უაზრო პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

my story

ყველაფერი ექვსი წლის წინ დაიწყო.

ექვსი წლის წინ კი თექვსმეტის ვიყავი, ახლად გარდატეხილი და, ფაქტობრივად, სუფთა ფურცელი. საერთოდ,  თექვსმეტი წელი ყველაზე რთული ასაკია: გიჩნდება ამბიცია, რომ დიდი ხარ, არ იცი საით წახვიდე, არ იცი რითი დაიწყო ახალი ცხოვრება და, საერთოდ, როგორი იყო.

ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობდი თავს. სკოლა უკან იყო დარჩენილი ( მე თერთმეტწლიანების წარმომადგენელი ვარ, ყვავის ხნის), წინ აბიტურიენტობა, შუაში კიდევ გაოცებული მე, რომელიც ცხოვრების აზრზე ნელ-ნელა მოდიოდა.

ამ ამბავს პატარა პრე-ისტორიაც სჭირდება. დავიბადე თბილისის ყველაზე პერო უბანში და დავამთავრე იგივენაირი სკოლა. ჩვენი ტომის არ იყოს, სულ what the hell I’m doing here/I don’t belong here მტანჯავდა. ვერასდროს ვეწერებოდი ძირითად შემადგენლობაში. პრინციპში, ასეთი შემადგენლობა ჩვენს კლასს არც ჰქონდა. ყველა თავისთვის ტაკოობდა და ამით გაჰყავდათ წლები. მე კიდევ ეს ყველაფერი არც მინდოდა, არც შემეძლო და არც ალტერნატივა მქონდა.

 

სკოლის ბოლო წელია, მე თექვსმეტი წლის ვარ და კლასში მარტო მე ვიღებავ თვალებს და ვატარებ შავ მანიკიურს. ეს ჩემი ერთგვარი პროტესტი იყო, ერთფეროვნების და ტრაკშიპეროს წინააღმდეგ მიმართული.  ჩემს რაღაჩნაირობას ხელს ჩემი ერთ-ერთი საგნის პედაგოგიც უწყობდა, რომელმაც ასევე რაღაჩნაირი ბიჭი გამაცნო, რომელიც არ ინტერესდებოდა ქუჩით, დანებით, შუბლზე ჩამოშლილი ჩოლკებით და თავის დერზკული აქნევებით.

არ ინტერესდებოდა რა, სად შეეძლო-მხრებამდე თმებით, გრძელი, დასერილი თითებით დადიოდა და სულ ერთ ადგილზე ეკიდა ყველა ის ღირებულება, რასაც ჩემი კლასი და გარშემო საზოგადოება ეყრდნობოდა.  თექვსმეტი წელი, არეული ტვინი და ასეთი ბიჭი-ჩემთვის მეტი არაფერი არ იყო საჭირო. მოკლედ, გადავირიე.

მაშინ თბილისში ინტერნეტი ერთეულებს ჰქონდათ.  მე , ყოველ შემთხვევაში, კომპიუტერიც არ მქონდა.  რუსულ ემტივის ვუყურებდი და მათი ცხოვრებით ვცხოვრობდი.  ერთხელაც, რასმუსის პირველი კლიპი ვნახე (ჯერ კიდევ სკოლაში). ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, ერთი ნახვით გატაცება და გაჭედვა. მივხვდი, თუ როგორ უნდა მეწერა ჩემს ცარიელ ფურცელზე და წერა შავი ფერის კალმით დავიწყე. შემდეგ იყო დისკები, ცენტრი, საყვარელი კლიპის ლოდინი, კადრ-კადრ დაზეპირება, სხვა გრძელთმიანი ბავშვების გაცნობა და ასე. სასაცილოა, არა? ეს ხომ ექვსი წლის წინ ხდებოდა, უფრო მეტი : )

სად იყო მაშინ ამდენი შავ-მანიკიურიანი ადამიანი? და მეც ლაღად მჯეროდა, რომ პეროებს გამოვეყავი და ჩემი ადგილი ვიპოვე. ასე ვაკმაყოფილებდი საკუთარ ეგოს. ცოტა რთული იყო ჩემი ახალაღმოჩენილი სამყაროს და მეექვსე საუკუნეში აღმოჩენილი ლიტერატურული ძეგლების შეთავსება, მაგრამ ვუძლებდი. და ჩავაბარე, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე წელს უკვე სტუდენტი ვიყავი, ძალიან გრძელი თმებით და ჯერ კიდევ ბავშვობის იდოლოგიით.

გავიდა წლები. დიდი არაფერი, სულ რამდენიმე, მაგრამ ჩემი ასაკის პროპორციულად-ბევრი.  თმაც შევიჭერი, ფრჩხილებიც გადავიღებე და აღარც კეტებს ვატარებ. იმასც მივხვდი, რომ არ არის აუცილებელი ვინმესგან მკვეთრად გამოირჩეოდე და პიროვნებად  ყველანაირი გარეშე მორთულობების გარეშეც შეიძლება  ჩამოყალიბდე.  მუსიკალური გემოვნებაც ბევრჯერ შემეცვალა, რადიკალურადაც, მაგრამ იმ კლიპის დანახვაზე გული ისევ მიჩქროლდება და ამ ჯგუფებს გულგრილად ვერ ვუსმენ : )

აი, ასე-ერთ დილას ჩართულმა კლიპმა ასე შემცვალა და ცხოვრების ძალიან ლამაზი და საყვარელი პერიოდი მაჩუქა : )

 

4 thoughts on “my story

  1. მეგონა ჩემს დაწერილ პოსტს ვკითხულობდი😀

    ეგ პერიოდი მაქვს მეც გავლილი, მაგრამ 5 წლის წინ🙂 პროტესტები, შავი ლაქი, ჯაჭვები, პირსინგები… და რასმუსი🙂 მეც ზუსტად შენსავით ველოდებოდი მათ კლიპებს🙂

    ახლა კომპიუტერი მაქვს და აღარც კლიპებს ველოდები, აღარც არაფერს… კაი დრო იყო🙂 და კარგი პოსტი😉

  2. დიდი მადლობა : ) გეთანხმები, ერთ-ერთი ტკბილი პერიოდი იყო, თავისი მწარე რაღაცებით : ))

  3. ჰო, რაღაცები შესაცვლელია, თორემ ისე მე ვარ.
    უბრალოდ, მე ეგ პერიოდი 12-13 წლის ასაკში გადავიტანე, ჰეჰე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s