პრობლემური პოსტები

მინდა და ვთხრი!

ზეგ გამოცდაა. ზეგ არა–ხვალ. მაქვს უზომო რაოდენობის ქსეროქსი და საკმაოდ მოსაწყენი პოლიტიკური თეორიები.  ვჯდები სავარძელში, გარშემო წიგნები მაქვს დალაგებული და ვცდილობ ამ ყველაფრის წაკითხვასა და სწავლას.ვ ცდილობ ერთია, რამდენად გამომდის–მეორე. საქმე იმაშია, რომ ჩემი ფანჯრების იქით ორი სტაფილოსფერჟილეტიანი ადამიანი “ასფალტს”  დიდი მონდომებით ბურღავს.  ბურღი ხმას ჩემს ნერვებს აყოლებს: ისტერიკამდე რომ ვარ მისული ზუსტად მაშინ აღწევს პიკს და არანორმალურად ღმუის.

გადავირიე. და დავფიქრდი: რა უნდა მოიმოქმედოს მოქალაქემ ასეთ დროს : ) მაქვს ჩემი პირადი სივრცე, დრო და საქმე:  კანონიერად და სამართლიანად.  ამ ყველაფრის გამოყენებაში ხელს სასტიკად მიშლის გარეთა ხმაური. ხომ უნდა არსებობდეს რაიმე პრევენციული ზომები?

არა, არ არსებობს. მათ თავისი საქმე აქვთ და უნდა დაამთავრონ. მე რომ ჩემი საქმე მაქვს და ხვალ დიდი მსუქანი გამოცდა მელოდება–ეგ არაფერი.  ავდექი, დავხურე ყველა ფანჯარა (სახლში საუნის ეფექტი დადგა), კარი და შევიკეტე სააბაზანოში, მოვუშვი ყველა ონკანი და დავიწყე პოლიტიკური თეორიების კითხვა. კომფორტი და სავარძელი არა შაშვი!

იქნებ საშინლად ჭირვეული ბავშვი მყავს და ხმაურზე ეღვიძება? საინტერესოა, როგორ იქცევიან ახალგაზრდა დედები ასეთ დროს : |

5 thoughts on “მინდა და ვთხრი!

  1. au, analogiuri shemtxveva mqonda mec ramdenime dgis win, 2 mezobeli aketebda remonts da mravalxmian svarkas vusmendit mteli samezoblo, sashineleba iko, saxlshi kopna agar mindoda…

  2. შენს დღეში ვარ აგერ უკვე 1კვირაა, მეტიც უფრო, გვერდით მეზობელი რემონტს აკეთებს წინა კორპუსში კიდევ რას ანგრევენ და აშენებენ არ ვიცი, დაღამებამდე ბურღი და”სვარკა” აქვთ ჩართული :@

    პ.ს კიდევ კარგი არაჭირვეული ბავშვი მყავს :დ

  3. იქნებ საშინლად ჭირვეული ბავშვი მყავს და ხმაურზე ეღვიძება? საინტერესოა, როგორ იქცევიან ახალგაზრდა დედები ასეთ დროს : |

    vikis telefonis xmaze
    vcdilob Sevabrunebino xolme

  4. ეეე, უყურე შენ, თურმე ადრეც ვსტუმრობდი შენს ბლოგს : ))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s