მედია პოსტები

Viva THT

ყოველგვარი პათეტიკურობისა და ფსევდო-პატრიოტიზმის გარეშე ვაცხადებ, რომ ძალიან მომწონს რუსული მედია! კერძოდ კი, გასართობი არხები და გადაცემები. რუსებს, ამ მხრივ, ყველაფერი ჩვენზე უკეთ გამოსდით: გემოვნებიანი იუმორი, კარგად შერჩეული მსახიობები და სტუდიები, უცხოური იდეების წარმატებული ქავერები და უნარი, დროულად მოხსნან გადაცემა სამაუწყებლო ბადიდან (ამ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხშირად გადაცემა ეკრანს ახმება, ან ბანძდება. ორივე საშინელებაა).

ამ მხრივ, ჩემი ფავორიტი THT-ა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რუსულად ლაპარაკი და ფიქრი ამ არხმა მასწავლა🙂 ეს კი საკმაოდ უცენზუროდ მოხდა-გადაცემით OKHA დიმიტრი ნაგიევთან ერთად :)). მახსოვს, სკოლიდან მოსული როგორ ველოდებოდი წინა დღის გადაცემის გამეორებას, საღამოს კი ახალს ვუყურებდი. ჩემი იმ პერიოდის დღიურები სავსეა დიმიტრისადმი სიყვარულის ახსნებით და გადაცემების განხილვებით:D. მოკლედ, ოკნაში მოდიოდნენ ადამიანები და საუბრობდნენ თავიანთ პრობლემებზე, რომლებიც ხშირად იმდენად აბსურდული და ინტიმური იყო, რომ თავისთავად ჩნდებოდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი თამაშდებოდა (მაგრამ, მაშინ გულწრფელად მჯეროდა ამ ისტორიების რეალურობა). ხშირად იყო ჩხუბები, დაცვის ჩარევები, წამყვანის ინტრიგები, უამრავი იდიოტობა და ეს ყველაფერი იმდენად დინამიკური იყო, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი. და არამარტო მე-შოუს საკმაოდ დიდი რეიტინგი ჰქონდა. რამდენიმეწლიანი დიდების შემდეგ, OKHA დაიხურა. თავიდან ძალიან დამწყდა გული, მეთქი ოოოო😐 ჩემი ნაგიევი და რამე🙂 მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, ნამდვილად არ დავწერდი ამ სიტყვებს დღეს ოკნაზე და რიგით “მოპროფილო” გადაცემად ჩავთვლიდი.

სწორედ ჩემი მოსწავლეობის პერიოდში დაიწყო რეალური შოუ “ДОМ 2”. ეს არის მეორე სანტა-ბარბარა, რომელიც არ მთავრდება :)) იდეა დევს იმაში, რომ ახალგაზრდები აშენებენ სახლს და ურთიერთობებს. შემდგარი და ბედნიერი წყვილი კი იგებს ამ აშენებულ სახლს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო თავიდან, ახლა კი რა არის, მგონი, ორგანიზატორებმაც არ იციან. სრული ბარდაგი. მაგრამ, მაინც ძალიან ყურებადი და წარმატებული. ადამიანებს ყოველთვის აინტერესებთ სხვისი პირადი ცხოვრება. განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების. შოუს მონაწილეებს ხელფასებიც კი აქვთ დანიშნული უკვე მგონი, იმდენად წარმატებულ რეალითის აკეთებენ:D გადაცემა ხუთი თუ ექვსი წელია რაც გადის და მაყურებელთა რაოდენობა იგივე ჰყავს! ეს ის შემთხვევაა, როცა რეიტინგი გადაცემის დახურვა/არდახურვაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. “ДОМ 2”-ს მეშვეობით ბევრმა მონაწილემ აიწყო სატელევიზიო კარიერა ( ვიქტორია ბონია და ოლგა ბუზოვა დღეს ტელეწამყვანები არიან).

