დასახარისხებელი პოსტები

უკან 90-იანებში :D

მაღაზიასთან რიგში, ალბათ, ოთხმოცდაათიანი წლების მერე არ ვმდგარვარ. სამაგიეროდ, დღეს, მთელი თხუთმეტი წუთი გავატარე მოქაქანე ქალებსა და მჟავესიფათიან დაცვასთან ერთად?
სად?
მანგოს რიგში😀
50%-იანი სეილის აღსანიშნავად.
უნივერსიტეტიდან მოვდიოდი. მეგობარმა დამირეკა, გამოფენაზე გავიდეთო, სადრაც თხუთმეტ წუთში მოვალ და მანგოსთან დამელოდეო. კაი მეთქი და დავდექი მანგოსთან, ანუ ავტომატურად რიგში. მეეთქი არავინ გამოიაროს ნაცნობმა აქ არ დამინახოს :კომპლექსიან:
ბოლოს ჩამომეფარნენ ქალები და აღარ ვჩანდი😀
მანგოზე კაი ხანია, რაც აღარ ვგიჟდები, თან ეს კოლექცია დათვალიერებული მქონდა და არაფერი არ მომწონებია. მაინც ვიდექი😀
სირცხვილის და თავზე ლაფის დასხმის პიკი იყო ორი გაოცებული ჩინელი გოგონა, რომლებიც სურათებს გვიღებდნენ და იცინოდნენ😐 აი მანდ გავჭედე, მეთქი გამიშვით/გამატარეთ, მაგრამ ამ დროს შემაგდეს მაღაზიაში.
შიგნით თავს ნამდვილ ბურჟუად ვგრძნობდი, ხოლო გარეთ მდგომი ქალები ჩემს დასამხობად მომართულ პროლეტარიატად მეჩვენებოდა.
ბოლოს პროლეტარებში ჩემი მეგობარი დავლანდე, ვუქნიე ფანჯრიდან ხელები, მაგრამ ვერ დამინახა. მერე იქვე დაგდებული ჯემპრი დავუქნიე და შემამჩნია. დავუძახე გამოვალ თქო და გამოვედი, შევერიე გაყინულ ბრბოს.
მოკლედ, რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით😀 არ დადგეთ მანგოს რიგში. ჯერ ერთი, არ ღირს: არცერთი ნივთი თითქმის ბოლომდე არ არის გაორმოცდაათპროცენტებული (😀 ) და ფასები არც ისე კატასტროფულად დაბალია, როგორც შარშან. არც კარგი კოლექცია აქვთ და თან ყველაფერი უკვე მთებად ყრია. იგივე ფასებში შეიძენთ სხვა მაღაზიებში უკეთეს თუ არა, იგივე ხარისხის ნივთებს და თან გაცილებით კომფორტულადაც იშოპინგებთ.
გავსულიყავი მეც ლევისთან და იქ დავლოდებოდი, რა თავს ვიკლავდი :-??

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s