უნივერსიტეტი

I <3 TSU (?)

ჩემს კატეგორიებში არის ერთი ასეთი: “უნივერსიტეტი :|”

ეს სმაილი ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემი უნივერსიტეტისადმი დამოკიდებულებას : )

რამდენიმე თვის წინ ვფიქრობდი, რომ გავიდოდა დრო და ამ კატეგორიაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, აღარაფერი დაიწერებოდა: მე იქ აღარ ვისწავლიდი. და ეს დროც მოვიდა. დღეს ბოლო ლექცია მქონდა და თსუ–ს ბეჭდური მედიით დავემშვიდობე (ბედის ირონიაა, ვერ ვიტან პრესას).  კიბეზე მესამეკურსელები შემხვდნენ. “გული არ გწყდება?” და აცრემლებული თვალები. მთელი დღეა ვცდილობ ჩემში სენტიმენტები ვიპოვო, მაგრამ არ გამომდის. მაქსიმუმ სიხარულის ცრემლები გადმოვყარო🙂

რა ვქნა, არ მიყვარდა უნივერსიტეტი, არასდროს. ვერც იმას ვიტყვი, საოცარი სტუნდეტური წლები გავატარე–თქო. ერთი რამ უნდა ვაღიარო: როცა ხალხის დამუღამება დავიწყე, ზუსტად მაშინ დამთავრდა სწავლაც: (

ხვალ ბოლო ზარი გვაქვს. პარადოქსია🙂 ჩვენს კორპუსში ზარი არასდროს დარეკილა და ხვალ პირველი/ბოლო ზარი გვექნება. ალბათ, ხვალ ავჩუყდები და მიკროფონიან ტორტს ნოსტალგიაშეპარული ცრემლებით დავასველებ. დღეს მარტო ის მიხარია, რომ დილაობით დრო გამიტავისუფლდა :sun:

4 thoughts on “I <3 TSU (?)

  1. ჰა შევესიე შენ ბლოგს😀

    ” როცა ხალხის დამუღამება დავიწყე, ზუსტად მაშინ დამთავრდა სწავლაც: ( ”

    +1

    ” ჩვენს კორპუსში ზარი არასდროს დარეკილა”
    არადა რამდენჯერმე გაგებული მაქვს :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s