დასახარისხებელი პოსტები

ტიტანიკი

მისი საერთო წონა 52 310 ტონა იყო, სიგრძე 268,83 მეტრი, ხოლო სიმაღლე 53,3 მეტრს აღწევდა. გემს 20 სამაშველო ნავი ჰქონდა, სადაც 1178 ადამიანი ეტეოდა. რიცხვი შთამბეჭდავია, მაგრამ არანაკლებ დიდია ტიტანიკის მგზავრთა საერთო რაოდენობა- ის 3547 ადამიანზე იყო გათვლილი.

ტიტანიკის პირველი ცურვა 1912 წლის 10 აპრილს ედვარდ სმიტის კაპიტნობით შედგა: ის საუთჰემპტონიდან ნიუ იორკისკენ გაემართა. გემზე 2240 ადამიანი იმყოფებოდა. ტიტანიკმა ორი დღე მშვიდად იცურა. 14 აპრილს, ღამით, საშინლად მოყინა: ცა სუფთა იყო, მთვარე არ ჩანდა. კაპიტანმა სმიტმა, რომელსაც აისბერგების ახლომახლო არსებობის მაუწყებელი შეტყობინებები გადაეცა, ხომალდის კურსი სამხრეთით აიღო. კვირასაც მოდიოდა მესიჯები იმის შესახებ, რომ ტიტანიკს გზად დიდი აისბერგი ეღობებოდა, თუმცა ტელეფონისტები იმდენად იყვნენ მგზავრთა შორის შეტყობინებების გადაცემით დაკავებულები, რომ ეს ინფორმაცია მხედველობიდან გამორჩათ. შედეგად, გემბანზე მდგარმა ოფიცერმა მერდოკმა უცებ ყინულის უზარმაზარი მთა დაინახა.

ინფორმაცია მთელ რაზმს გადაეცა, თუმცა, დაგვიანებით: შეჯახების შედეგად გემში წყალმა შეაღწია და ხუთი განყოფილება გაავსო. ეს მაშინ, როდესაც ტიტანიკს ოთხი სავსე განყოფილებით შეეძლო ცურვა და არა ხუთით. კაპიტანმა სმიტმა სამაშველო ნავების მომზადების ბრძანება გასცა და “ქალები და ბავშვების” პრინციპით მგზავრთა ევაკუაცია დაიწყო. ღამის ორი საათისთვის გემმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ორად გადატყდა: ცხვირი ჩაიძირა. კიჩო ჯერ ვერტიკალურად გასწორდა, შემდეგ კი ისიც წყალქვეშ გაუჩინარდა.

2223 ადამიანიდან მხოლოდ 706 გადარჩა. გადარჩენილთა რიცხვი შეიძლებოდა უფრო მეტიც ყოფილიყო: თავიდან ხალხი ვერაფერს მიხვდა და ცხოვრება ჩვეულებრივად განაგრძო. ამიტომ, გემბანზე უმეტესობა დროულად ვერ მოხვდა და ნავშიც ვერ ჩაჯდა. პირველი ნავი, მაგალითად, 63-ის ნაცვლად 12 ადამიანით წავიდა! უპირატესობა, რა თქმა უნდა, პირველი კლასის მგზავრებს მიენიჭათ.

კატასტროფის შემდეგ დაღუპულთა ცხედრების ძებნა დაიწყო. მათი სასაფლაო ჩაძირვის ადგილიდან უახლოს ქალაქ ჰალიფაქსში მოეწყო. გვამების ნაწილი ახლობლემა ამოიცნეს, დანარჩენები კი, უბრალოდ, ნომრებით არიან დაკრძალულნი. გარდაცვალების მიზეზი თითქმის ყველას ერთი ჰქონდა-ჰიპოთერმია, ანუ სხეულის ტემპერატურის უკიდურესი დაცემა. ისინი ატლანტის ოკეანის ცივ წყალში გაიყინნენ.

ტიტანიკის დაღუპვა ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო უბედურებაა, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სწორედ ამ რეალურ ამბავზე ააგო ჯეიმს კემერონმა ფილმი “ტიტანიკი”, რომელსაც ფონად გამოგონილი სასიყვარულო ისტორია გასდევს. მისმა ბიუჯეტმა ორასი მილიონი დოლარი შეადგინა, რის გამოც ის 1997 წლისთვის ყველაზე ძვირადღირებული კინონაწარმად დასახელდა. ფილმი მალე გახდა გახმაურებული და სენსაციური. ისეთივე, როგორიც თავად ისტორიაა, რომელიც დაღუპულ გემსა და უამრავ დაკარგულ სიცოცხლეზე მოგვითხრობს.

3 thoughts on “ტიტანიკი

  1. რაღაც-რაღაცების დამატება შეიძლებოდა, მაგრამ საერთო ჯამში კარგია. მიხარია, რომ ამ გემს არ ივიწყებენ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s