შედარებით ახალი პროექტია “Счастливы вместе”. ეს არის ამერიკული სერიალის “Married…with children” რუსული ვარიანტი. მგონი, უკეთესიც :)) პირადად მე, ამერიკულზე მეტად რუს ბუკინებზე უფრო მეცინება (მაინც რამდენს ნიშნავს საბჭოური ფესვები :P).ეს არის ისტორია უიღბლო, ლუზერ ფეხსაცმელების გამყიდველზე, რომელსაც წითური/უსაქმური ცოლი, დებილი/მობოზანდარო გოგო და ასევე ლუზერი/ვაჟიშვილი ბიჭი ჰყავს. ნუ, სერიალში არიან ასევე მეზობლები და ძაღლი ბარონი (რატომ მაინცდამაინც ინგლისური ტიტული, ვერ ვხვდები). რავიცი, სასაცილოა😀

ასევე ძალიან ბევრს ვიცინი კომედი კლაბზე. იმ კომედი კლაბზე, რომელიც ასე უნიჭოდ გადმოვიღეთ ჩვენ და რომელსაც თავისი იუმორით გულისრევამდე მიჰყავს საზოგადოების მეტნაკლებად შეგნებული ფენა. აი ჩვენი ერთ-ერთი სისუსტე: როცა ვაკეთებთ რაიმეს ანალოგს, ვაკეთებთ ზუსტადაც რომ იგივეს და არ ვცდილობთ, რომ როგორმე ქართულ ხასიათსა და მენტალიტეტს მოვარგოთ. “Комеди Клаб” კი პაველ ვოლიასთან, ალექსანდრ რევა a.k.a ანტონ პირაჟკოვთან და დანარჩენებთან ძალიან მაგარია :)) თავისი ტონკი გასაზიზღრებებით და დახვეწილი იუმორით.

არანაკლებია კამედი კლაბის ფემინისტური ვარიანტი Comedy Woman. ნუ, ფორმატი იგივეა, ოღონდ ქალური-კაბარე, სადაც ქალები ხუმრობენ ერთმანეთზე და გარშემომყოფებზე. თითოეული ქალი სხვადასხვა ტიპაჟია და ცალ-ცალკე ყველა ერთმანეთზე მაგარი! ჩემი ფავორიტია რუსკაია ბაბა ტანია მაროზოვა😀 საინტერესო იქნებოდა ტიპიური ქართველი სოფლელი ( კარგი გაგებით ) ქალის ასეთი შესრულება😛 წამყვანზე არაფერს ვამბობ: ვგიჟდები ამ თავმოტვლეპილ ადამიანზე😀 საოცარი ქარიზმა და მიმზიდველობა აქვს, მესიმპატიურება კიდეც :))

Битва экстрасенсов. არ ვიცი, ამ შოუზე რა დამემართება რამდენიმე წლის შემდეგ: ოკნას მსგავსად, ჩავთვლი, რომ დადგმულია, თუ მერეც დავიჯერებ მის რეალოურობას. ეს არის გადაცემა ექსტრასენსებზე, მკითხავებსა და ნათელმხილველებზე, რომლებიც ხსნიან სხვადასხვა კრიმინალურ საქმეებს, აღწერენ ადამიანს მარტო ხელთათმანის ან თმის ღერის მეშვეობით, პოულობენ ადამიანებს უღრან ტყეებში და კითხულობენ ფურცელს, რომელიც დალუქულ კონვერტში დევს. მოკლედ, უყურეთ. საკმაოდ საინტერესოა.

