ყველაფერი ჩემ შესახებ

What do you think of a lovely Sunday?

არ ვიცი რისი ბრალია-ასაკის, სტრესის თუ ამინდების, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა შაბათ-კვირას ყველაზე გემრიელად სახლში ვატარებ. ორ საათამდე ძილი, ხალათით ბოდიალი, ფილმების ყურება, კითხვა, ისევ ძილი და ისევ ფილმები-ასე გამოიყურება ჩემი ვიკენდი. მოსაწყენად ჟღერს, არა? მაგრამ ჩემი ყველაზე ქლაბერი თანამშრომლებიც იგივეს ამბობენ: სრული სამუშაო დღეების შემდეგ პენსიონერული დასვენების გარდა არაფერი არ უნდათ.  მე კი სამსახურის გარდა კურსებზე და შეყვარებულთან ერთადაც დავდივარ, ამიტომ, სახლში 11 საათამდე მაინც ვერ შემოვდივარ და მერე ეგრევე ლოგინში მივძვრები. არ მრჩება იმის დრო, რომ ოთახი მივალაგო, ტანსაცმელი გადავარჩიო, დედაჩემთან ვიურთიერთო და, უბრალოდ, სახლში ვიყო!

ამიტომ, ძალიან შემიყვარდა შაბათ-კვირა. უფრო მეტად, ვიდრე სკოლაში ან უნივერსიტეტში მიყვარდა. ორი ძვირფასი, საყვარელი დღე (შაბათი უფრო). შაბათს შეგიძლია წვრილ-წვრილი საქმეები მოითავო (მაღაზიებში გახვიდე, გადასახადები გადაიხადო, წარბები გაიკეთო ან თმა შეიჭრა), კვირას კი ი უ ს ა ქ მ უ რ ო

დღეს კვირაა. პირველ საათზე გავიღვიძე.  მივირთვი ყველიანი პილმენები, პამიდორში შემწვარი კვერცხი, რამდენიმე ფორთოხალი, ქათმის სალათი და შოკოლადი. დავლიე შინდის წვენის რამდენიმე ჭიქა და რძიანი ყავა. დავწერე ორი პოსტი. ვუყურე აგლი ბეტის ოთხ სერიას. წავიკითხე Living dead in Dallas-ის ორი თავი. დავათვალიერე ინტერნეტ-მაღაზიები. დავახარისხე ფურცლები და დიპლომი კედელზე გავაკარი.  ახლა აბაზანაში შევალ და ცხელ წყალში იქამდე ვიწვები, სანამ არ გაცივდება და არ ჩამეძინება. გამოვალ, ხვალისთვის ჩასაცმელ ტანსაცმელს გადმოვალაგებ და დავიძინებ.

ხვალიდან კი მომდევნო შაბათ-კვირას დაველოდები : )

p.s. როდის მოვა მზე და გაზაფხული  : (

2 thoughts on “What do you think of a lovely Sunday?

  1. რა კარგია ასე შაბათ–კვირობა ზოგჯერ, სახლში ბოდიალი, თბილად და თავისუფლად, პიჟამოებით… მომენატრა ეს ბლოგი თურმე.

  2. სოფი :*
    ხვალ დედის დღეა და დასვენებაა: დუეტში ვიბოდიალებთ სახლში🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s