პრობლემური პოსტები

იძებნება სამსახური

რამდენიმე დღის წინ ერთ–ერთი ბანკის მიერ გამოცხადებულ ტესტირებაზე ვიყავი. ცოტა არ იყოს და, ვინაგლე–უმუშევრობის პიკში ორი სამსახური მომინდა! შესაძლებლობა იყოს და სამსაც ავიტან, მაგრამ სადაა? მოკლედ, ამაზე მერე.  ამ გრძელ მონოლოგს ის რიგი გვაშორებს, რომელიც ბანკის კართან დამხვდა. ორმოცამდე ახალგაზრდა მორჩილად იდგა და თავის რიგს უცდიდა. ვინ აღარ შემხვდა აქ: ჯგუფელები (“აბა ჟურნალისტიკაში არაფერია და იქნებ აქ გამოგვივიდეს”) , ყოფილი კოლეგები, “დუბლიორის”  ძველი მონაწილე (“ჩემს რადიოში ახალი უფროსი მოვიდა და ძველები ყველა გამოგვიშვეს”), კლასელის და (“წინა წელს შემცირებაში მოვყევი და იქნებ ახლა მიმიღონ”) და  ა.შ.

ვაკანსია უმნიშვნელო იყო, ყველანაირ პრივილეგიებსა და წოდებებს მოკლებული.  და უცებ ძალიან შემეშინდა. სად უნდა წაიღს, რა უნდა უყოს ქვეყანამ ამდენ უმუშევარ ადამიანს?  სად ჯანდაბიდან ამოთხარონ  ახალგაზრდებმა სამუშაო ადგილები? სად უნდა გაყიდონ ის ცოდნა, რომლის ყიდვაც ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ თანხებთან არის  კავშირში?

By the way, თანხების შესახებ: დღეს მაკდონალდსში ჩემი კლასელი შემხვდა, კავკასიის ბიზნეს სკოლა დაამთავრა და უმუშევარი დახეტიალობს. წარმოგიდგენიათ რამდენი ათასი ლარი აქვს ჩაყრილი? და რაში? ა ლა სი ეს ბი?

შემცირება ქართველისთვის ყველაზე საზარელ სიტყვად იქცა.  გაიგებ “კადრების შემცირებას” და გრძნობ, როგორ გეყინება სისხლი ძარღვებში და როგორ დგება თმა ყალყზე.  წინა წლებთან შედარებით, ეს ფრაზა გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო: სტატისტიკის დეპარტამენტის  მონაცემებით, რიცხვი იზრდება. ეს რაც წერია. რაც არა?

ტესტირებაზე ერთად შეგვიყვანეს. ყველა ნერვიულად წერდა. დრო მცირე იყო, მაგალითები ბევრი. მალე მოვრჩი და სხვებს დავუწყე თვალიერება: სამკვდრო–სასიცოცხლო სახეებით იყვანდნენ ამოცანებს.

მე უფრო მაღალი ქულა მივიღე, ვიდრე ჩემმა დუბლიორელმა. მე დამირეკეს, მას–არა.

გასაურებაზე აღარ მივედი. მე ერთიც მეყოფა. უმუშევართა არმიას მინუს ხუთი ადამიანი. ჩვენს პირობებში  მშვენიალურია!

2 thoughts on “იძებნება სამსახური

  1. აქ ალბათ უნდა დამეწერა – ცხოვრება ომია, მიდი, მიაწექი, დაახრჩე, თავზე გადაუარე…
    მაგრამ არ დავწერ.
    თან (საკუთარი გამოცდილებიდან) ბანკირობა ძალიან მოსაწყენია და უამრავი რომ უფშტვენს ისეთი კლიენტი ნერვებს გიშლის.

  2. “ჟურნალისტიკაში არაფერია და იქნებ აქ გამოგვივიდეს”– როგორ მომხდა გულზე😦. ჩემი ჟურნალისტი მეგობრებიც მაგ დღეში არიან:(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s