სურათები

Clockwork

არასდროს არ ვცემდი კედლის საათებს განსაკუთრებულ პატივს. ნუ საათია რა, შეხედავ, გაიგებ დროს და მორჩა. მაგრამ დღეს ერთ-ერთ ბრიტანულ საიტზე ისეთ საყვარელ საათებს წავაწყდი, რომ ახლა მთელი ბლოგოსფეროს წინაშე ვიხდი ბოდიშს🙂
მართალია, ზოგიერთ საათზე საერთოდ ვერ გაიგებ თუ რა დროა, მაგრამ მმმმ ლამაზებია :წუბ:
მაშ ასე : )
ეს საათი 20 ფუნტი ღირს. ძალიან ორიგინალურია, იმჰო

ვერც ამ საათზე გაიგებთ ვერაფერს : ) თუ ზომით ცოტა დიდი იქნება, მაშინ დეკორაციადაც მშვენივრად გამოდგება.

ასეთზე მთელი ბავშვობა ვოცნებობდი. ახლაც მინდა, რომ კედლის საათიდან გუგული ხტებოდეს და გულს მიხეთქავდეს.

ამაზე ძალიან ვიცინე🙂 რა ცუდია პატრულის სირენის ხმაზე რომ იღვიძებ დილაობით : ))

თავის ქალები, მგონი, გასული სეზონის ჰიტია. მე მომწონს : )

ეს საათი კი ფერად კედელს მოუხდება

დაახლოებით შვიდ წლამდე ასეთი საჩუქარი ძალიან გამახარებდა : )

ასეთი ახლაც გამახარებს🙂

ხომ არ იცით საქართველოს ფარგლებში სად შეიძლება ლამაზი და ორიგინალური კედლის საათების შეძენა? ჩემსას უკვე ეჭვის თვალით ვუყურებ : )
პოსტს ვასრულებ მულფის ფოტოთი, რომელიც პარიზშია გადაღებული. აშკარად არ უჩივიან საათების მწირ ასორტიმენტს : )

11 thoughts on “Clockwork

  1. ჯი-თი-სი ში იყო ბევნაირი, მაგრამ როგორც მახსოვს ძალიან ძვირი ღირდა, როგორც ხდება ხოლმე ჩვენთან…

    ზუსტად ისეთიც იყო მგონი, აი, მეორე სურათში რომ არის : )

    ჰოდა ჩემი და საათის ურთიერთობას რაც შეეხება, აქსესუარად ვხმარობ ხელის საათებს, მაგრამ ვინმემ თუ მკითხა ტელეფონზე ვნახულობ და ისე ვეუბნები : )

  2. ესენი ძალიან იაფებია, ნუ ზოგიერთის გარდა : ) ღირს მგონი დავაბარო ვინმეს და ჩამომიტანოს🙂
    მე ახლა ვაპირებ მაჯის საათებთან დამეგობრებას : )

  3. პოლიციის საათი ძაან მაგარია.
    სირენის ხმაზე გაღვიძებს და პატრულის ჰიმნის მუსიკაზე გაძინებს.

  4. სამაგიეროდ სირენის ხმით გაღვიძებულს სნუზი აღარ დაგჭირდება🙂

  5. რა მინდა გითხრა შემოიხედე ჩემთან და თუ შეძლებ წამოდი რა plz… არ დაიზარო ბლოგის ხათრით😀 :*

  6. გყვარებია საათები და არაო :))

    მე სულ პირველი მომეწონა🙂

  7. shop.original.in.ua აი აქ ნახეთ და ესეთებს საქართველოშიც ამზადებენ ძალიან იაფად

  8. 579 46 33 77 ეს აქაური ნომერია თუ არ ვცდები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s