Fashion as I see it

უთხარი არა შავს

რა მოხდება, ერთ დღესაც საქართველოს პრეზიდენტმა (ან ვინმემ) შავი ფერის ტანსაცმლით სიარული რომ აკრძალოს?

არ შეიძლება, რომ ღვედების მსგავსად, ჯარიმა დაწესდეს? მერე რა, რომ უღვედოდ სიარული სიცოცხლისთვისაა საშიში და შავი ტანსაცმელი კიდევ არავის არაფერს უშავებს?

ეს თქვენ თვლით ასე. მე კი მგონია, რომ მუდმივად შავი და მუქი ფერების ყურება ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ბოლოსდაბოლოს, სრულიად შავი აუთფითი უგემოვნობის ზენიტია.

რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან: ათვალიერებ ქორწილის ფოტოებს და ხალხი ჩაშავებულია, თეთრი კაბა მარტო პატარძალს აქცვია. ყველაფერს ვფიცავარ, ჩემი ქორწილისთვის მოსაწვევებს რომ დავბეჭდავ, დრეს კოდად ფერად კაბებს მივუთითებ. ვიცი, რომ მაინც არავინ არ გაითვლისწინებს, მაგრამ მე ხომ ჩემსას ვეცდები.

ჰოდა, რას ვამბობდი: თუ ზოგადად არა, ქორწილებსა და დაბადების დღეებში მაინც აიკრძალოს ეს შავი კაბები.

შავი ზედები, შავი ქვედები, შავი შარვლები, შავი პიჯაკები, შავი ფეხსაცმელები, შავი ჩანთები, შავი პალტოები….

ვიყოთ ფერადები.

3 thoughts on “უთხარი არა შავს

  1. გაზაფხულ-ზაფხულისკენ გადაიხადე ქორწილი და უფრო მეტი შანსი გაქვს ფერადი ხალხი მოვიდეს ^_^

  2. ვეხმრობი ისეთი კანონის შემოღებას რომელის აკრძალავს შავს🙂
    და ისე აქ არაფერ შუაშია, მაგრამ მგონია რომ ესენი მოგეწონება
    http://ucnauri.com/2011/%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-4

  3. აუუ, გავგიჟდი, ყველა მინდა :)) მინი მაცივარი განსაკუთრებით :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s