მედია პოსტები · უნივერსიტეტი

ჯურღმული, იაპონური და ბევრი სითბო :)

ამ პოსტის წერისას არ ვარ ჟურნალისტი. ვარ სტუდენტი, რომელიც გამოხატავს თავის სუბიექტურ აზრსა და დამოკიდებულებას🙂
იაპონურს ვსწავლობ.
ოჰაიოო გოძაიმას(უ)😛
და ამ ყველაფერში სულ შემთხვევით გავყავი თავი.
ჯგუფელები რადიოს ლექციიდან გამოვედით და დავიწყეთ ბჭობა იმაზე, თუ როგორ გაგვეტარებინა ტელეს ლექციამდე დარჩენილი ორი საათი. ამ დროს დავინახე განცხადების დაფაზე გამოკრული ფურცელი, სადაც ეწერა, რომ იაპონური ენის შესწავლის მსურველებს მეორე კორპუსში სტივენ ლოიდი ელოდა. მეთქი, წავედით იაპონური ვისწავლოთ😀
არავინ წამომყვა. ძალით წავათრიე და ჩავედით მეორე კორპუსის ჯურღმულ აუდიტორიაში. იქ დაგვხვდა რამდენიმე სტუდენტი და საშუალო ასაკის, გაღიმებული და ქართულად აქცენტით მოსაუბრე ადამიანი. თავიდანვე მომეწონა, მართლა. აი, ხომ აქვს ზოგს ისეთი აურა, რომელიც გიზიდავს, გათბობს და შენც დადებითად განგაწყობს? სწორედ ასეთი ჰქონდა. ჩამოვსხედით ყველა სკამებზე და დიდი ინტერესით შევაცქერდით ამ ადამიანს.
როგორც უკვე ვთქვი, სტივენ ლოიდი ჰქვია. მამით ინგლისელია, დედით ქართველი. თან ბაგრატიონი🙂 კითხულობს ლექციებს ლონდონის უნივერსიტეტში და იცის, დაახლოებით, 12 ენა :O(პოლიგლოტობა ჩემი ოცნებაა :X). ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ აღმოჩნდა ამ სუნიან, დამპალ, ძველ, მახინჯ და ცივ აუდიტორიაში? იქ, სადაც აბსოლუტურად ყველა ოცნება სამარდება და სადაც მომავალი უპერსპექტივო გეჩვენება?
(საუბარია უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სუულ დაბლა რომაა იმ აუდიტორიებზე. თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ, არასდროს დაგავიწყდებათ).
უბრალოდ, ჩამოვიდა იმისთვის, რათა ქართველებს რაიმე ენა ასწავლოს. ისეთი ენა, რაც არ არის გავრცელებული და რასაც, ალბათ, ცხოვრებაში ვერც ვისწავლიდით ვერასდროს. მაგალითად, იაპონური. თან უფასოდ, უსასყიდლოდ, უარაფროდ. “დედაჩემის ხათრით”, ასე ამბობს. ვინმეს რომ ეთქვა, ალბათ არ დავიჯერებდი, რომ ადამიანი ასე არაფრის გულისთვის შეიძლება ჩამოვიდეს დიდი ბრიტანეთიდან, გაატაროს აქ ერთი წელი მარტო იმიტომ, რომ მე რაღაც ვისწავლო🙂 მაგრამ, სტივენს რომ უყურებ, ეს ავტომატურად გჯერა.
უკვე 2000 სტუდენტი სწავლობს იაპონურს. ორი ათასი🙂 ძალიან ბევრია.
ჩემმა ჯგუფელებმა მასზე პორტრეტი გადაიღეს. პრეზენტაციები ჯერ არ გვქონია, ამიტომ ვერ დავდებ ახლა ვიდეოს, თუმცა თუ ვინმეს დააინტერესებს გამოვართმევ მერე და ავტვირთავ.
ისე, ძალიან გამიხარდა, რომ ამ პრაგმატულ და ცივ საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიკეთეს, უბრალოდ, აკეთებენ და შენგან მარტო იმას ითხოვენ, რომ ეს სიკეთე მიიღო. მეც ვცდილობ, რომ მივიღო.
უკვე ვისწავლე ელემენტარული ფრაზები, ანბანს ვსწავლობ. აქვე დავძენ, რომ იეროგლიფებს არ ვეხებით: მათი რიცხვი 3000-ს აჭარბებს და ივნისამდე დაძლევა შეუძლებელია. იაპონური ანბანი ორად იყოფა:კანჯი და კანა. სწორედ კანჯი არის იეროგლიფები, ჩვენ კი კანას ვსწავლობთ. კანა ორმარცვლიანი ანბანია და მისი შესწავლა ფანტასტიკის სფეროს არ განეკუთვნება :))
ძალიან სასაცილო ენაა. მაგალითად, ფეხსაცმელი იაპონურად არის ქუცუ (შრიფტი არ მაქვს შესაბამისი, sorry :P). “ეს რა კარგი ქუცუ გქონია”😀
ჩემი სივი უკვე გამდიდრდა ახალი ენით, რომელსაც ჯერ მხოლოდ დაწყებითი დონე უწერია.
მთავარია, დაიწყო🙂

25 thoughts on “ჯურღმული, იაპონური და ბევრი სითბო :)

  1. რა საინტერესო ადამიანია, შეგიძლია პრეზენტაცია მერე ბლოგზეც დადო?

