პრობლემური პოსტები

მშობლებობანა-ბიჭია თუ გოგო?

გუშინ ახალგაზრდა ცოლ-ქამრი გავიცანი. ტიპიური ახალშექმნილი ოჯახია, გაბერილი მუცლითა და მშობიარობამდე დარჩენილი ერთი თვით. კითხვაზე, თუ ვის ელოდებიან, ცოლმა ქამრს დამნაშავე სახით შეხედა და-გოგოსო, ჩუმად მითხრა. ქმარმაც უხერხულად დაადასტურა, რომ გოგოს ელიან და მერე რა მოხდა, შემდეგი ბიჭი იქნება.
იყო დრო, როცა ექოსკოპია მხოლოდ პრობლემურ ორსულებს ენიშნებოდათ და ბავშვის სქესი დაბადებამდე სიურპრიზი იყო. ასეთ შემთხვევაში “არასასურველი” გოგო მაინც იბადებოდა და ოჯახის მამრ წევრებში ფარული ან ღია იმედგაცრუების მიზეზი ხდებოდა. დღეს კი უკვე ორსულობის პირველი თვეებიდან არის შესაძლებელი გაიგოთ გოგო გეყოლებათ თუ ბიჭი. ამ ნოვაციამ მაინცდამაინც კარგი შედეგი არ მოგვიტანა: უამრავი აბორტი მარტო იმიტომ კეთდება, რომ პატარის სქესი მშობლებს არ აწყობთ. ზოგიერთი გინეკოლოგი აღიარებს, რომ მშობლებს ბავშვის სქესს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეუბნება, როდესაც მას მნიშვნელობა არ აქვს და ოჯახი გოგონასაც და ბიჭსაც ერთნაირი სიხარულით ელოდება.
ამ საკითხში მამები უფრო აქტიურობენ. პირადად მე, არ მინახავს დედა, რომლისთვისაც სქესს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება მამებს გავუგოთ: ფეხბურთზე ერთად სიარული, ნადირობა, თევზაობა, მამაკაცური საკითხების გაზიარება და ა.შ. მაგრამ რატომ ხდება ისე, რომ მამა საერთოდ არ იღებს ვაჟის აღზრდაში მონაწილეობას და ბიჭის ყოლის სურვილი მარტო “გვარის გაგრძელებით” შემოიფარგლება?
მერე რა, რომ თუნდაც ეს გვარი დამწვარსკამიშვილია ან რაიმე მსგავსი?
აი ისიც: მორიგი მარაზმი. მოვერიდები სიტყვა “ქართულს”, რადგან ეს ყველაფერი იგივე წარმატებით შეიძლება სხვა ქვეყანასაც ახასიათებდეს. ფაქტია, რომ ბიჭია ბიჭიიი და თოფის სროლები ჩვენთან დღემდე არ გადაგვარებულა. არც “გოგო სხვისია-წავა და გაგიფრინდება”.
ჭეშმარიტება მარტივია: შვილი-შვილია. ზემოთ ნახსენები სტერეოტიპი კი გადასაშენებელ მარაზმთა შორის ერთ-ერთი პირველია.

2 thoughts on “მშობლებობანა-ბიჭია თუ გოგო?

  1. გადასაშენებელია ნამდვილად!!!
    2 გოგო მყავს მესამეს რომ გავაჩენ არც მაშინ ვიკითხავ ექოზე სქესს..
    არ მაინტერესებს, ყველაფრის ყიდვას მოვასაწრებ დაბადებულზე.. არც სახელები დაილევა!!!

    მოკლედ შვილი შვილია…

  2. გეთანხმები, შვილი შვილია, რა მნიშვნელობა აქვს გოგო იქნება თუ ბიჭი? მერე რა, რომ ბიჭი გვარის გამგრძელებელია. მთავარია, ადამიანი იყოს თორე, უგვაროდ არავინ დარჩება🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s