უნივერსიტეტი

მაცადეთ წერა!!!

თქვენი არ ვიცი და პირადად მე მიჭირს კონცენტრაცია. როდესაც რაიმეს შეზღუდულ დროში ვწერ, ძალების მობილიზება განსაკუთრებით მიჭირს.
ასეთ დროს მჭირდება სიწყნარე, სიმშვიდე და ხელისშემშლელი ფაქტორების არარსებობა. სამწუხაროდ, გამოცდებზე ამის ფუფუნება არ მაქვს. იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყოს სიჩუმე დაცული, ყველაზე მეტს ყაყანებენ.
ყაყანი კიდევ არაფერი. ყველაზე მეტად აი ესენი მაღიზიანებს:
ცხვირში სრუტუნი: ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემი ამ ახირების შესახებ. საკმარისია ვინმეს სრუტუნი გავიგო, რომ თმები ყალყზე მიდგება და ნევროზი უმძიმესი ფორმებით მიტევს. ახლა წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ, როცა სრუტუნი გამოცდის დროს მესმის!
საღეჭი რეზინი: კევი ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდად არ მაღიზიანებს (თუ ვინმე აქლემივით არ იღეჭება, რა თქმა უნდა). გამოცდაზე კიდევ პირიქით-ლამის ვეცე და პირიდან გამოვგლიჯო : ) ჩემი ხანგრძლივი დაკვირვებებით დავასკვენი, რომ ადამიანი ნერვიულობისას კევის ღეჭვის ხარისხს ვეღარ აკონტროლებს. შესაბამისად, ახლო-მახლო ყოფნა კოშმარია.

ტექსტის ბუტბუტით კითხვა: ეს ეროვნულებზე დამემართა. ჩემ უკან მჯოდმი გოგო მოცემულობას ჩურჩულით იმეორებდა და ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. ვერც მივბრუნდი და გავაჩუმე, ვერც დამკვირვებელს ვერ ვთხოვე ვერაფერი და საბოლოოდ არ მივიღე ის ქულა, რაც მინდოდა🙂 აქაც მიმტყუნეს ნერვებმა.
დამსწრეები: ლექტორი იქნება ეს, მასწავლებელი თუ დამკვირვებელი ფაქტია, რომ ყველაზე მეტს ხმაურობს. რამდენიმეჯერ გამოვედი სიტყვით და სიწყნარისკენ მოვუწოდე, რაზეც იგივე მოწოდება და პლიუს გაფრთხილება მივიღე.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ხართ მე და წერთ გამოცდას/სერიოზულ ტესტს. ცდილობთ, რომ მოიკრიბოთ გონება და მაქსიმალურად ყურადღებით მიუდგეთ საქმეს. და ამ დროს გესმით ცხვირში სრუტუნი, კევის ღლაჭუნი, ბუტბუტი და დამსწრის ხმამაღალი კომენტარები. როგორია?
ცუდია, ბატონებო. ძალიან ცუდი.
მოგიწოდებთ ყველას, რომ გაითვალისწინოთ ეს პოსტი და ანგარიში გაუწიოთ ჩემნაირ დანევროზებულ ადამიანებს : (

2 thoughts on “მაცადეთ წერა!!!

  1. სრუტუნი არ გამახსენო. ერთი ჯგუფელი გოგო მყავდა, ლამაზი, ჭკვიანი, მაგრამ სულ სრუტუნებდა და ვგიჟდებოდი, ლამის მივვარდნოდი და ცხვირი ძალით მომეწმინდა.

  2. ჩვენც გვყავდა ერთი ასეთი სრუტუნა ბიჭი ჯგუფში და ერთხელაც სელპაკი შევთავაზე… უარი მითხრა😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s