ყველაფერი ჩემ შესახებ

Not gone with the wind

გუშინ იმ განზრახვით დავიძინე, რომ დილას გვიან გავიღვიძებდი და ქარიან ამინდს ფანჯრიდან მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდი. მერე ვნახავდი რაიმე ფილმს, გავაკეთებდი რამდენიმე ჩანაწერს, წავიკითხავდი sex and the city-ს და უამრავ ახალ ალბომს მოვუსმენდი.
გუშინ გამოცდებს მოვრჩი. მართალია, ერთი დამრჩა, მაგრამ ხუთ თებერვალს, ამიტომ სათვალავში ჩასაგდები არც არის. ზემოთ ჩამოთვლილი activities კი არის ყველაფერი ის, რაც ამ პერიოში მაკლდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბეზდელნიკობა : )
ამინდმა გული არ მატკინა: მართლა საშინელი ქარია და ძალიან მიხარია, რომ გარეთ გასასვლელი არ ვარ. წიგნიც წავიკითხე, ფილმსაც ვუყურე, ფანჯრიდანაც ვათვალიერე ადამიანები, დღიურიც ვიპოვე, ბლოგიც განვაახლე, აქთ-იქით ვიბოდიალე…
და მივხვდი, რომ უკვე ცუდად ვარ : ) და უკვე მენატრება საქმიანობა, გადარბენა, რაიმეს მოსწრება, საბოლოოდ მაინც კარგად გაკეთება და ა.შ.
სამსახური მინდა. ენერგია ულევი მაქვს : ) მაგრამ, რაღაც ჩაკეტილი ვარ, ბიძგი მჭირდება. ბიძგი კი არადა, დიდი წიხლი : )
ზემოთ ვახსენე, ფილმს ვუყურე-თქო. The Holiday. ბოლოს ვბღაოდი-ცხოვრებაში რატომ არ ხდება ასეთი სასწაულები??? არავინ დაიწყოს იმის მტკიცება, რომ ხდება. არც იმის, რომ სასწაულებს ჩვენ თვითონ ვქმნით და ბლა ბლა. ისე, ამ ბოლო თეზისზე კამათი საკუთარ თავთან კიდევ შეიძლება, მაგრამ წინა უდავოა. ჯეკ ბლეკი კიდევ ძალიან დიდი ხანია, რაც უგონოდ მიყვარს :წუბ:
ხო არის აბსოლუტურად იდიოტური პოსტი? Once in a blue moon ყველას აქვს ასეთი პერიოდები. თუკი ბოლომდე წაიკითხეთ, დიდი მადლობა :* ესე იგი, გაინტერესებთ :*

7 thoughts on “Not gone with the wind

  1. ჰმ… იმაზე რომ ცხოვრებაში არ ხდება ეგეთი სასწაულები გეთანხმები.. ჯეკ ბლეკს რაც შეეხება მეც მიყვარს ძალიან :(:(:(:( საერთოდ ეგეთი ტიპის კაცები :(:(:(:( ნერვები მეშლება ყველას ყოველდღიურობა ერთმანეთს რომ გავს :((((( რითი უნდა ვუშველო ამას?? :(:(:(:(:(

  2. როგორ მესმის შენი.
    ამაზე დიდი სიმართლე არ მომისმენია, ბიძგი კი არა წიხლიო😐 და როცა მოგვხვდება ეს წიხლი, მერე ვწუწუნებთ ხოლმე.

    ეგეთი სასწაულები, ბუნებრივია, არ არსებობს, როგორც მაგ ფილმში. სამაგიეროდ “ჯასპერები” ბლომად არიან (მგონი, ქეითის გმირის ბრიტანელ კაცს ასე ჰქვია) და რა ჯანდაბად გვინდა!😀 სასწაულებს შენ ვერ შექმნი, ღმერთი ქმნის ასეთ რამეებს და ჩვენ, უბრალოდ, უნდა დავინახოთ. რა ძნელია, gosh.

    ესეც გაივლის, როგორც ლურჯი მთვარე გადაიქცევა დიდ ყვითელ მზედ😉

  3. არადა მაგ ფილმის აღწერაში, allmoveis.ge-ზე ვიღაცას ეწერა, ეს მსუქანა ვინაა მოაშორეთო😐 ვიღაცას კიარა ყველას😦 ლამის საჩხუბრად დავრეგისტრირდი :))

  4. ჯასპერი, უბრალოდ, ილუზიაა, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით, თავზე ვიხვევთ და მერე ვსხედვართ და ვწუწუნებთ😐 აი ის მომენტია ძალიან მაგარია, როცა უინსლეტი იგრძნობს, რომ დაიკიდა ჯასპერიც და ყველაფერიც და ახალ “მეს” რომ აღმოაჩენს🙂 მშურს სასტიკად😦

  5. როგორ მიყვარს Holiday! დღეს სახლში ჯდომის დღე იყო მართლაც და მეც ლექცია წარმატებით გავაცდინე :))

  6. მე არდადეგები დამეწყო და ვნეტარებ :))

  7. წიხლი კიდე ლაითად ნათქვამია თავში ქვა ან რამე ეგეთი გვინდა ჩვენ რო ვმუშაოთ😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s