Fashion as I see it

ქალური პოსტი

მამაკაცთა უმრავლესობა აღიარებს, რომ ქალი შარვალზე მეტად კაბაში გამოწყობილი მოსწონს.  მიუხედავად ამ საქვეყნოდ აღიარებული ფაქტისა, მდედრობითი სქესი კაბებს სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეტანება. რა არის ამის მიზეზი?  მოუხერხებლობა, მწირი არჩევანი, პრობლემური ფიგურა თუ სხვა? წყვეტს თუ არა შარვალი ჩვენს ყველა ამ მტკივნეულ პრობლემას?

თავად ძალიან ცოტა ქვედაბოლო თუ კაბა მაქვს. უნდა ვაღიარო: ამ უკანასკნელს მხოლოდ რაიმე ღირსშესასნიშნავი მოვლენისთვის ვყიდულობ. აზრადაც არ მომდის, რომ კაბა ცხოვრების სტილად ვაქციო და ამით შევუერთდე ჩემს წინაპარ ქალთა  არმიას : )

დღეს ინტერნეტში ძრომიალისას ერთ ძალიან საინტერესო და კარგ მაღაზიას გადავაწყდი (მისამართს მოგვიანებით გაგიმხელთ). მაუსმა კაბების განყოფილებას თავისით დააკლიკა და მეც 32 გვერდი ისე დავათვალიერე, რომ ვერც გავიგე. ამ საიტზე სწორედ ისეთი კაბებია, მე რომ მომწონს: ყოველდღიური, მრავალფუნქციური, სადა, რეტრო სტილის, ბაფთებით… რამდენიმე მათგანს სიამოვნებით ჩავიცვამდი სამსახურში. თუნდაც, ამას:

ან, კლასიკური შავ/თეთრის საოფისე ვარიანტში-ამას:

ოფისისთვის ეს კაბაც გამოდგებოდა. რას ჰქვია გამოდგებოდა, ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა:

რა დასანანია, რომ საქართველოში dance-floor არ არის. ჩვეულებრივი, კლუბური დისკოთეკა კი არა. აი ისეთი, ძველ ამერიკულ ფილმებში რომ გვაქვს ნანახი. ნახეთ ეს წითელი კაბა და მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ. დახვეული თმა, წითელივე პომადა და ფრიალა კაბა-იცეკვე მთელი ღამე!

ვაგრძელებ წითლის თემატიკას. ძალიან ბევრ ქალს წითელი არ უყვარს, ან თვლის, რომ არ უხდება. ჩემი აზრით, წითელზე ქალური ფერი არ არსებობს. წითელი კაბა ყურადღების ცენტრში გაქცევს, ყველას აიძულებს-შეგამჩნიონ. ზოგიერთი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წითელი აღმგზნები ფერია და ა.შ. მაგრამ, რამდენადაც მომგებიანი ფერია წითელი, იმდენად რთულია მისი გემოვნებით ჩაცმა და აქსესუარებისა თუ ადგილის შეხამება. ეს წითელი კაბა შეგიძლიათ პაემანზეც ჩაიცვათ, წიგნის პრეზენტაციაზეც და დაბადების დღეზეც:

მაგრამ განსაკუთრებული მოვლენები ყოველდღე ხომ არ ხდება? როგორც წესი, დილით ვდგებით, ვიღებთ ჯინსს, მაისურს და გავდივართ გარეთ. რა მოხდება, რომ ამ ტანსაცმელების მაგივრად აი, ეს კაბები ჩავიცვათ, შევუხამოთ “ბალეტკები” და კიბეებზე ხტუნვა-ხტუნვით ჩავირბინოთ?


თუკი ცივა, ეს კაბა იდეალურია, ძალიან მომწონს❤

პოსტის დასაწყისში აღვნიშნე, რომ რეტროს სტილის კაბები მომწონს. არასდროს მცმია, არც მქონია, მაგრამ მათ დანახვაზე სხვანაირად მიცემს გული, ალბათ წინა ცხოვრებაში ორმოცდაათიან წლებში ვცხოვრობდი, ამერიკელი დიასახლისი ვიყავი და ასეთ კაბებში გამოწყობილი თმებს ყოველ დილას ვიხვევდი🙂

თუკი მუხლამდე კაბები არ  მოგწონთ, მაშინ გრძელის ჩაცმა შეიძლება. მაქსი კაბების არჩევანი, როგორც წესი, შეზღუდულია, მაგრამ ეს შოკოლადისფერი კაბა მე ძალიან მომეწონა. დაბალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად დღეს კომფორტულად და სასიამოვნოდ გაგატარებინებთ:

გამომსასვლელად, პირადად მე, ამ კაბებს ავირჩევდი:

უბრალო კაბებია, მაგრამ ჩემი სტილი.

აქვე, პოსტის ბოლოს მინდა გაგანდოთ საიტი, სადაც ეს ყველაფერი ვნახე: www.modcloth.com

5 thoughts on “ქალური პოსტი

  1. აააააა!❤ ყველა მომეწონა მგონი და რომ შემეძლოს, დაუფიქრებლად შევიძენდი. და საერთოდ ვთვლი, რომ კაბაში მართლა სხვანაირად გრძნობ თავს/გამოიყურები.

  2. კი კაბაში სულ სხვა შეგრძნებაა
    და მიხარია რომ ჩწემს გარდერობში უმეტესი ადგილი კაბებს უჭირავს! ტაკ დერჟატ–უნდა ვუთხრა ცემს თავს
    კიდე იმდენი კაბა მინდა, ეჰჰ მაგრამ სადაა…😦

  3. მშვენიერი გემოვნება გაქვს..
    აქედან რამდენიმეს დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი.. ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s