პრობლემური პოსტები

City Centre

თბილისი საქართველოს გულია. ყველანაირი გაგებით. აქ ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი და გულსართის ნაცვლად უკვე აჯაფსანდალს ჰგავს. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქართული სოფლები საშინლად დაიცალა. სტატისტიკა შემაშფოთებელია (აქ ვერ მომყავს სტატისტიკა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შემაშფოთებელია). ყველა თბილისში მოდის: სასწავლებლად, სამუშაოდ, გასართობად, ახალი ცხოვრების დასაწყებად და ძველის დასავიწყებლად. გაიტენა თბილისი, გაიბერა და მალე გასკდება.

ცუდად არ გამიგოთ.  ეს პოსტი ჩამოსულებს არ ეძღვნება. “კარენოი” თბილისელობა და ზემელზე კოლორიტობა მეოცე საუკუნემ წაიღო. უბრალოდ, ძალიან ცუდია, რომ თბილისის გარდა საქართველოში თითქმის არსად არაფერი არ ხდება. წინა დღეს ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი, რომელიც სამედიცინოზე სწავლობს. თურმე მისი ერთ-ერთი გორელი კურსელი სამომავლოდ გორში ცხოვრებას და იქაურ ჰოსპიტალში მუშაობას აპირებს. კიდევ ერთი თურმე: გორის ჰოსპიტალი იმდენად კეთილმოწყობილი ყოფილა, რომ თავადაც არ იტყოდა იქ მოღვაწეობაზე უარს.

თქვენი არ ვიცი და მე ძალიან გამიხარდა. რა ბედნიერებაა, როცა საქართველოს რომელიმე ქალაქს აქვს ისეთი დაწსებულება, რომელიც არათუ ჩამოუვარდება თბილისისას, არამედ ასწრებს კიდეც! მომავალი ექიმების ნაწილი ახლა გორში იმუშავებს და ყველა ბედნიერი იქნება ( მადლობა ავტობანს).  წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონებს ჰქონდეთ ტელევიზიები, რესპექტაბელური გაზეთები, ძლიერი ტურისტული ცენტრები, სხვადასხვა ბიუროები და კავკასიაში საუკეთესო უნივერსიტეტები! თბილისიდან ქუთაისში სამუშაოდ წასვლა ნორმალური რომ იყოს და იქ უფრო მეტი პერსპექტივები რომ არსებობდეს!

ბათუმი, გორი… არის ცვლილებები, რა თქმა უნდა.  მე კი ფანტასტიკის უმაღლეს სფეროში გადავიჭერი. არადა რა კარგი იქნებოდა. მოგვარდებოდა უმუშევრობა, შემცირდებოდა ურბანიზაცია, გაიზრდებოდა ცხოვრების დონე და ასე… მართლაც რომ ფანტასტიკის სფეროა, ჯერჯერობით მაინც. 

5 thoughts on “City Centre

  1. მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებით
    მთელი ქალაქი ჩვენი ვიქნებით
    და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით

  2. მე, მაგალითად, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში. ქალაქები არ მინდა, არც გორი, არც ბათუმი, აი გემრიელ მთიან სოფელში, მთავარია ინტერნეტი მქონდეს და ისეთი შემოსავალი, დენის ფული გადავიხადო… =))
    სიამოვნებით ვიცხოვრებდი ფშავში და გავზრდიდი ძროხებს, გავაკეთებდი კარაქს, ყველს და მეყოლებოდა შუბლშეკრული მთიელი ქმარი😀 აააააააააა, ოცნებებში წავედი მე. რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი მეგობარი სერიოზულად ვფიქრობდით ასეთ ცხოვრებაზე… მერე მივხვდით, რომ არარეალურია და დავრჩით, სადაც ვართ🙂

  3. ეეე… გეტყობა სოფლის მუღამი რო არ იცი.
    დენი რად გინდა – ღორის ქონის სანთელი და მისი ჯანი.

    კვირაში ერთხელ რაიცენტრში ჩახვალ და ნოუთბუქის აკუმულატორს დატენი და ეგაა.

  4. აა სოფ რა ზუსტად დაახასიათე მთიელი კაცები : )) მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ვერ გაძლებ, დიდი საქმეები გელოდება ;;)
    რაიცენტრი :))

  5. მე ძალიან,ძალიან მინდა როდესმე ჯავახეთში ვიცხოვრო და იქაურ ბავშვებს ქართული ვასწავლო…
    და კიდე, ჩემი დაქალი თბილისში-დაბადებულ-გაზრდილი შარშან ადგა და სტილში გათხოვდა,ხოოდა, ბედნიერად გრნობს თავს…

    და საერთოდ,ქალაქი ძალებს გაცლის, სოფელი კიდე გაძლევს, უბრალოდ, მთავარია, სოფელში როცა ცხოვრობ მართლა სოფლის ცენტრში არ გიწევდეს ტელეფონის დასატენად ჩასვლა სოფლიდან სოფელში ურმით გადაადგილება..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s