უაზრო პოსტები

მე ვარ მე. შენ ხარ შენ?

ადამიანები საკუთარ თავს ძალიან ცუდად ვიცნობთ.  თითქოს მარტო ბიოგრაფიითა და ზერელე პიროვნული დახასიათებებით შემოვიფარგლებით. არადა, ვინ იცის რა ხდება იქ, სიღრმეში. ოდესმე მოგისმენიათ თუ არა თქვენი შინაგანი მე–სთვის? დამჯდარხართ სიწყნარეში, დაგიხჭავთ თვალები და შეგიგრძნიათ თქვენი ეგოს ფუთფუთი?  ჩაგიხედავთ სარკეში და გიკითხავთ აზრი ორეულისთვის?

არა, არ ვაკეთებთ ასე. არ ვცდილობთ გავიცნოთ ის ადამიანი, ვის სახელსაც ვატარებთ. ამიტომ ვეტანებით ჰოროსკოპებს. ჩინური, ინდური, აღმოსავლური, დასავლური… არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ფურცლებიდან კითხულობდე, თუ ვინ ხარ შენ, რა გწყინს და რა გიხარია.

არის თუ არა ადამიანი ინდივიდი? თუ ყველა 12 ჯგუფად ვიყოფით და  მსგავსები ვართ? რატომ უნდა  ვეწყობოდე მე ტყუპებს და არა კუროს, მაგალითად, როცა არც კუროები არიან მუდამ მეოცნებენი და არც მე ვარ ხელოვანი?

რამდენიმე დღის წინ ასტროლოგი შემხვდა. ჰო, შემხვდა : ) და ჩემ შესახებ ერთი–ორი ფაქტი მითხრა. თავიდან ავღელდი, ავჩქროლდი და ავცანცარდი. მერე გავაცნობიერე, რომ ეს ფაქტები ყველასთვის ახლობლურია. მისი საუბრიდან მხოლოდ ერთი რამ დამამახსოვრდა: ენდე საკუთარ თავს და შინაგან მეს. არ აყვე სხვის რჩევას, თუკი ეს შენს გონებას და გულს ეწინააღმდეგება.

ეს ხომ მე ვარ! ყოველთვის სხვის რჩევაზე დამოკიდებული და ასეთი მერყევი. ბოლო ერთი კვირაა ვაკეთებ იმას, რასაც საკუთარი მე მკარნახობს.

გვესმოდეს საკუთარი თავის : )

პ.ს. ეს პოსტი სავსებით სამართლიანად მოხვდა კატეგორიაში “პეპლები თავში”

One thought on “მე ვარ მე. შენ ხარ შენ?

  1. ყველა რომ ასე იქცეოდეს – საკუთარ თავს და გულს უსმენდეს, როგორი ინდივიდუალური და განსხვავებეულები ვიქნებოდით🙂 არადა, ყველას უნდა რომ იყოს სხვებისგან განსხვავებული, ათასგვარად ცდილობს და ბოლოს მაინც ერთმანეთს ემსგავსებიან ხოლმე. არადა რეცეპტი რა მარტივია – ის რაც ამ პოსტის სათაურშია, იყავი უბრალოდ შენ🙂

    კარგი პოსტი იყო ნატ, ფრიად დამაფიქრებელი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s