დასახარისხებელი პოსტები

მერე რა, რომ ზამთარია

დღეს ნიკო გომელაური გარდაიცვალა.
39 წლის იყო. მსახიობი, პოეტი და, ურალოდ, ნიჭიერი და სასიამოვნო ადამიანი.
არ ვკითხულობდი მის ლექსებს-პოეზია არ მიყვარს. არც სპექტაკლები მინახავს მისი მონაწილეობით და არც პირადი კონტაქტი მქონია ოდესმე. მაგრამ ამ ცნობის გაგებისთანავე გულში რაღაც ჩამწყდა, ცრემლები წამომივიდა და ეს ადამიანი სიკვდილისთვის ძალიან, ძალიან დამენანა. საერთოდ, არ მიმაქვს ხოლმე გულთან ახლოს ცნობილი ადამიანების უბედურება. ვიტყვი “უი, რა ცუდია” და მორჩა. ახლა კი საქმე სხვანაირადაა.
რამდენმე კვირის წინ ნიკო ნანუკას შოუში იყო მიწვეული. თმებგაცვენილი, გამხდარი და ფერმკრთალი. მიუხედავად ავადმყოფობისა ლურჯი თვალები მაინც უციმციმებდა და ხმაც, ჩვეულებრივ, ნაცნობად ჩახლეჩილი ჰქონდა. ლექსები წაიკითხა. ერთი დამამახსოვრა განსაკუთრებით, ნინასადმი მიძღვნილი ლექსი…

მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენ რა იპოვე ჩემში?
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი!
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .


ცოტა ხნის წინ ჟურნალში ნიკოს ინტერვიუ წავიკითხე . წერდა, რომ ეცინებოდა მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე, რომ წუხდა თავისი ახლობლების ნერვიულობის გამო. ჟურნალისტის გაოცებულ კითხვაზე, თუ როგორ ლაპარაკობდა თავის სიკვდილზე ასე მშვიდად, უპასუხა: ” “მე მინდა,რომ ვუპასუხო ყველას: ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას: მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას,არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას”.

ჩვენ ერთად ვართ, მთავარია
მერე რა, რომ ზამთარია.

ჩვენ ერთად აღარ ვართ : (
RIP

6 thoughts on “მერე რა, რომ ზამთარია

  1. patara, magram mravlis mtqmeli da momcveli postia😦
    dges yvelas nikos gardacvaleba gvtkiva😦
    R.I.P

  2. ……………………..

    ფაქტობრივად, შენსავით ვარ. არ მაქვს ნანახი მისი არც ერთი სპექტაკლი. ლექსები კი ვიცოდი..

    ძალიან დამენანა…

  3. ვეთანხმები, მეც არ ვკითხულობდი პოეზიას მაგრამ ძალიან დამწყდა გული, ლუდს რო ვსავდი სულ ვამბობდი ”მერე რა რომ ზამთარია”😦

  4. Niko dzalian gviyvarxaaaaart da yoveltvis ase iqneba, eh…:(:(:( chven ra gveshveleba shens gareshe:(:(:(:(:(:(:(:(:(:(:(:(:(:(:(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s