ყველა ქალს ჰქონია პრობლემები მამაკაცთან. ზოგს არ უმართლებს და ეს პრობლემები იმდენად სერიოზულია, რომ ნორმალურ ცხოვრებაში უშლით ხელს:ოჯახები ინგრევა, წიხლით შედგებიან, ბავშვებს მიუყრიან, საყვარელს იჩენენ, ლოთდებიან და ა.შ. მათთვისაა გადაცემა “Клуб бывших жен”. გადაცემის წამყვანი ოთხი ქალია, რომელთაც გამოცდილი აქვთ, თუ რა არის როცა მწარედ დაგადებენ და ცხოვრებას გინგრევენ; როგორია ისევ ფეხზე წამოდგომა და ახალი ძალების პოვნა; რა გრძნობაა, როცა შენი ყოფილი წარმატებულს და ბედნიერს გხედავს (ხიხი ეს ძალიან მაგარია მართლა :p ). ისინი ეხმარებიან ასეთ გაუბედურბულ და გატისკულ ქალებს, რომ შეიცვალონ გარეგნობა, სტილი, მოიშორონ ყოფილების ნივთები და მოგონებები, დაიწყონ ცხოვრება ახლიდან და ბლა ბლა. ნუ, მე ვთვლი რომ ამეების გაკეთება თუ გინდა მარტოც გადასარევად იზავ, მაგრამ რავიცი :)) საყურებლად ძალიან საინტერესოა.

მე მიყვარს ახალგაზრდული სერიალები, შენ? მაშინ უნივერს უყურე. ვერ ვიტყვი, რომ დადარაჯებული ვარ როდის დაიწყება და მანიაკივით ვუყურებ, მაგრამ როცა შემხვდება ხოლმე არ ვმაზავ. თან, საერთო საცხოვრებელში არასდროს მიცხოვრია და შურით ვიწვი🙂 ძალიან მაგარი გოგო თამაშობს ისე, მმმმ🙂

და ბოლოს, Наша Russia😀 გალუსტიანი ჯერ კიდევ მასლიაკოვის კავეენიდან მახსოვს🙂 ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მიყვარს ეს გადაცემა, იმის ყურება, თუ როგორ ღადაობენ მთელ რუსეთზე და რუსულ მენტალიტეტზე😛 განსაკუთრებით ჰომოსექსუალი მეშახტე დულინი და მისი გულისსწორის, ნატურალი უფროსის მიხალიჩის ურთიერთობაზე ვღადაობ. ნუ, ტელემწამყვანი ჟორიკა ხო საერთოდ🙂

ჩემი საყვარელი გადაცემები THT-ს ფარგლებს ცდება, თუმცა არცერთ არხზე არ მხიბლავს ერთდროულად ამდენი შოუ🙂 ნეტა იმ დღეს მოვესწრო, როცა ასეთი რეიტინგული და წარმატებული არხი გვექნება ქართულ ტელესივრცეში. ეს იყო უგრძელესი პოსტი ჩემს ბლოგოკარიერაში, რომელსაც, სავარაუდოდ, ბოლომდე არც არავინ წაიკითხავს🙂 უბრალოდ, დიდი ხანია მინდოდა ამ არხისთვის პოსტის მიძღვნა და აი, ისიც😛
p.s. ამ პოსტის მერე, თუ სინდისი აქვთ, კი უნდა შემომთავაზონ თანამშრომლობა😀😀😀

13 thoughts on “Viva THT

  1. Simartle gitxra dges rusul mediashi (rusetshi vcxovrob da ubralod faqtis cinashi vdgavar) ar yofila shemtxveva rom damoukidebel arxs amdeni miegcios, daje, shabatobit rodesac 11ze comedy club gadis xalxi klubebshi ar midis, elodeba roca damtavrdeba da 12is mere gadis saxlidan =) arada aqaurebi ro ramem gaacheros tusovkaze casasvlelad ar vici ra unda iyos🙂

    viva tnt martla =) kuzya rulez =)

  2. მმმ მე წავიკითხე ბოლომდე და ნაწილობრივ გეთანხმები კიდეც : )

    ამ ბოლო დროს ტელევიზიას არ ვუყურებ, იშვიათად თუ მოვკრავ თვალს ისიც ქართულს , ამიტომ მიჭირს რამე გადაცემაზე კონკრეტულად ვთქვა : )

    თუმცა შარშან და შარშან წინაც ტელევიზორს ხშირად ვუყურებდი და მაშინაც ესე იყო , ძალიან მომწონდა გადაცემები , ალბათ მაგის მერე კიდევ უფრო განვითარდა რუსული მედია , საქართველოში კი რამდენიმე გადაცემის გარდა (რომლებიც დიდად არ მომწონს) ისევ ტირილისმომგვრელი შაბათის შოუ გადის🙂

