პრობლემური პოსტები

Another brick in the wall

მსოფლიო შვიდ კონტინენტად იყოფა,კონტინენტები ქვეყნებად, ქვეყნები ქალაქებად, სოფლებად, დაბებად, ქუჩებად… რეალურად კი მსოფლიო ორად იყოფა: განვითარებულ დასავლეთად და განვითარებად დანარჩენ სამყაროდ.
ჩვენ, სამწუხაროდ, მეორე კატეგორიაში ვართ.
ქართველებს გვახასიათებს დასავლეთის იდეალურად დახატვა და იქაურ ყოფაზე ოცნება. რა დასამალია, საოცნებო მართლაც ბევრია და მეც ხშირად მინატრია მსოფლიოს მეორე მხარისთვის დამახასიათებელი ესა თუ ის თვისება.
ვაღიარებ, არასდროს მიცხოვრია უცხოეთში და, შეიძლება, მცადრი შეხედულებები მაქვს, მაგრამ ერთი რამის ნამდვილად მშურს: სამოქალაქო საზოგადოების, განვითარებული ადამიანების და ცნობიერების.
დავიწყოთ უმარტივესიდან: კანონის პატივისცემიდან.
ქართველებს ტვინი სხვანაირად გვაქვს მოწყობილი. ყოველთვის იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ დავარღვიოთ ესა თუ ის წესი და რა შემოვლითი გზა მოვძებნოთ. გერმანელებიც ასე არიან? არა მგონია. ჩვენ კი ოღონდ რაიმე ლევად, უკანონოდ გამოგვივიდეს და მეტი არაფერი არ გვინდა.
თქვენ გგონიათ რაიმე სერიოზულ კანონდარღვევაზე ვსაუბრობ? არა, უმარტივესზე. მაგალითად, გზის გადაკვეთაზე. ხანდახან ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც მწვანე შუქს უცდის ან წითელ, მაგრამ ცარიელ გადასასვლელზე მაინც არ გადადის.
ან, თუნდაც, ავტობუსები. შავით თეთრზე წერია: ამოსვლისთანავე გადაიხადეთ მგზავრობის საფასური. 90% მაინც არ იხდის. არც ამოსვლისას და არც ჩასვლისას. ნახევარი ავტობუსი მაშინ იღებს ბილეთს, როდესაც კონტროლიორი ამოდის. რატომ უნდა გატაროს სახელმწიფომ უფასოდ?
ან იღებ დაგროვების ბარათს, სადაც საჭიროა პირადობის მოწმობის წარდგენა. თუკი ეს უკანასკნელი თან არ გაგაჩნია, არ შეიძლება მოგვიანებით მოხვიდე? არა, უნდა დარეკო სადმე, უნდა მოიტანო სხვისი პირადობა და მერე ოპერატორს ევედრო, რომ შენ გამო წესები დაარღვიოს.
“ლევად” გამოყვანილ შუქსა და გაზზე არაფერს ვამბობ. პარადოქსია, მაგრამ იპარავს ის, ვისაც გადსახადების გადახდის თავი რეალურად აქვს.
მოკლედ, პოსტის არსი რაშია: არ გადაკვეთოთ გზა მაშინ, როცა წითელი ანთია; გადაიხადეთ მგზავრობის ფული; პატივი ეცით სხვადასხვა წესდებას და არ დამალოთ გადასახადები. იყავით ისეთები, როგორი ქვეყანაც გვინდა, რომ გვქონდეს. ამოვიგოდთ თავიდან შემოვლითი გზები და ყველაფერი არაკანონიერი.
მე თუ გამომდის, შენ რატომ არ გამოგივა?

4 thoughts on “Another brick in the wall

  1. იცი რა ევროპაში რათქმა უნდა უფრო კანონმორჩილები არიან, თუმცა ზოგჯერ ისინიც თვალის დაუხამხამებლად გადარბიან ქუჩაზე წითელზე და ავტობუსშიც ამოსულან უბილეთოდ,ნუ ვაღიარებ რომ ეგ ძალიან იშვიათი გამონაკლისია, მაგრამ რაღაც მხრივ ეს უფრო ცუდია, უფრო რობოტიზმისკენ მიმავალი გზაა და კანონების დარღვევას თავის მუღამი აქვს :ორჯერჯარიმააკიდებულიმოქალაქე:

  2. გეთანხმები სრულებით. ძალიან მაღიზიანებს ეგ ყველაფერი

  3. ბილეთს თითქმის არასდროს ვყიდულობ და სულ წითელზე გადავრბივარ და უკან სიგნალები მესმის😀
    ხო რა ვქნა მიჩვეული ვარ :))) ოდესმე გამოვსწორდები😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s