მედია პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

writing

წერა ბავშობიდან მიყვარდა. სულ რაღაცას ვწერდი. თითქმის ყოველ წელს ახალი დღიური მქონდა, ე.წ. მეგობრობის დღიურს კი წელიწადში ორჯერ ვიცვლიდი :)) თან სასტიკად ვაიძულებდი ყველას შეევსოთ. რამდენი მარგალიტი მაქვს დაგროვილი🙂
დღიურების გარდა მოთხრობებს ვწერდი, ნაწარმოებებს:)) თან ნინოსთან ერთად. ჩვენი ერთობლივი ფანტაზია სასწაულებს ახდენდა და “ჰოლივუდ ბულვარი” ნინოს ახლაც შენახული აქვს მგონი :))
“ჰოლივუდ ბულვარის” გარდა დაწერილი მაქვს პიესა “თავზეხელაღებულთა ხუთეული”, რომელიც ანუკის ძალიან მოწონდა და, ეჭვი მაქვს, დღესაც არ იტყვის უარს გადაკითხვაზე.
წლებთან ერთად ჩემი მხატვრული ლიტერატურით გატაცება მინელდა და, ძირითადად, პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საგნების წერაზე გადავედი. მაგალითად, ზემოთ ხსენებულ ანუკისთან ერთი წლის განმავლობაში სერიოზული მიმოწერა მქონდა გაჩაღებული. არადა, თვითონ ვაჟაზე ცხოვრობს, მე ვაკეში და სრულიად გაუგებარი ხდება რატომ გადავწყვიტეთ მიმოწერა :)) უბრალოდ, დედაჩემი მაშინ ვაჟაზე მუშაობდა და ჩვენი ფოსტალიონის როლს ასრულებდა :)) ეს ყველაფერი მეშვიდე კლასში ხდება, ცუდი არაფერი იფიქროთ ჩემს მენტალობაზე (ანუკისაზე ხო საერთოდ, ორი წლით დიდია ჩემზე🙂 ). ვერ წარმოიდგენთ, რა ღადაობაა ძველი წერილების წაკითხვა. გული მწყდება, მეტი რომ არ დავწერეთ😦
მერე გავიდა დრო, ჩავაბარე ჟურნალისტიკურზე და, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ნელ-ნელა მოვუკელი წერას. ჰოლივუდებზე და წერილებზე არ მაქვს ლაპარაკი, დღიურებსაც აღარ ვწერ. არადა, ჩემი დღიურები ყველაზე ძვირფასია, რაც გამაჩნია. მთელი ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბება მაქვს აღწერილი, ყველა ის მოვლენა, რამაც ჩემს ფსიქიკაზე კვალი დატოვა და დამამახსოვრდა.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წერა მეზარება, არის ის, რომ წერა მეზარება! ანუ მეზარება კალმის (პასტის) ხელში აღება და წერა. მე ვორდის თაობის წარმომადგენელი ვარ და გაცილებით უკეთ ვბეჭდავ, ვიდრე ვწერ. ბლოგი ვერ დავამუღამე: ის თემები, რისი აღწერაც მინდება ხოლმე, სულაც არ არის განკუთვნილი ფართო აუდიტორიისთვის. ამიტომ ვწერ ასე იშვიათად. უფრო ხშირად დღიურთან დაბრუნება მინდება, მაგრამ როცა წარმოვიდგენ, როგორ უნდა მომტყდეს თითი წერით, “გადამინდება” ხოლმე.
ნათურა აინთო!!!
ვორდში ავკრეფ ჩემს “სადღიურე მასალას”, ამოვბეჭდავ ლამაზ ფურცელზე და შევინახავ🙂 უკვე წარმომიდგენია, რამდენს დავწერ🙂
ეს კი ჩემი დღიურებია, არასრული შემადგენლობით, რამდენიმე დავამატე ამ ფოტოს გადაღების მერე🙂

6 thoughts on “writing

  1. აუ წერა მეც ძალიან მიყვარს, კარგია რომ დღიურები დღემდე გაქვს შემონახული, ჩემი დღიურების ნახევარზე მეტი ნაწილი გაქრა😦 და დღემდე მივტირი… : (

  2. რა მოუვიდათ😦 დღიურების დაკარგვა როგორ შეიძლება😦

  3. me kidev piriqit ragac sxva urtiertoba maqvs purceltan🙂
    ise magari ideaa amobechdva
    da tavisdauneburad ragac piradi cigni gamogiva🙂

  4. სწორედ ამ პოსტის მერე გამიფუჭდა პრინტერი😐
    :))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s