მედია პოსტები · პრობლემური პოსტები

არ მოგწონს? გადართე!

საბჭოთა პერიოდში მაყურებლები ჟურნალისტებს რედაქციაში წერილებს სწერდნენ. არ ვიცი, რას ითხოვდნენ ისინი: ახალ თემებს, ხარისხიან გადაცემებსა და სტატიებს, თუ, უბრალოდ, თავიანთ თანადგომას და სიყვარულს გამოხატავდნენ.

არც ის ვიცი, რა პასუხს იღებდნენ. იღებდნენ კი საერთოდ? იმ დროს ხომ კომუნიკაცია, შედარებით, ცალმხრივი იყო და ჟურნალისტს არ ჰქონდა იმის დრო და საშუალება, რომ ამ წერილებზე რეაგირება სათითაოდ მოეხდინა.

ახლა კი ეს ყველაფერი გაცილებით მარტივია. წამყვანი კრეფს ფეისბუქის ან ფორუმის მისამართს, შედის თავისი გადაცემის გვერდზე და სამართიან თუ უსამართლო კრიტიკას გაბუსხული პასუხობს: “არ მოგწონთ? გადართეთ!”

როგორია? გადასარევი!

იგივე ტაქტიკა შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთებში. მაგალითად, უნივერსიტეტში.

  • ლექტორი გვიწუნებს ნაშრომს და გარკვეული კორექტივები შეაქვს მასში. ჩვენ ვღშფოთდებით და პირში ვახლით: “არ მოგწონთ? სხვა ნაშრომი წაიკითხეთ!” ან “უკეთესი თავად დაწერეთ!”
  • ვატარებთ მანქანას. გვერდით გვიზის ადამიანი, რომელიც შენიშვნას გვაძლევს, რომ უყურადღებოდ დავდიართ და, აგერ, უკვე  მერამდენე საავარიო სიტუაცია შევქმენით. ჩვენ ვხტებით მანქანიდან და ვღრიალებთ:”არ მოგწონს? უკეთ შენ ატარე, ან სხვა მანქანაში გადაჯექი!”
  • ვაცხობთ ჩვენს საყვარელ ნამცხვარს, რომელსაც მუდმივად სიტკბო აკლია. გამოცდილი დიასახლისის რჩევას, რომ აწი მეტი შაქარი ვუყოთ, ნამცხვრის დახეთქებით ვპასუხობთ: “არ მოგწონს? სულ ნუ გასინჯავ!”
  • მშობლეთა კრებაზე პედაგოგის შენიშვნებს ჩვენს შვილთან დაკავშირებით აგდებულად ვპასუხობთ: “არ მოგწონთ? უკეთესები თქვენსკენ ეძებეთ!” ვხვევთ ხელს პირმშოს და უზრდელი შვილი ამაყად მიგვყავს სახლში.

მოკლედ, გვძულს და გვეზიზღება კრიტიკა. იმაზე ფიქრითაც კი არ ვიწუხებთ თავს, სამართლიანია თუ არა იგი. შეგვეწინააღმდეგენ? სხვა გზით წავიდნენ!

მე კი, როგორც ჟურნალისტს, სულ სხვა რამ მასწავლეს. იგივეს ასწავლიან მარკეტოლოგებსაც, თუ არ ვცდები: თითო დაკარგული მაყურებელი (უკმაყოფილო კლიენტი) ათ სხვა დაკარგულ მაყურებელს (უკმაყოფილო კლიენტს) უდრის. გადაცემები ხომ იმისთვის მზადდება, რომ მათ ხალხმა უყუროს. ჟურნალისტები ხომ იმისთვის შრომობენ, რომ ისინი ხალხს უყვარდეს და თავისიანად თვლიდნენ. არხი ხომ იმისთვის არსებობს, რომ რეიტინგული იყოს და მაყურებლები მისი ლოგოს დანახვაზე გადასართველად პულტს არ ეძებდნენ.

მაშინ, რატომ ხდება ყველაფერი პირიქით? რატომ ეშლებათ ჟურნალისტებს ნერვები უმცირეს კრიტიკაზეც კი და ეგრევე სხვა არხის ყურებისკენ რატომ მოგვიწოდებენ?

მე, პირადად, რამდენიმე მათგანის რჩევა დიდი ხანია, რაც გავითვალისწინე და, ვინაიდან, გადასართველი არხი ფიზიკურად აღარ დამრჩა, ტელევიზორს საერთოდ აღარ ვუყურებ.

6 thoughts on “არ მოგწონს? გადართე!

  1. იმიტომ, რომ კონკრეტული გადაცემის რეიტინგით მათი ხელფასი არ განისაზღვრება🙂

  2. ამ ჩამოთვლილ ყველა მაგალითს ალბათ თავისი ინდივიდუალურ მიზეზთა წყება აქვს. თუმცა ჩემი აზრით ამ მიზეზების გაერთიანება შეიძლება 2 მთავარ მიზეზთა ჯგუფად:

    1. კრიტიკის აუტანლობა – წინადადება შემომაქვს დავარქვათ ამას რაიმე სამედიცინო ტერმინი და დავაპატენტოთ, როგორც დაავადება :)))

    2. რეალური კონკურენციის არ არსებობა რიგ შემთხვევებში

    მედიის შემთხვევაში ჩემი აზრით ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ რეალური კონკურენცია არ არსებობს მედია სივრცეში და ეს ადამიანები იმდენად თავისუფლად გრძნობენ თავს რომ კრიტიკის აუტანლობა კი აღარ სჭირთ არამედ კრიტიკა სულ ცალ ფეხზე კიდიათ!! ეს ვითომ ,,მოგებაზე ორიენტირებული” ტელევიზიები ხომ რეალურად მხოლოდ სულ სხვა რამეზე არიან ორიენტირებულნი და შესაბამისად იქ ცადებული ,,საეჭვო წარმოშობის” კაპიტალის მთავარი მიზანიც სულ სხვაა ვიდრე მატერიალური მოგების მიღება და ამისათვის სხვებთან კონკურენცია. შესაბამისად ასეთი სქემა კონკურენციას ძირეულად გამორიცხავს.. …, სწორედ ამიტომაც ხელში გვრჩება გაბლატავებული, ,,სვეცკი” ე.წ.,,ჟურნალისტი”, რომელსაც ხელფასს მაინც გადაუხდიან იმისდა მიუხედავად მისი გადაცემა საზოგადეობას მოსწონს თუ არა, იმიტომ რომ ეს გადაცემა ზუსტად ემსახურება იმ მიზანს რისთვისაც მას ხელფასს უხდიან. რამდენად შეიძლება ამ ადამიანს ვუწოდოთ ჟურნალისტი, ეს უკვე სხვა საკითხია..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s