  3. კუზია :))) მე მაიკლიც მიყვარს :->
    სადაც საქართველოში აქვს ასეთი რეიტინგი რუსეთში რა იქნება🙂
    მომწონს ;;)

  4. მეც იშვიათად ვუყურებ ტელევიზორს, როცა ვუყურებ-ძირითადად ტნტ-ს. რუსული მედია (ნუ საინფორმაციოზე არ მაქვს საუბარი და ობიექტურ/სუბიექტურ სიღრმეებში არ ვიჭრები) ყოველთვის ჯობდა ქართულს.
    თუნდაც თავისუფლების ხარისხით, რუსული ტოკ შოუები უფრო ახლოს დგას ამერიკულთან და ამიტომაა ბუნებრივი. ჩვენ კი თავისუფლების იმიტაციას ვცდილობთ😦
    საღოლ ბოლომდე რო წაიკითხე🙂 :*

  5. ჩემთან რუსულ არხებს არ აჩვენებს😐 არადა, აიეტი მაქვს იდეაში..

    პ.ს ნატ, ბოლომდე არავინ წაიკითხავსო – ძალიან კარგად წერ, მაგის შიში ნუ გექნება : ))

  6. ჰეჰე ნაგიევს რა დამავიწყებს, ოღონდ ყველაფერი შენი მონაყოლიდან ვიცოდი :D:D

  7. ჩემი პირველი ოცნების მამაკაცი იყო :)) წავსულიყავი პიარში, აშკარად წარმატებები მექნებოდა :)) ხო გავხადე თქვენთან დიმიტრი დაუსწრებლად დაუვიწყარი :->

  8. თბილისში მეც მარტო ტეენტეს ვუყურებ და ესტეესზე “პაპინი დოჩკი”-ს ჩემი უსაყვარლესი სერიალია მსოფლიოში.
    რუსული ტვ ყოველთვის ჯობდა ქართულს და ბევრ ევროპულსაც, ერთი – რომ კარგად იციან გაკეთება, თუნდაც გადაკეთება, მეორე თავისუფლები არიან, ლამაზები და არ იტყლარჭებიან, რაც, სამწუხაროდ, ქართულ მედიას ახასიათებს😦

    კომედი კლაბი არ მომწონს, ვოლიას ხათრით შევხედავდი ხოლმე ადრე, მე მიყვარს “უბოინაია ნოჩ”, პაშა წამყვანი ჩემი წარსულის სიყვარულია🙂 დომ 2-საც ვუყურებდი და მერე ჩემს თავს ავუკრძალე, იმდენად სისულელეა და სწერვებით სავსე შოუა, ადამიანობა შეგძულდება.

  9. მეც წავიკითხე ბოლომდე გაღიმებულმა იმიტომ რომ ჩემნაირი ადამიანი ვიპოვე😀 მეც მიყვარს ტეენტე და რაც ჩამოთვალე ოკნას გარდა (მაგ დროს პატარა ვიყავი რუსული არ ვიცოდი) ყველა გადაცემა მიყვარს :))))

    სახლში დამცინიან ხოლმე ოჰ ჩართო თავისი ტეენტეო,
    რომ ჩავრთავ ვეღარ მაგლიჯავენ..:D

    უი ხო ინტუიცია გამოგრჩა გენადი ბუკინთან ერთად😀

  10. ჰოო ბარვიხაც გამომრჩა, ისტორიი ბალშოვა გოროდაც გამომრჩა, მოკლედ უსასრულოდ გაგრძელდებოდა პოსტი ყველაზე რო დამეწერა🙂 ლოგინოვი მართლა მაგარი კაცია :->
    გავერთიანდეთ ტნტ-შიკები :))

  11. აი ცოტა დომ2-ზე გადაამლაშეს რა, ისეთი ბანძი ხალხია შეყრილი უკვე რო შეუძლებელი გახდა ყურება😐
    პაპინი დოჩის მეც ვუყურეეებ :))
    ოღონდ დიდი სიხშირით არა🙂 შავთმიანი გოგო მომწონს :->

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s