Fashion as I see it

ჩემი საგაზაფხულო ტრენდები

მგონი, გვეშველა და დათბა. უკან მოვიტოვეთ თებერვალ-მარტის წვიმიანი და უსიამოვნო ამინდები.

(იმედი მაქვს, ქალბატონი მარტი ამ სიტყვებს შემარჩენს და საპირისპიროს დასამტკიცებლად ხვალ ჭყაპით და ნაცრისფერი ქარით არ გამაღვიძებს).

გაზაფხულის მოსვლა გარდერობის შეცვლასთან, განახლებასთან და შემსუბუქებასთან არის დაკავშირებული. მე, პირადად, ყველაზე დიდი მოუთმენლობით ფლეტებისა და თრენჩების (იგივე ბალეტკებისა და პლაშების) სეზონს ველოდები. ასე ძალიან არც ზამთრის სიმპატიური მანტოები და არც ზაფხულის სიფრიფანა სარაფნები არ მიყვარს. ჩემი სურვილი რომ იყოს, სიამოვნებით ვიცხოვრებდი ისეთ ქვეყანაში, სადაც სულ გაზაფხულია და არც სიცივე და არც სიცხე არ გაწუხებს.

თრენჩებს შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ, ახლა კი გაჩვენებთ იმ ფლეტებს, რომელთა დანახვაზეც გული მიმდის და რომლებსაც სიამოვნებით ჩავიცვამდი ახლავე, ამ წუთასაც კი (იატაკზე ვზივარ, პიჟამოებით)!

ეს წყვილი ყველაზე ძალიან მინდა. ფორთოხლისფერ/სტაფილოსფერ/ნარინჯისფერი ჩემი ბოლო გატაცებაა. ჯერჯერობით, მხოლოდ ოთახი მაქვს ამ ფერებში გადაწყვეტილი. სიამოვნებით განვაახლებ გარდერობს ამ ფერით:

 

ჩემი მეორე უსაყვარლესი ფერი მწვანეა. ისე, არც მინახავს ადამიანი, რომელსაც იგი არ უყვარს. მიუხედავად ამისა მწამს, რომ სიმწვანის სიყვარულში ვერავინ შემედრება:

ფერადები ^_^

მართალია,  ახლა ლეოპარდისა და მთელი ჯუნგლის პრინტებია მოდაში და ზოლები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მე მაინც ეს მეზღვაურული ფეხსაცმელი უფრო მომწონს❤

ნუ, კლასიკურად შავი ფლეტები:

მინდიხართ, ცხრავე😦

5 thoughts on “ჩემი საგაზაფხულო ტრენდები

  1. რა კარგებია ყველა, ეხლა მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მეც ე.წ ‘ბალეტკები’ მომწონს. ადვილი სასიარულოა და ფეხზე ძალიან ლამაზია. ნუ, ქუსლიან ფეხსაცმელსაც თავის პეწი აქვს, მაგრამ ყოველდღიურად რა ჯობია ამათ❤

    ნატ, მიყვარს შენი ასეთი პოსტები ძალიან🙂

  2. მეც მინდა ^_^ უი, ჰო, 6პმ-ს მოუხერხე რამე? თუ ჯერ არ გამოგიწერია, არ გინდა შემოგიამხანაგდე და შემოგეკედლო? : )) გუშინ რამდენიმე ფეხსაცმელს დაავდგი თვალი❤

  3. აღარც მიცდია, დამაწყვიტა ნერვები:( არადა, რამდენი რამე მომწონდა

  4. ეჰ, სამწუხაროა😦 მეც ბევრი რამე მომეწონა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s