პრობლემური პოსტები

რაც ყველაზე ძალიან მომბეზრდა

პირველ რიგში, მომილოცეთ ქართული ფონტის დაინსტალირება. აი, იმის-მარჯვენა კუთხეში, დაბლა KA რომ აწერია. ჩემი დაუდევრობის წყალობით რამდენიმე კვირა მის გარეშე ვიყავი, რაც ჩემს ბლოგსაც შეეტყო.
მინდა ეს პოსტი ახალ წელს მივუძღვნა (რა ორიგინალურობაა).
ახალი წელი ჩემთვის არის ალკოჰოლიკებისა და სხვადასხვა ასაფეთქებლების მოყვარული ადამიანების დღესასწაული. ჭამისტების კიდე. სამწუხაროდ, არცერთ მათგანში არ შევდივარ. პირველი და ორი იანვრის მერე ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ნორმალური ცხოვრება და როდის დაუწყნარდებათ ადამიანებს სმისგან გასიებული თავები.
პირველში მაკდონალდსთან გავლისას ნაყინი მომინდა. ჩემდა გასაკვირად, მუშაობდნენ და ხალხიც ბლომად იყო. მართლა გამიკვირდა. მეგონა, რომ მთელი დღე ხალხს თავი საცივში ედებოდა და ალოკჰოლს დაისხავდა თავზე. კიდევ უფრო მაგრად გამიკვირდა ის, რომ გუშინ კინოში ბილეთები ძლივს ვიშოვეთ: სავსე იყო დარბაზი. არადა, მეგონა რომ ჩემნაირი ახალი წლის ღრეობების მოძულე ცოტა იქნებოდა.
დასკვნა: მე მარტო არ ვარ🙂 ახალმა წელმა სახე უნდა იცვალოს, თორე იმდენად მოსაწყენი და ერთფეროვანი ხდება, რომ ხალხს კინოსკენ და მაკდონალდსისკენ მიუწევს გული (მე, მაგალითად).
ამიტომ, უკვე ახლა ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ რა ალეტერნატივა უნდა მოვუნახო საცივსა და თონის პურს, ინდაურთან ერთად (ნუთუ ვინმეს ამქვეყნად ინდაურის ხორცი უყვარს?!). ღვინო და ალკოჰოლური სასმელები შეიძლება ჩანაცვლდეს, მაგალითად, სანგრიათი, რომელიც მულფის დაბადების დღეზე საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა🙂
მოკლედ, იდეები მოვა. მთავარია ყველას გაუჩნდეს რაღაც ახლისა და განსხვავებულის სურვილი. მე გამიჩნდა, შენ?

2 thoughts on “რაც ყველაზე ძალიან მომბეზრდა

  1. ხვალ რომ შემოხვალ, ალ]ატ, გული გაგისკდება ეს რა პოსტები ამოუქექიაო, მაგრამ ”სანგრია” ამიღწერე რაა : ) ერთ ცემს საყვარელ სიმღერაშია ანხსენები და მაინტერესებს როგორია❤

  2. სანგრია არის ესპანური სასმელი, ღვინო_ციტრუსები, საოცარ არომატს აძლევს. ნუ, მე ასე მაქვს დალეული და იმედია რეალური რეცეპტიც ესაა :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s