დასახარისხებელი პოსტები

კურდღლის თათი

გუშინ supernatural-ის მესამე სეზონის მესამე სერიას ვუყურე. სიუჟეტი შემდეგნაირი იყო: კურდღლის თათს ჰქონდა მაგიური ძალა-ვინც მას დაისაკუთრებდა, მუდამ იღბლიანი იქნებოდა და ყველაფერში გაუმართლებდა. საკმარისი იყო ხელი შეგეხო ამ თათისთვის და ჯიბეში ჩაგედო. მეტი არაფერი.
მოკლედ, იდიოტური სერია იყო.
კურდღლის თათი არა ის კიდე…
მაგრამ, მერე ჩავფიქრდი. და ძალიან მომინდა ასეთი იღბლიანი თათის პოვნა!!!
რას გავაკეთებდი❤
1) მივიდოდი ყველა ტელევიზიაში და შევთავაზებდი ჩემს კანდიდატურასა და პირობებს (ყველა ამიყვანდა და ჩემი გულისთვის დახოცავდნენ ერთმანეთს🙂 )
2)ვიყიდიდი "საქართველოს ლატარიის კომპანიის" უამრავ ბილეთს და ჯეკპოტთან ერთად სხვადასხვა მსხვილ მოგებასაც მოვხსნიდი (დინ გამარჯობა).
3)ამ ფულს თიბისიში შევიტანდი და მილიონსა და ბინას მოვიგებდი.
4)დავრეკავდი 5959-ზე და ვასიკო მერსედესს მაჩუქებდა.
5)ნობელზე გავგზავნიდი პაცეფისტების ლოგოს და ავიღებდი პრემიას მშვიდობის დარგში.
6)კიდევ ერთხელ ვიყიდიდი ლატარიის ბილეთებს.
7)და კიდევ ერთხელ დავრეკავდი 5959-ზე.
8)ვთხოვდი the killler-ს ჩემთვის სიმღერა დაეწერათ.
9)ჯონს იმეილს მივწერდი და ვთხოვდი ანუ გაეცნო (ნატალიაც🙂 )
10)დავანთებდი დიდ ცეცხლს და კურდღლის თათს დავწვავდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადმე დამეკარგებოდა და მთელი ცხოვრება ტოტალური უიღბლობა დამებედებოდა.

ყველას თითო თათს გისურვებთ :->

4 thoughts on “კურდღლის თათი

  1. nata miyvarxar :* :* :* :)))))))
    da dsalian magari posti iyo es🙂 badnieri posti :* :* :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s