  2. უი ეს კაცი ვიცი : ))ჩემ სკოლაში ასწავლის და ჩვენთანაც შემმოვიდა უფასოდ ვის უნდა სწავლაო : ) ბევრი კი ჩავეწერეთ მაგრამ მერე ზოგი არ მივიდა, ზოგმა ვერარ მოახერხა და ასე : )) მაგარი კაცია :)))

  3. უუ.. აუცილებლად ვისწავლი იაპონურს. აი, ჯერ გერმანული ავითვისო ადამიანურად და :უსერ:

  4. მგონი ყველასთვისაა, დაწერა აქ დრიმ თელერმა სკოლაშიც იყოო🙂

  5. vnanob, rom mec studentobisas shansi davkarge, shemezlo meswavla🙂
    kargi gadawyvetilebaa

  6. au isev tu dadixart mand vinme mitxarit ra rodis movide..cotaxnit dasveneba ro gamovacxadet mas mere vcdilob da vegar movxvdi iaponurze..arada dzalian minda da sad tardeba an rodis mitxrat ikneb..exlac magitom mivedi me2 korpusshi da ver vipovne.ase rom resurscentrs shevafare tavi da vpostav aq

  7. თუ არ ვცდები პირველი მარტიდან უნდა განახლდეს სწავლა

  8. მშვენიერი წამოწყებაა , მე იაპონური ენა ვიცი და სხვათაშორის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა მისი შესწავლა , ანუ კერძო მასწავლებელთან რომ იარო. თან საკმაოდ დიდი კურსია , კანჯები დაახლოებით 2500 – ამდე უნდა იცოდე კაკ მინიმუმ , შემდეგ ეს ორი ანბანი …. ძალიან კარგია , შანსი არ გაუშვათ ელემენტარული რომ იცოდეთ 🙂

    ისე კანჯებზე რომ გადახვალთ მეც შემოვალ თქვენს კურსებზე🙂
    ისე დაბლა ჯურღმულში ნამყოფი ვარ და რომელი აუდიტორიაა ზუსტად რომ მითხრა ?

  9. me dges gavige shemtxvevit, drois gayvana mindoda da chems 5 megobartan ertad gavwie da is movixible ise rom ravici. gagijebuli var sixarulit da mteli dgea davatrev rveuls da vimeoreb frazebs.
    minda droze movishore sxva samecadinoebi, rom daviwyo kataganasa da hiraganas xmovnebisa da ka jgulis wera🙂
    dzalian, dzalian magaria🙂

  10. იაპონური ენის უფასოდ შესწავლის მსურველებს გთხოთ მობრძანდეთ თსუ_ს მეორე კორპუსში ორშაბათს 11 საათზე 012 აუდიტორიაში ან სამშაბათს 11 საათზე 012 აუდიტორიაში.
    არ ინანებთ, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით

  11. მშვენიერი წამოწყებაა.
    მსურველები თსუ-ს მეორე კორპუსში უნდა შეგეხმიანოთ?კიდევ შეიძლება სწავლის ფერხულში ჩაბმა,თუ უკვე დაგვიანებულია?

  12. გვიანი არასოდეს არ არის, მთავარია დაიწყოთ.

  13. გამარჯობა,იაპონურის შემსწავლელთა ჯგუფი სექტემრიდან დგება?
    მადლობას გიხდით წინასწარ

  14. moambeshi vuyure reportajs da mere mteli kviraa davedzebdi sad atarebda leqciebs rogorc iqna wavawydiiii:)))) didi madlobaaaa:)))

  15. ახლა ვნახე ესპოსტი, შემთხვევით ამომიგდო გუგლმა🙂
    მეც დავდიოდი სტივენტან.
    არ მიყვარს ეს სუტყვა, მაგრამ უნდა ვიხმარო და ვთქვა რომ უსაყვარლესი ადამიანია :))

    მართლა არ მიყვარს ეგ სიტყვა მაგრამ თვითონაც რა მაგრა გამოთქვამს? რამდენი ახლოს ჩამივლის იმდენი მოვა და რა საყვარელი ხარო ისეთი ხმით მეუბნება ვკვდები სიცილით. ძალიან მაგარი ადამიანია :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s