უაზრო პოსტები

Fuck Yeah Scandinavian Men

ინტერნეტში არსებობს საიტი საკმაოდ პროვოკაციული სათაურით: Fuck yeah Scandinavian men!!! საიტის ავტორებს ვეთანხმები და ვაცხადებ, რომ სკანდინავიელი მამაკაცები ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამრები არიან ევროპაში. მაღალი, ქერა, უბანჯგვლო, გამოკვეთილად ცივი ნაკვთები… მმმ ❤
ეს ყველაფერი იქით იყოს და რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბავშვობის და ახალგაზრდობის სიყვარული ყველა სკანდინავიელი იყო 🙂 🙂 პრინციპში, არც ერთი არაა განსაკუთრებული გარეგნობით გამორჩეული (გარდა უკანასკნელისა), მაგრამ აი რაღაც იზიუმინკა ნამდვილად აქვთ.

ყველაფერი ლაურით დაიწყო. ჩემს ერთ-ერთ წინა პოსტში გაკვრით ვახსენე ეს ადამიანი. საკმაოდ დიდი ხანი ვიწვალე მისი სახელის გასაგებად. ბოლოს, ერთ-ერთ რუსულ ჟურნალში ამოვიკითხე, რომ მას რთულად დასამახსოვრებელი სახელი და გვარი ერქვა. ღმერთმა იცის, თუ როგორ გამოითქმის მისი სახელი ფინურად, ქართულად კი ლაური ილონენი დავარქვი.

Cutie : )
მისი ცნობილი ტატუ

ეს კი ლაური და ჩემი შემდეგი გატაცება-ვილე

ვილე ვალო ლაურისგან გავიცანი 🙂 ისიც ცივი ფინეთიდანაა და საკმაოდ სპეციფიური გარეგნობა და იმიჯი აქვს. მის აღნაგობას სიტყვა skinny ყველაზე მეტად უხდება. ცარიელი ძვლები, უამრავი ტატუ და ჩაშავებული თვალები-ჩემი ძველი სიყვარული ❤


ვილეს ალექსი ლაიჰო მოჰყვა. წინა ორი კიდევ მესმის, მაგრამ ჩემს ამ გატაცებას ნამდვილად ვეღარ ვხსნი 🙂

ლაიჰოს ყველაზე ცნობილი ფოტო

ბოლოს შვედზე შევჩერი. ეს ადამიანი მილიონჯერ მყავს ნახსენები ამ ბლოგზე და, ამიტომ, უბრალოდ წარმოგიდგენთ: ალეკო

ჩემი ყველაზე სწორი არჩევანი 🙂

ნორვეგიელი და დანიელი მამაკაცები რიგში ჩადგნენ ;;)

Advertisements

4 thoughts on “Fuck Yeah Scandinavian Men

  1. ეჰ, მე ჩემთანაც ვაღიარე, რომ მიუხედავად ამდენი ამერიკელი “კრასავჩიკებისა”, შვედური ხიბლი მაინც სხვაა 🙂 ვილეზე და ლოურენზე რა გითხრა, მაგრამ აი ალექსი მმმმმმმმ

  2. ვილე და ლაური ახალგაზრდობაა 🙂 მეც ვერ ვხვდები, რა მიზიდავდა მაშინ. რომელ ალექსზე ამბობ? ალეკო?:)

  3. ჰო ქართული ინტერპეტაციით ალეკო 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s