დასახარისხებელი პოსტები

დედა, მამა, გაიცანით-ეს ჩემი საცოლეა

წარმოიდგინეთ, რომ ხართ ახალგაზრდა ქალი და გყავთ საყვარელი ადამიანი. ერთად ძალიან კარგად ხართ და მომავალში ქორწილსაც გეგმავთ. ქორწილი კი მშობლებისა და ახლობლების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, ერთ დღესაც ბარგს ალაგებთ და მიდიხართ თქვენი რჩეულის ოჯახის გასაცნობად.

რა თქმა უნდა, ღელავთ. ან როგორ შეიძლება არ ინერვიულოთ, როცა სასწორზე თქვენი ურთიერთობა დევს: თუკი ეს ვიზიტი წარუმატებლად ჩაივლის, დიდი შანსია, რომ საბოლოო აღმოჩდენს და მოვლენების განვითარებას აქ დაესვას წერტილი.  ამიტომ,  პოტენციურ ოჯახში შობის გასატებლად აღელვებული და ანერვიულებული მიდიხართ.  თქვენს მომავალ მულს უკვე იცნობთ: ერთხელ გესტუმრათ და სამივემ ერთად ივახშმეთ. ტრაპეზის განმავლობაში მაქსიმალურად ეცადეთ კარგი განწყობის შექმნას (რაც მართალია-მართალია: თქვენი მული დიდი კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევა). მოყევით უამრავი ისტორია, იცინეთ და თან ერთი სული გქონდათ, რომ ვახშამი დამთავრებულიყო და ეს უტყვი და მტრულად მზირალი გოგონა წასულიყო.

მოკლედ, მთავარია, რომ ვიღაცას მაინც იცნობთ. ეს კი გამშვიდებთ. სულ ტყუილად! სანამ გზაში ხართ და დიდი ოჯახისკენ მიეშურებით, თქვენი პოტენციური სამულე ყველას უყვება, თუ რამდენს ტლიკინებთ, როგორ სასაცილოდ იცით ჩახველება და საერთოდ, როგორი აუტანელი ქალი ხართ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ პატარა მონსტრუკას ოჯახზე ძალიან  დიდი გავლენა აქვს და ამიტომ თქვენს დაცინვაში მონაწილეობას ყველა იღებს.

მაგრამ ჯერ ეს არ იცით,  ცდილობთ დაწყნარდეთ და  მანქანის სარკეში ვარცხნილობას მეასედ ისწორებთ (თან ახველებთ-რას ვიზამთ, ჩვევაა). როგორც იქნა, მოხვედით. თქვენი საქმრო ჩემოდნებს იღებს და სახლში გიძღვებათ. იქიდან კი მტრულად გიმზერენ დედამთილი, მამამთილი, პატარა მული, დიდი მული, ორი მაზლი, ერთი მაზლის მეგობარი მამაკაცი და პატარა მულიშვილი. დიდი ოჯახი- რა ბედნიერებაა!  კეთილგანწყობილი ოჯახი-უფრო დიდი. სამწუხაროდ, აქ საქმე სხვაგავარდაა: თბილად არავინ გესალმებათ  და საოჯახო ფოტოს გადაღების დროსაც კი კადრს გარეთ რჩებით.

არ იმჩნევთ. ან კი რა შეიძლება ქნათ? მული ცხოვრებას გიმწარებთ. თავისი გადაკრული ნათქვამებითა და შენიშვნებით საშინლად უხერხულ მდგომარეობაში გაგდებთ. არავინ ეწინააღმდეგება, თქვენი საქმროს გარდა. ბოლოს კი ისიც უერთდება მთელ ოჯახს და საყვედურს გეუბნებათ. ეს ბოლო წვეთია! საცხოვრებლად სასტუმროში გადადიხართ.

მაგრამ საშობაო სადილს ხომ ვერ გაექცევით? თავი მარტო რომ არ იგრძნოთ, დას ურეკავთ და ისიც ჩამოდის. სამწუხაროდ, ის ნამდვილად ჯდება ოჯახის გემოვნებაში: თბილი დახვედრა, რომელიც თქვენ უნდა გრგებოდათ წილად, ახლა მისია. დიდი ოჯახი დიდ მაგიდასთან ზის. თქვენ ჰომოსექსუალ მაზლს შემთხვევით ცუდ კონტექსტში მოიხსენიებთ (არადა არ გინდოდათ, როგორ ფრთხილად არჩევდით სიტყვებს და აი!), რაზეც დედამთილიც და მამათილიც საშინლად გიყვირებენ. სუფრიდან გარბიხართ, მოგდევთ მარტო ტრადიციული ორიენტაციის მქონე მაზლი. დასაწყნარებლად  ბარში მიყავხართ, სადაც უგონოდ თვრებით და მანქანაშივე გეძინებათ. საქმრო დასთან ერთად დაგეძებთ და ერთმანეთს საეჭვოდ თბილად უყურებენ.

მოვლენები იხლართება. საშობაოდ ოჯახის წევრებს ორსული დედამთილის ფოტოს ჩუქნით (მუცელში თქვენი ავი მულია). ყველას ცრემლები მოსდის. რეაქცია უზომოდ გიკვირთ. თურმე თქვენი დედამთილი რამდენიმე თვეში ცოცხალი აღარ იქნება-ვერ გაექცა მკერდის კიბოს კოშმარს. არადა არაფერი არ იცოდით! ამ თბილმა საჩუქარმა ყველას გული მოულბო. აღარავის ეჩვენებით უხეშ და უტაქტო ქალად, რომელიც მათი ვაჟის ღირსი არაა. უფრო მეტიც: ერთ-ერთი ვაჟთაგანი დიდი სიყვარულით გიყურებთ…

ერთი წლის შემდეგ იმავე სახლში ნაძვის ხეს რთავთ. სრული შემადგენლობით ხართ, დედამთილის გარდა-კედელზე მისი ორსული ფოტო კიდია. თქვენი მაზლი (უკვე საქმრო) ხელს გხვევთ და სათამაშოს მაღალ ტოტზე დაკიდებაში გეხმარებათ.  ცოტა ხანში დის ხმა გესმით: თქვენს ყოფილ საქმროსთან ერთად საქორწილო მოგზაურობიდან ჩამოსული შობის გასატარებლად მოვიდა. ნაძვის ხე ნათდება, ყველას ცრემლები ერევა. მაგრამ არა მტრობის და სასოწარკვეთის. სიხარულის. დიდი, ბედნიერი ოჯახი საშობაო საჩუქრების გახსნისთვის ემზადება…

პოსტის სწორად აღსაქმელად იხილეთ ქვედა პოსტი. თავიდანვე უნდა მიმეთითებინა.

4 thoughts on “დედა, მამა, გაიცანით-ეს ჩემი საცოლეა

  1. რაღაც ძალიან მომეწონა.
    კარგი მელოდრამის სიუჟეტს გავს :):)

  2. ამ დღეებში მაინც არ გასულიყო ეს ფილმი ტელევიზორში.. რომ ეგრევე ვერ მივმხვდარიყავი… და თუ ამ ფილმის მოკლე შინაარსის გადმოცემა იყო თავიდანვე შენი მიზანი, ბარემ ეგეც მიგეთითებინა, რომ ეს ფილმის ადაპტირებული ტექსტია🙂

  3. ეგ იყო ჩაფიქრებული😐 წინა პოსტში ვწერდი ამ ფილზე. არ მეგონა თუ ვინმე პლაგიატად ჩამთვლიდა :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s