პრობლემური პოსტები

გაპარვა

რა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს? დიდი არაფერი. მთავარი ხომ შედეგია!
მაგრამ, საქმე ასე მარტივად სულაც არაა. ამ ბოლო დროს რამდენიმე ცნების ისეთ თამაშს შევხვდი, რომ აუცილებლად მინდა აქ მოვიხსენიო : )

მაგალითად, გაპარვა (ეს სიტყვა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ცალკეა შესატანი და მასზე ლინგვისტებს საკმაოდ დიდი შრომა აქვთ გასაწევი). არის გარკვეული ასაკი, როცა გაპარვა კარგ ტონად ითვლება, მაგალითად, 15-19 წლამდე. პირადად მე გაპარვას არც ამ დროს ვუჭერ მხარს, მაგრამ ვამართლებ იმით რომ “არა იციან რას იქმან”. მაგრამ რატომ იპარებიან ზრდასრული, იდეაში საღად მოაზროვნე ადამიანები? გახდა თუ არა ოჯახის შექმნის გზა ადამიანის მენტალური დონის განმსაზღვრელი? მგონი, გახდა.

გაპარვის კიდევ ერთ “გამართლებად” მშობლების მედგარი წინააღმდეგობა შეიძლება ჩავთვალოთ. ნუ კაი, მეტი რა გზა ქონდათ და დაადეს თავი და წავიდნენ. მაგრამ თუკი ხელს არავინ გიშლის, ასაკიც ხელს გიწყობს და მომავალსაც სერიოზულად უყურებ, მაშინ რა საჭიროა კბილის ჯაგრისის გარეშე წახვიდე სადღაც მიყრუებულ სოფლეში და იქიდან დაურეკო აკანკალებულ მშობლებს “არ ინერვიულოთო”? რატომ უნდა გინდოდეს, რომ თქვენი პირველი დილა ახალციხეში ან წუღრუღაშენში გათენდეს🙂 ?
ამ აჯაფსანდალში მშობლების ხელიც ურევია. აბსოლუტურ უმრავლესობას ურჩევნია, რომ მისი შვილი გაიპაროს, ვიდრე შეყვარებულთან საცხოვრებლად გადავიდეს . შეიძლება გაპარულებმა არც ჯვარი დაიწერონ, არც ხელი მოაწერონ და სამოქალაქო ქორწინებაში იცხოვრონ, მაგრამ მშობელი გაცილებით წყნარად იქნება, ვიდრე წინა შემთხვევაში.
სწორედ ესაა ცნებებით თამაში. შედეგი ხომ ერთია?
და საერთოდაც, რატომ უნდა შექმნა ოჯახი ახალგაზრდა, ჩამოუყალიბებელმა ადამიანმა?
” თუ ნამდვილად გიყვარს, მაშინ გათხოვებაც მოგინდება” (ციტატა გუშინდელი დიალოგიდან).
ამ რეპლიკაზე ერთადერთი პასუხი მაქვს: იიიიიი : )
p.s. ჩემს ახლობელს შვილიშვილი შეეძინა. რძალი 15 წლისაა.
“თუ ნამდვილად გიყვარს, მაშინ გათხოვებაც მოგინდება” (?!)

One thought on “გაპარვა

  1. ყველაფერი საზიზღარი შექსპირის ბრალია :ლოლ:

    საშინელებაა გაპარვა და იმაზე ხომ საერთოდ გული მერევა, როცა ვიგებ, 13-14 წლის გოგოები რომ თხოვდებიან და ბავშვებს აჩენენ. მშობლებიან-ყველაფრიანად დაავადებული მგონია ასეთი ხალხი😦 არადა საქმე just სექსშია და ყველაფერს ართულებენ😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s