ყველაფერი ჩემ შესახებ

What’s the story morning glory

დილის ცხრის ნახევარია. თბილი, უთბილესი ლოგინიდან ძლივს გამოვძვერი და იქითა ოთახში გავედი. კარმა ჩართულია, სასიამოვნოდ თბილა. სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი, რაფას დავეყრდენი და ყავის ჭიქით ხელში ნაცრისფერი ქუჩის თვალიერება დავიწყე. ჭიქა ოდნავ, სულ ოდნავ მწვავს ხელს, მაგრამ მაინც არ ვეშვები და ლამის მთლიანად ჩავეხუტო.coffee
ეს არის ჩემი დილის იდილია. ამ ყველაფრის მერე, წესით, ჯერ კიდევ პიჟამოებში ჩაცმული გაფრატუნდები კომპიუტერთან, ვრთავ და ვათვალიერებ ჩემთვის სასურველ საიტებს. შემდეგ, რომელიმე სერიალს (ამჟამად ჰაუსს ) ჩავრთავ და ვუყურებ. სადღაც, ერთი საათის მერე ვდგები, ვიცვამ/ვემზადები და მივდივარ ლექციაზე (ან სხვა საქმეებზე, გააჩნია რა დღეა).
რა შეიძლება იყოს ამ მშვიდ დილაზე უკეთესი? ჩემთვის არაფერი🙂 დალაგებული, დაწყნარებული ნერვებით, დროულად დალეული ყავით და გამოძინებული სახით დაწყებული დღე ძალიან მიყვარს (ვის არ უყვარს?)

FE_PR_080606health_morning
მაგრამ დღეს😐 დილით რვაზე მაღვიძარამ (ე.წ. ბუძილნიკმა, უკეთ ჟღერს) დარეკა. ბალიშის ქვეშ მედო, მაგრამ მაინც ვერ გავიგე. ბოლოს, სადღაც შორიდან green day-ის ახალი ალბომის ნოტები რომ გავიგე, მომენტალურად გამოვფხიზლდი. არ მიყვარს, როცა ბუძილნიკის ზარებს მიცვლიან. დღეს დილითაც როიკსოპს ველოდი მარა ჰა, ბილი ჯომ გამაღვიძა. ადგომის პროცესში ისევ ჩამეძინა. მოკლედ, საბოლოოდ ავდექი და გავფრატუნდი კარმასთან, რაფასთან და ყავის ჭიქასთან. 104154ჭიქა ადგილზე არ დამხვდა😐 ჩემით მოვიდუღე, მაგრამ მასთან ალერსის დრო აღარ მქონდა, გიჟივით ჩავიცვი და გავვარდი ლექციაზე.
ანუ დღე კრეტინულად დაიწყო.
გარეთ ცივა. თან ცივა და თან არ ცივა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ცივა😀 რადიო მქონდა. ლექციაზე, რასაც ქვია, ჩამეძინა😐 იმედია სურათები არ მიღეს ჯგუფელებმა😐 რადიო დღიურები მოვისმინეთ (სრული იდიოტიზმი). ჩვენც უნდა ჩავწეროთ.
ხვალისთვის გადაცემის პროექტი მაქვს ჩართოლანთან დასაწერი. კიარადა, კაჭარავასთან. იმედია, კაჭარავა შეამოწმებს, გოგა უფრო მკაცრია :-S
დილით მაიკოს ნახვა ვინატრე, საქმე მქონდა და მეორე სართულზე შემხვდა. მერე მამაჩემის ძმაკაცთან მქონდა რაღაც თხოვნა, მეთქი ანგარიშზე თუ მაქვს დავურეკავ თქო. ორ წამში ზუსტად თვითონ დარეკა. ნეტა დღეს (და საერთოდაც) ასე უცებ ასრულდეს ყველაფერი🙂

იდიოტური დღე მაქვს😐 ინგლისური უნდა ვიმეცადინო, პროექტი დავწერო, ბარათის ასაღებად წავიდე, შეიძლება კონსტიტუციის რომელიღაცა მუხლშიც მომიწიოს მისვლა😐 საღამოს დედუს ვერ გავყვები კინოში, სადღა მცალია😐

მგონი, ეს ყველაზე დიდი (და უაზრო) პოსტია, რაც დამიწერია🙂 აი ურალოდ, პროსტა მომინდა🙂 ჩემი დაავადება კვლავ მაწუხებს😦

cutesy-დან მომწერეს, ვაშააა :))

9 thoughts on “What’s the story morning glory

  1. ამ ბოლო დროს მივეჩვიე მეც დილით კომპის ჩართვას, ნახევარი საათით ვჯდები ხოლმე, [ვინაიდან ჩემი საცხოვრებელი ადგილი არ მიწყობს ხელს რომ უფრო მეტხანს გავჩერდე, თორემ დავაგვიანებ ლექციებზე :))]
    აი ყავას კი ვერ ვსვამ დილით, მიუხედავად ჩემი მისდამი სიყვარულისა, მერე მთელი დღე გული გადმოვარდნაზე მექნება, და ჯობს მოვიცადო შუადღემდე :))

  2. მე ყავის დალევა უფრო გზაში მინდება, მაგრამ ვინაიდან take awat coffee დიდად არ ხარობს ჩვენთან ეს სურვილი ოცნებად რჩება :))

  3. უაღრესად ნაცნობი სიტუაციია…

  4. რაო და
    საყურე დავკარგეთო შენიო დიდი ბოდიშიო დაგიბრუნებთ თანხასო და შემდეგ გამოწერაზე უფასო შიფინგს ჩაგახუტებთო🙂
    მეთქი მადლობა ეგ საყურე მაინც ორმოცდაათდოლარიანი ლიმიტისთვის მინდოდა თქო :))

  5. ვაააა, მეექვსე კორპუსელი ხარ? მაგარია… ვგიჟდები მეექვსე კორპუსზე, რომელ კურსელი ხარ? იქნებ ჯგუფელებიც ვართ, რა ვიცი :):*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s