უნივერსიტეტი

გამოცდები მაღლივში-to be or not to be?

რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტში ახალი რეფორმა გაატარეს: გარკვეულ საგნებში გამოცდები მაღლივში დაინიშნა. ამბობენ, რომ საბოლოოდ ყველა გამოცდა მაღლივში ჩატარდება.
ამ ყველაფერს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. დავიწყოთ პლიუსებით, რადგან ძალიან ცოტაა და მალე მოვრჩებით😀
პირველ რიგში, მოიმატა სწავლის დონემ. მაღლივში გადაწერა, თითქმის, შეუძლებელია, რადგან გატოვებინებენ ჩანთას, კონსპექტებს, მობილურს, კალკულატორს და რავიცი, ყველაფერს. მაგიდაზე უნდა იდოს მარტო პირადობა, სტუდბილეთი და კალამი, მეტი არაფერი. შესაბამისად, გარისკვა არ ღირს: თუ ჩასაფრებულმა დამკვირვებლებმა შპარგალკა აღმოგიჩინეს, მაშინვე გაგდებენ. სხვისგან გადაწერის შანსიც ძალიან მცირეა: ერთ დარბაზში გამოცდას რამდენიმე ფაკულტეტის ბავშვები წერენ. შესაბამისად, გვერდით ან ბიოლოგი ან ეკონომისტი გეჯდება (თავად კი პოლიტოლოგიას წერ).
მეორე პლიუსი არის ის, რომ საგამოცდო ცენტრი ნიშნავს გამოცდის თარიღს. ე.ი. გამოცდები ერთმანეთს ისე ხშირად აღარ ემთხვევა. თუმცა, ეს ვარიანტი ყველასთვის დადებითი არაა, რადგან თუ ყველა საგანს მაღლივში არ აბარებ, მაშინ ლექტორის დანიშნული და საგამოცდო ცენტრის მიერ არჩეული დროები ერთმანეთს აღარ ემთხვევა.მერე მიდის სტუდენტების ნერვების წეწვა და მცდელობა, რომ როგორმე რომელიმე გამოცდა გადაიწიოს.
ახლა კი მინუსებიიიი
პირველ რიგში, არაპუნქტუალურობა: სამის ნახევარზე დანიშნული გამოცდა, რეალურად, სამზე ან ოთხის წუთებზე იწყება. მანამდე კი სტუდენტები გარეთ დგანან და მაღლივში შეშვებას ელოდებიან. ზაფხულში კიდევ არაუშავს, აი ზამთარში გარეთ ყოფნა მართლა საშინელებაა. შენობაში შესვლის შემდეგ ტოვებთ ჩანთებს და ადიხართ ზემოთ, სადაც ლეპტოპებთან მსხდარი დეიდები თქვენს საიდენტიფიკაციო ნომერს გაძლევენ (რითიც საჭირო აუდიტორიას და მაგიდას მიაგნებთ). დეიდები ძალიან ნელა მუშაობენ, ცოტანიც არიან და ეს პროცესი უაზროდ დიდხანს იწელება.
დარბაზები არ თბება!!! ყოველ შემთხვევაში, შარშან. წელს რამდენიმე აუდიტორია გამთბარი იყო, რამდენიმე კი არა (უზარმაზარ აუდიტორიაში პატარა რეფლექტორი არ ითვლება). შესაბამისად, ისე ცივა, რომ მართლა გრძნობ ტვინის უჯრედების კვდომას. საგამოცდო ბილეთების დარიგებასაც დიდი ხანი მიაქვს და ბოლოს, როგორც იქნა, წერა იწყება. სამწუხაროდ, სიმშვიდე და სიწყნარე ხშირად არ არის. მთელი გამოცდის განმავლობაში ისმის კურატორების ხმამაღალი შენიშვნები, პოლემიკა სტუდენტებთან (თუ სტუდენტი სიმპატიური მამრია და კურატორი ქალი-ფლირტიც :-შ) და ასე შემდეგ. პირადად მე, ძალიან გამიჭირდა კონცენტრირება.
და კიდევ ერთი დიდი მინუსი (ოღონდ მაღლივის არა, უფრო ლექტორების): უფრო ნელა რომ გაასწორონ ნაშრომები არ შეიძლება? სად გვეჩქარება, იქითა წლამდე მოვიცდით და მერე დიპლომში ჩახედვით გავიგებთ ქულებს😐
უფრო მეტი ორგანიზებულობა, მეგობრებო🙂

2 thoughts on “გამოცდები მაღლივში-to be or not to be?

  1. ყოველივე გამოსწორებულია დღეისათვის, პუნქტუალურობის გარდა🙂 ეგეც გაუმჯობესებულია🙂

  2. ნუთუ? არ მჯერა, ზაფხულში არაფერი არ იყო გამოსწორებული და როდის შეცვალეს?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s