებით უსიმპატიოა, ვიდრე მისი როლის შემსრულებელი ჯონათან რის მეიერსი🙂 :

 კოსტიუმები უკვე ვახსენე. რამდენჯერ ვინატრე ანა ბოლეინის კაბები, ღრმა დეკოლტით და ულამაზესი ფერებით. თან, შუასაუკუნეების კაბები ძალიან, ძალიან ეშმაკურადაა მოწყობილი: მკერდი არ გაქვს? კორსეტში გექნება; გასუქდი? იმხელა კაბაში არც გამოჩნდება, მთლად სპილო თუ არ ხარ; და ა.შ.

მაგალითად, ეს წითელი კაბა ძალიან მომწონს❤

 გვირგვინები! თავხედურად მინდება ბრიტანეთის სამეფო დინასტიის სადედოფლო გვირგვინების მორგება🙂

  არ შეიძლება ასეთივე სერიალი გვქონდეს ჩვენს მეფეებზე? : ( თვალსაჩინოდ რომ ვნახოთ, როგორ ცხოვრობდნენ, რა ეცვათ, როგორ ლაპარაკობდნენ, რა ხდებოდა საერთოდ იმ დროს, ხდებოდა კი ის, რასაც ისტორიის წიგნში ვკითხულოთ?

პოსტის დასაწყისში ხსენებული ორი მიზეზის გამო გამორიცხულია, რომ ქართული ისტორიული სერიალი მომეწონოს. მანამდე კი ტიუდორებს ვუყურებ და ყველას გირჩევთ.

  

8 thoughts on “ტიუდორები და ნანატრი ბაგრატიონები

  1. ეჰ, მეც დიდი სიამოვნებით დავიმხობდი მაგ გვირგვინებს თავზე. რას ამბობ, ისტორიულ სერიალს იმხელა ბიუჯეტი და გათვლა უნდა, ესენი სად შეწვდებიან? ან თუ შეწვდებიან იმდენი შეცდომა გაიპარება, ამ მობილური დაურეკავს რომელიმე მონარქს და ან ჯინსის შარვლები გამოუჩნდებათ კოსტუმების შიგნით.

  2. ეს წითელ კაბიანი რომელია? ანა ბოლეინი?

    ჰმ, თიუდორებზე სერიალი მე პირადად არ მომწონს, მაგას მირჩევნია “დაწყევლილი მეფეების” წაკითხვა ან ამავე სახელის მქონე სატელევიზიო სერიალის ნახვა ^_^

    ჩვენთან ვერ გადაიღებენ მასეთს რიგი მიზეზების გამო (რაც შენ დაასახელე ზევით, ეგა და პლუს ფინანსები) და სამწუხაროდ, დიდხანს ვერ გადაიღებენ..

  3. ფინანასები აღარც მიხსენებია, იმდენად არარეალურია🙂
    ანა ბოლეინია, კი, და მისი ფრეილინები : )

  4. ბიჰაინდ სინს ფოტოებს ვათვალიერებდი ცოტა ხნის წინ და მეფის კოსტიუმში გამოწყობილი ჯონათანი გადმოდის ჯიპიდან, ძალიან სასაცილოა🙂

  5. rogor minda qartuli istoriuli filmebis naxva mec😦 yoveltvis vocnebobdi kargad gadagebuli filmi menaxa giorgi me-11-ze🙂
    kide aq arafer shuahsia, magram ,,iyaltoeli bichebi” roca wavikitxe sashinlad mominda am filmis naxva🙂 sawuxarod, istoria sabchota droindel bavshvebzea da ara mgonia axla vinmem gadaigos😦

  6. eh romel serialze laparakob roca istoriashi xeirinad isic ki araa moxseniebuli vin iyo tundac davit agmasheneblis deda))
    chveni istoria romelsac skolashi gvaswavlidnen damaxinjebuli d abevri namdvili faqtisgan gulamowmuli rom aris raze gadavigot seriali?
    an gana bagrationebi cxovrobdnen da ertobodnen?mudma brdzolashi da shinaomebshi iyvnen chartukebi,tumca sheni survili martlac kargi survilia,mitumetes chemtvis:dzalian miyvars istoriuli filmebi.
    es serialic gamdowerili midevs da ver chavujeqi mxolod imitom rom ar vici romeli tiudoridan iwyeba seriali.
    p.s. gvirgvinebis chamomxobaze ki ra gitxra mec shemogiertdebodi)))))))

  7. შინაომები და ინტრიგები არცერთ სამეფო კარს არ აკლდა არსდროს. ის ინფორმაცია, რომ მუდმივად ხმლებით ეძინათ და სამშობლოზე ფიქრის გარდა არაფერს აკეთებდნენ, მგონი არ შეესაბამება სიმართლეს : ) არ ვიცი სხვა სკოლებში როგორ იყო, მაგრამ ჩემთან ძალიან ცუდად ასწავლიდნენ ისტორიას, მსოფლიოსაც და მშობლიურსაც.
    ეჰ, გვირგვინები😦

  8. giyvardes swavla gul modgineba hroma da jafa nu dagzardeba iyav bejiti da qondes smena didi ganzia codnis sezena magram amas qtxiov yvelaze ufro gulit giyvardes samhoblo emena merwmune shvili tu zazirkveli dangreulia magram amas qTxov gulit giyvardes samsoblo ena

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s