დასახარისხებელი პოსტები

კაცი, რომელსაც ნიანგები უყვარდა

მას ყველა “ნიანგებზე მონადირეს” ეძახდა, სინამდვილეში კი სტივ ირვინი ერქვა. ძალიან უყვარდა ცხოველები, ბუნება და ყველაფერი, რაც მათთან იყო დაკავშირებული. სტივის გატაცებას მისი მეუღლე-ტერიც იზიარებდა. ისინი ერთად დადიოდნენ ექსპედიციებში, სწავლობდნენ სხვადასხვა ცხოველის ქცევას და ერთად უძღვებოდნენ გადაცემას “The Crocodile Hunter”. ეს იყო სერიები ველური ბუნების შესახებ, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გადაიცემოდა და ფლორისა თუ ფაუნის მოყვარული დიდი აუდიტორია ჰყავდა.
სტივს ცხოველების სიყვარული მემკვიდრეობით ერგო: მისი მშობლები ქუინსლენდის (ავსტრალია) ზოოპარკის დამაარსებლები იყვნენ. სტივიც რეპტილიებისა და ნიანგების გარემოცვაში გაიზარდა. ექვსი წლისას მამამ საჩუქარი გაუკეთა: დაბადების დღეზე ოთხი მეტრის სიგრძის პითონი აჩუქა. ცხრა წლისა კი უკვე ნიანგებით დაინტერესდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოხალისედ მუშაობდა-ნიანგები დასახლებული პუნქტიდან გამოყავდა და ზოოპარკში ათავსებდა.
ტერი 1991 წელს გაიცნო. მათი თაფლობისთვე “The Crocodile Hunter”-ის პირველი სერია გახდა. დოკუმენტურმა ფილმმა მალე ამერიკა დააინტერესა და ირვინი თავის მეუღლესთან და ნიანგებთან ერთად უზომოდ პოპულარული გახადა. 1999 წლისთვის შოუს 137 ქვეყანაში 500 მილიონი ადამიანი უყურებდა!
ჰო, მართლა: ირვინმა კუს ახალი ჯიშიც კი აღმოაჩინა : ) 1997 წელს ის მამამისთან ერთად თევზაობდა და უსახელო, ყველასთვის უცნობ კუს წააწყდა. დღეს კუს ყველა უცნობს.
“I consider myself a wildlife warrior. My mission is to save the world’s endangered species.” თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაცია Sea Shephard-თან, რომელიც მიზნად წყალქვეშა სამყაროს გადარჩენას და კონსერვაციას ისახავდა. ორგანიზაციამ თავის ერთ-ერთ გემს სტივის სახელი უწოდა.
2006 წელს ჩრდილო ქუინსლენდში Ocean’s Deadliest-ს იღებდნენ. გადაღებები ამინდმა ჩაშალა და სტივმა მეგობართან ერთად წყალქვეშ ცურვა და ვიდეოების გადაღება განიზრახა. ერთ-ერთ თევზს (ზვიგენისებრთა ოჯახის წარმომადგენელს) საჭიროზე ახლოს მიუახლოვდა. თევზმა საფრთხე იგრძნო და ირვინს თავისი შხამიანი კუდი მკერდში შეარჭო. ირვინმა კუდი ხელებით ამოიგლიჯა და სწორედ აქ დაუშვა შეცდომა: ამოძრობის დროს გაცილებით მეტი სისხლძარღვი და არტერია დაიზიანა, რამაც გულის გაჩერება გამოიწვია. ადგილზე მისულმა სასწრაფომ სტივ ირვინი გარდაცვლილად გამოაცხადა. სიკვდილის მიზეზი გულში მიყენებული გამჭოლი ჭრილობა აღმოჩნდა.
ეს ყველაფერი ვიდეოზეა გადაღებული, მაგრამ ფირი არავის უნახავს. ტერი ირვინმა მისი საჯაროდ ჩვენება აკრძალა და მოგვიანებით აღნიშნა, რომ უნახავად გაანადგურა.

Ocean’s Deadliest მაინც დაასრულეს, სტივის გარეშე.
სტივ ირვინი ზოოპარკშია დაკრძალული. იმ ადგილას, სადაც პირველად გაიცნო ცხოველები და სადაც ისეთად ჩამოყალიბდა, როგორიც იყო. დარწმუნებული ვარ, რომ თითქმის ყველას გვახსოვს მისი ხაკისფერი შორტები, მზემოკიდებული სახე და არაჩვეულებრივი გაბედულობა.


RIP

3 thoughts on “კაცი, რომელსაც ნიანგები უყვარდა

  1. პირველ ფოტოზე როგორი სიყვარულით ჰყავს გულში ჩაკრული ნიანგი😦

  2. ეგ ნიანგი მართლა საყვარელია :წუბ: ღიპუცა რო აქვს და გაღიმებული სახე: )

  3. დაახლოებით მსგავსი ისტორია იყო, მგლების თუ დათვების მოყვარულ კაცზე, რომელიც, ასევე თავისმა საყვარელმა ცხოოველმა მოკლა და ეს ვიდეოზეა გადაღებული. მერე ფილმიც შეიქმნა ამაზე (მგონი უფრო დათვი იყო😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s