ყველაფერი ჩემ შესახებ

ჩემი მსხვერპლი

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, ამბობენ. მსხვერპლსაც გააჩნია. მაგალითად, ჩემი მეგობარი მუდმივად ყიდულობს ლამაზ, მაგრამ სასტიკად მოუხერხებელ ფეხსაცმელებს. მერე დადის გამწარებული და არ იმჩნევს, რომ ფეხები საშინლად ტკივა. ასეთ მსხვერპლს არ ვამართლებ და ყოველთვის დიდ სისულელედ მიმაჩნდა.

ეს იყო კვირამდე. კვირას კი წავედი და ვიყიდე 36 ზომა ფლეტები. ზოგადად, ფეხი 37 მაქვს, მაგრამ ეს კონკრეტული ფეხსაცმელი ერთი ზომით პატარა უფრო მომიხდა. დავიკიდე, როგორ უნდა მომიჭიროს-თქო და ვიყიდე.

მეორე დღეს სამსახურში ჩავიცვი, შევუხამე საგაზაფხულო ჟაკეტი და უამრავი კომპლიმენტიც მივიღე.

ეს იყო მესამე სართულამდე. ჩემს ოთახთან ამოსვლისთანავე ფეხმა გასიება დაიწყო, თან მარტო მარჯვენამ🙂  ისე მეტკინა, ისე, ისე, რომ იმ ჩემს მეგობარს ერთად აღებული არ ტკენია თავისი მოუხერხებელი ფეხსაცმლებით. მთელი დღე ვიდე სკამზე და საღამოს სახლისკენ წავჩოჩდი.

ორშაბათი იყო, ლექციები მქონდა, მაგრამ ამ ფლეტების კიდევ სამი საათით ტარება ყველანაირ მოთმინებას აღემატებოდა და წავჩოჩიალდი სახლში.კოჭლობით, სვენებ-სვენებით მივათრევდი მარჯვენა ფეხს. თანამშრომელი შემხვდა და იმდენად შევებრალე, რომ სახლში მიყვანა შემომთავაზა (უმანქანოდ იყო, ხელში აყვანას მიპირებდა ალბათ, შეძრწუნებული).

მოკლედ, მოვაღწიე სახლს და ოჯახის წევრების დახმარებით ძლივს გავიძრე ეს ოხერი ბალეტკა. ფეხს განგრენის ნიშნები ჰქონდა. სანამ დედაჩემი ცხელ აბაზანას მიმზადებდა აღმოვაჩინე, რომ ფორთოხალი აღარ გვქონდა და მაღაზიაში ჩასვლა გადავწყვიტე.

როგორც ჩანს, ჩემი მყესები თუ ტერფი არ იყო ამისთვის მზად და კიბეზეც ჩავგორდი, ბონუსად ^_^

ამოვცოცდი ისევ სახლში და რვა საათზე დაძინებულმა დილის ცხრაზე გავიღვიძე. ახალი ფლეტები, რა თქმა უნდა, აღარ ჩამიცვამს.

თქვენ გგონიათ, გადავაგდე? კარადის შორეულ უჯრაში ჩავდე? გასაწელად წავიღე?

არა. დღეს ისევ მაცვია ^_^ სამაგიეროდ, გამოსაცვლელები მაქვს წამოღებული და ფეხიც შეფუთული მაქვს სანტავიკებით.

მართლები ყოფილან, რომ ამბობდნენ-სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო.

ესეც ჩემი  მსხვერპლი.

 

4 thoughts on “ჩემი მსხვერპლი

  1. აა, რა მაგარია, დაძაბული ვკითხულობდი, ნეტავ რა უქნა, რა უქნა-მეთქი და ისევ მაცვიაო :დ : )))

    მე ჩემი ზომის ფეხსაცმელიც კი მტკენს ფეხს და ამიტომ სულ სანტავიკებით დავდივარ და დღეს პლიუს, ბამბებიც მოვიშველიე :დ

    აუ, მახსოვს შარშან რა მიქნა ერთმა ფეხსაცმელმა, ისე გადამძვრა კანი, შრამები დამრჩა და ეხლაც მეტყობა ქუსლს ზემოთ ორივე მხარეს:/

  2. მგონი მოვარჯულე ეს, დილიდან მაცვია, ამით მოვედი თან და ჭკვიანად იქცევა, ჯერ🙂

  3. ეჰ, 37 მქონდეს ფეხი და 36-ს ჩავიცმევდი ? :(:(:(:(
    ფეხი და ფეხსაცმელი არის ჩემი ტკივილი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მე არ ამხსოვს, რომ ფეხსაცმელი არ მიჭერდეს, მაინცდამაინც 2 ზომით დიდი თუ არ ჩავიცვი, რასაც, რა თქმა უნდა, არ ვაკეთებ. ისედაც დიდი ფეხი მაქ : (((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s