დასახარისხებელი პოსტები

ძირს ვალენტინობა?

14 თებერვალს ვალენტინობაა. პირველიდან უკვე ბობოქრობს მთელი ინტერნეტ-სფერო და ათასგვარ ვერსიას ყრის, თუ რატომ არ უნდა აღინიშნოს ეს დღესასწაული.
მოდით, მოვაშოროთ სიტყვა “დღესასწაული”. 14 თებერვალი არის ერთი ლამაზი, უბრალო დღე, როცა კიდევ ერთხელ გეძლევა საშუალება სიურპრიზი გაუკეთო საყვარელ ადამიანს და გაახარო, გაატარო დრო მასთან ერთად და გჯეროდეს, რომ ეს დღე მარტო თქვენია, შეყვარებულებისაა.
ამ თეზისს ეგრევე უპირისპირდება მეორე: თუკი შეყვარებულის გახარება გინდა რა საჭიროა საერთოდ კონკრეტული თარიღები, სიუპრიზები შეგიძლია ყოველდღე მოუწყო. მაშინ რატომ ავღნიშნავთ, მაგალითად, ახალ წელს? რატომ არ ვდგავთ ნაძვის ხეს მაისში და გოზინაყს ივლისში რატომ არ ვაკეთებთ? იმიტომ, რომ ზოგიერთი დღე ყველასთვის საერთოა და ამ დროს ყველა გახარებულია : ). დამეთანხმეთ, რომ ახალ წელს უმეტესობა იმიტომ არ ზეიმობს, რომ კალენდარი იცვლება:ყველას ბედნიერება და სიხარული უნდა. ამიტომაც არსებობს 14 თებერვალი, არა ნაძვის ხის, არამედ გულების და ყვავილების დღე.
შემდეგი კონტრ-არგუმენტი: რატომ უნდა აღვნიშნავდე ვიღაც მღვდლის დღესასწაულს, რომელსაც ხან ჰომოსექსუალისტობას სწამებენ და ხან ტრანსექსუალობას? კარგით რა, ვინ უყურებს ამ დღეს რელიგიურად? საერთოდაც, ვის ახსენდება საყვარელ ადამიანთან ყოფნის დროს ვინმე მღვდელი ვალენტინი? ყველაფერი ხომ სიმბოლურია.
შემდეგი, ყველაზე უფრო გავრცელებული მიდგომა: უმეტესობას აღიზიანებს ამ დღეს თითო ვარდით და ფუმფულა სათამაშოთი ხელში მოსიარულე ახალგაზრდები, რომლებიც პერიოდულად ერთმანეთს კოცნიან კიდეცo_O. ერთი ცალი ვარდი არც მე მომწონს, ფუმფულა სათამაშოების დროც წამივიდა, მაგრამ ბედნიერი წყვილების ყურება უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ცხვირჩამოშვებული დაბოღმილი ადამიანებისა, რომლებიც სიყვარულის დღეს ფილოსოფიურად ლანძღავენ. საერთოდაც, თუ გინდა კაი ტიპი იყო 14 თებერვალს აი რაღაჩნაირად ვერ უნდა იტანდე რა🙂
ხალხო, არ ჯობია სიყვარულს ვუყუროთ ქუჩებში ვიდრე დანების ტრიალს ან მზესუმზირის ფურთხებას?
მე მირჩევნია.

7 thoughts on “ძირს ვალენტინობა?

  1. მართალი გითხრა, მე 15 აპრილის “სიყვარულის დღე” უფრო მაღიზიანებს, ვიდრე 14 თებერვლის. პირიქით, ვფიქრობ რომ ვალენტინობა კარგი დღესასწაულია და მერე რა, რომ ამას კათოლიკეები აღნიშნავენ. გეთანხმები, რელიგიური თვალსაზრისით მგონი არც არავინ უყურებს ამ დღეს. და ბოლო კითხვას რაც შეეხება – კი, მეც ბედნიერი ვარ :)))

  2. ძირს ბოღმა, რა თქმა უნდა. ყველაფერში გეთანხმები🙂

  3. მოლოდინი მაქვს სიყვარულის დღის – 15 აპრილის, სულ მკიდია ვინ დააწესა, ვინ მოიგონა, რატომ მოიგონა🙂 – უბრალოდ მარტო იმიტომაა მასაღები რომ – ქართული პონტია, გაზაფხულის შუა წელია… 14 თებერვალი არა პამიდორი, ამ მყრალ სიცივეში სულ არ მაქვს მაგის განწყობა ვიღაცა ვალენტინა ტერეშკოვას იუბილეზე ყვავილები ვუყიდო🙂 მე გუშინ ვუყიდე ჩემს საცოლეს ეგ ყვავილები და სიმბოლურად მართლა 15 აპრილს ველოდები… ქართულია რა და ვიღაცა პიდარასტი ამერილკელებსი დაკრულზე ცეკვას, ისევ ქართველის დაკრულზე ცეკვა მირჩევნია… ბოღმა? ბოღმა არა ტუფლები

  4. ბოღმაში 15-ის და 14-ს მოწინააღმდეგეები იგულისხმებოდნენ🙂 ერთად : )

  5. ara ra, ar aris bolomde egre. me ici ra momenti maqvs, ai ar mesmis ra aris “siyvarulis dge”. bogma arafer shuashia. ubralod titidan gamowovili dge mgonia

  6. ესეიგი, სიყვარულის დღე ვიღაცას რო არ დაეწესებინა, შეყვარებულებს ერთმანეთი არ უნდა გახსენებოდათ? ყოველი დღე სიყვარულის უნდა იყოს🙂 შეყვარებული არ მყავს, მარა შეყვარებულების დანახვა რატო უნდა მაბრაზებდეს, აზრზე არ ვარ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s