მედია პოსტები

ვაკანსია

რადიოს მარტო მანქანაში უსმენენ. არ ვიცი, როგორაა მსოფლიოში, მაგრამ თუკი ვინმე ასეთ კვლევას საქართველოში ჩაატარებს, გამკითხულთა უმრავლესობა ამ ფაქტს აღიარებს. მე მანქანა არ მყავს, შესაბამისად, აქტიურ მსმენელად ვერ ჩავითვლები. თუმცა, როდესაც რადიო-მიმღებთან მოვხვდები, ბავშობიდან გამოყოლილი ჩვეულებისამებრ “ფორტუნა +”-ს ვრთავ. ისიც იშვიათად. მხოლოდ ხუთშაბათობით, გადაცემა “ვაკანსიის” დროს.

ზოგადად, ძალიან მაწუხებს დასაქმების პრობლემა. კი, მე ვმუშაობ, მაგრამ უამრავი ადამიანი ჩემ გარშემო სამსახურს უშედეგოდ ეძებს და ძალიან მიხარია, როდესაც რომელიმე მათგანი პოულობს. ამიტომაც ვუსმენდი ამ გადაცემას. მაინტერესებდა, რა მდგომარეობა იყო ვაკანსიების მხრივ, რას ითხოვდნენ დამსაქმებლები, რა კონტიგენტი ეძებდა სამუშაოს და ა.შ.

დღესაც მოვმართე რადიომიმღები “ფორტუნა პლიუსის”  ტალღაზე და დაველოდე გადაცემას.

რა მნიშვნელობა აქვს, რა ვაკანსია იყო და ვინ აცხადებდა მას. 15 წუთზე მეტი ვერ გავქაჩე. ის 15 წუთიც იმას ვნატრობდი, რომ როგორმე შემეღწია რადიომიმღებში და წამყვანისთვის მიკროფონი გამომეგლიჯა, ან იქვე ცხარე დებატები გამემართა. დარეკვაც ვიფიქრე, მაგრამ, ვინაიდან, ამ გადაცემაში ზარები ცალმხრივია, გადავიფიქრე. არაუშავს, იმედია წამყვანი ამ პოსტს მაინც ნახავს.

ისე, რა დასამალია, გაყიდვების აგენტზე იყო ვაკანსია. დარეკა ადამიანმა, რომელსაც შემთხვევით წამოსცდა, რომ ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. აქ დაიწყო, მაგრამ რა დაიწყოოოოო.

წამყვანს გიგა ერქვა, მგონი. რას გაარჩევ, მანდ ყველას ერთნაირად დაყენებული ხმა აქვს. მოკლედ, ჩვენმა წამყვანმა აიწყვიტა. მეო, არცერთ ბანკს არ ვენდობიო, მატყუარებიო, ისეთები, ასეთებიო. შიგადაშიგ ახსენებდა სესხსა და პროცენტებს.  უეჭველი რაღაც პრობლემა შეექმნა ამ ბოლო დროს და ნერვებმა უმტყუნა. რა ეთიკა, რის თავშეკავება, ამ საწყალ გოგოს დაახურა თავზე ყველაფერი.

“კლიენტი ხომ ყოველთვის მართალია?!” არაა ბატონო, კლიენტი ყოველთვის მართალი. აგერ, თუნდაც ბატონი გიგა. მილიონჯერ გაიმეორა ფრაზა: “შემოვედი ბანკში მე, მომსახურე პერსონალი და როგორ მემსახურები აბა?” გიგა, გენაცვალე, მომსახურე პერსონალი ნიშნავს იმ ადამიანს, რომელიც იმ კონკრეტულ ბანკში მუშაობს. შენ კი კლიენტი ხარ, თან ისეთი, მართალი კი არა არაფრის გონზე რომ არ არის. მოკლედ, ამ ჩვენმა მომსახურე პერსონალმა გიგამ საწყალ გოგოს კატოკით გადაურა, აყვირდა, დაყენებული ხმა გაუქრა და წამყვანის მიუკერძებლობაც სრულიად დაივიწყა (ისე, რაიმე რომ დაივიწყო, უნდა იცოდე მაინც).

როგორ ვნატრობდი, იმ გოგოს ადგილზე ვყოფილიყავი. პრინციპში, არც ეგ იყო დიდად სახარბიელო კადრი. გიგა ხომ პოტენციური პრობლემური კლიენტი იყო, რომლის დამშვიდება და დაკვალიანება ამ გოგოს კომპეტენციაში შედიოდა. დაამშვიდა კი არა, მგონი ტელეფონთან ტიროდა.

საბოლოოდ, წამყვანი დაწყნარდა და სიტყვა დასაქმების სააგენტოს წარმომდგენელს გადასცა, რომელმაც წლის შეკითხვა დასვა: “სივიში გიწერიათ, რომ რუსული საშუალოდ იცით და ინგლისური კარგად. რომელ ენას ფლობთ უკეთ?”

მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. უბრალოდ, საღოლ, რომ რადიო-სივრცეში ის ერთადერთი გადაცემაც შემაძულეთ, რომელსაც იშვიათად, მაგრამ მაინც ვუსმენდი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s