ყველაფერი ჩემ შესახებ

და

ახლა რომ მითხრას ვინმემ, ერთ სურვილს აგისრულებ და რაც გინდა მთხოვეო, წამში ათას სისულელეს გავიფიქრებ და რომელიმეს დავაბრეხვებ. საღ გონებაზე კი ერთ რამეს ვინატრებდი:უფროს დას.

ალბათ, ეს ნატვრა იმიტომაცაა ასე ძლიერი, რომ შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა. მეტყვით, შეუძლებელი არაფერია და ოდესმე შეიძლება დაც გამოგეცხადოს და მისი არსებობის შესახებ გაიგოო.

არა, მეგობრებო.  დასთან ერთად უნდა გაიზარდო, ითამაშო, სათამაშოები ვერ გაიყო. მოგვიანებით, მისი ტანსაცმელები უნდა ჩაიცვა, გვერდი-გვერდ ლოგინებში იძინო, საერთო ოჯახური პრობლემები გაიზიარო, ეჯუჯღუნო, რომ კომპიუტერთან დაგსვას, იუკადრისო მისი რჩევები და მის შეყვარებულებს შიშით უყურო: მათ გამო ხომ ერთ დღესაც დილით მარტო გაიღვიძებთ  და დას მხოლოდ  კვირაობით, ან შაბათობით ნახავთ. ნუ, აქაც არის გამონაკლისი, როცა შებერებული დები ცხელი ჩაისა და ძველი მაგიდის ფონზე ერთმანეთს მისჩერებიან და უმტკიცებენ, რომ ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზები  და  პერსპექტიულები იყვნენ. მაგრამ, რა საჭიროა ახლა აქ ეს გამონაკლისი? : )

არ ვიცი, რას გრძობენ დები. აფასებენ თუ არა იმ ბედნიერებას, რაც აქვთ?  არა, რეალურად გრძნობენ იმ ძლიერ და უწყვეტ კავშირს? ან არის თუ არა ეს კავშირი ისეთი ღირებული და მყარი, როგორიც მე მგონია? ესმით თუ არა მათ ერთმანეთის ისე, როგორც მე მგონია, რომ ჩემს დას გავუგებდი?

დედისერთებზე ამბობენ, რომ ეგოისტები არიან. მე კი ვფიქრობ, რომ დედისერთები მარტოსული ხალხია. ბავშვობაში საკუთარ თავთან მოთამაშე, მოგვიანებით მეგობრებით სავსე, მაგრამ მაინც მარტოსული.  სწორედ ამიტომ, ვინმემ  რომ მითხრას, ერთ სურვილს აგისრულებო, უფროს დას ვინატრებდი.

p.s.არც უმცროსზე ვიტყოდი უარს.

One thought on “და

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s