დასახარისხებელი პოსტები

ჩემი ოცნების ბიბლიოთეკარი

ვინმეს გინახავთ საყვარელი ბიბლიოთეკარი? მგონი ბიბლიოთეკარების არჩევისას მთავარი კრიტერიუმია ჰქონდეს საშინელი ხასიათი, კლიმაქსი და გაქანებული ნევროზი. თუკი ამ ყველაფერს გაუთხოვრობაც დაემატება, კანდიდატი მიღებულია!
პირადად მე, სულ ასეთები მხვდებიან. ისეთი სახით მაძლევენ წიგნებს, თითქოს რამე მოვპარე და ვუბრუნებ. აბსოლუტურ უმრავლესობას ეზარება წიგნების გამოტანა და ჯიუტად მიმტკიცებენ, რომ არ აქვთ (არადა, კართოტეკა საპირისპიროს მეტყველებს). მოკლედ, საშინელი ხალხია.
ასე ვფიქრობდი დღემდე. დღეს კი დავრწმუნდი, რომ გამონაკლისი ბიბლიოთეკარებშიც კი არსებობს! ეს ყველაფერი მაღლივში მოხდა🙂 მინდოდა ზურა დავითაშვილის “ნაციონალიზმი და გლობალიზაცია”, რისთვისაც ზემოთ ხსენებული სასწავლებლის ბიბლიოთეკაში მომიწია მისვლა. ისე თბილად მიმიღეს, რომ გავოცდი, მართლა. წავიდა ბიბლიოთეკარი და დიდხანს ეძება ჩემთვის სასურველი წიგნი, ბოლოს კი მომიბოდიშა-გატანილია და ვერ ვნახეო. მეთქი აწი სულ აქ ვივლი, რას ვაჭმევინებ ნერვებს წერეთლის ბიბლიოთეკის ნევროზიან ქალებს-თქო.
მოკლედ, წამოვედი ბედნიერი და გახარებული. ასე რთულია გავუღიმოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს? ფაქტია, რომ ძალიან სასიამოვნოა.

4 thoughts on “ჩემი ოცნების ბიბლიოთეკარი

  1. უხ, ნუ იტყვი!
    წერეთლის ბიბლიოთეკის ქალებს რა დამავიწყებს, ისეთი სახით დგანან, თითქოს მათხოვარი მიხვედი და ფულს სთხოვ ან რაღაც😐

  2. მე ვაჟაზე დავდივარ ბიბიოთეკაში იქ ნორმალური ხალხია მაგრამ შიგნით ხდება საოცრება =)))))) არასდროს შუქი არ არის… და ვეჩნა ვიღაცა ჭამს რომ მიდიხარ =)))) მაგრამ ახლოა და ჯერ ისეთ წიგნებს ვითხოვ რაც საძებნელი არ არის ეტყობა :)))) ისე მაღაზიებშიც ეგ პრობლემაა ჩემსთან სანამ ხელებს ფეხებს არ გაიქნევ და არ შეიმჩნევ რომ იქ ხარ კაციშვილი ყურადღებას არ მოგაქცევს მარა საკმარისია მამრობითი სქესი შემოვიდეს ათი ერთზე მიდის😀

  3. minda gitxra rom mandac dzalian gagimartla maglivshi sul 2 qalia kargi da sasiamovno, albat ert-erti shen shegxvda…..:))))) ai danarchenebiiiiiiii…:((((((

  4. ჩემს სკოლაში იყო ძალიან საყვარელი ბიბლიოთეკარი❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s